ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 18:08:18
კატეგორია: იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:იჯარით გაიცემა სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული 158,97 კვ.მ ფართი და მასთან მდებარე სათავსო 16,94 კვ.მ ფართი სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:47045EGI89519623
აუქციონის #: 47045
ლოტის #: 895196
დაწყება/დასრულება: 30/05/2023 15:30 - 07/06/2023 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 255 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 420GEL
დასრულების დრო: 07.06.2023 15:32:00
გაყიდვის ფასი : 6750.0000 GEL
საწყისი ფასი: 4200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის #3 საჯარო სკოლა
მისამართი: მცხეთის რაიონში / სოფელი წეროვანი
ტელეფონი: 971-591337446
თვისებები
გათბობა-აივანი-
ლოჯი-TV-
ცხელი წყალი+კვადრატულობა(მ²)175.91
წყალი და კანალიზაცია+ტელეფონი-
ინტერნეტი-პარკირება-
ლიფტი-ბუხარი-
Rs რუკის მხარდაჭერა-ელექტრო მომარაგება+
ბუნებრივი გაზი-შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი წეროვანი
შენობის პროექტიარასტანდარტულისათავსო+
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 (სამი) წელიტელეფონის ნომერი591337446
;
აღწერილობა
აღწერილობაიჯარით გაიცემა სსიპ - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებული შენობის პირველ სართულზე მდებარე 158,97 კვ.მ ფართი არსებულ ინვენტართან ერთად (ბუფეტის მაგიდა -7 ცალი, სამზარეულოს მაგიდა - 1 ცალი, სამზარეულოს სამუშაო მაგიდა - 1 ცალი, სამზარეულოს კარადა 2 ცალი, სტელაჟის დგარი 10 ცალი, სტელაჟის თარო - 12 ცალი, დახლ მაცივარი - 1 ცალი, ბუფეტის  სკამი - 20 ცალი) და ბუფეტთან არსებული სათავსო (16,94 კვ.მ) იქ არსებული სკოლის ინვენტართან ერთად (ბუფეტის მაგიდა 2 ცალი, ბუფეტის სკამი 10 ცალი, მაცივარი 1 ცალი) სასკოლო კვების ობიექტის ( ბუფეტის ) ფუნქციონირებისათვის. 
მოკლე აღწერილობა

საკონტაქტო ინფორმაცია: სსიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვნის N3 საჯარო სკოლა

საკონტაქტო პირი: 577 625 645 ირმა ტატიშვილი

პირობა

1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტის) ფუნქციონირებისათვის;

2. საწყისი ფასი (კომუნალური გადასახადების გარეშე) ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით, ფართით სარგებლობის 1 (ერთი) წლის საიჯარო გადასახადს;

3. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი ) წლის  ვადით ინვენტართან ერთად (ბუფეტის მაგიდა - 9 ცალი, სამზარეულოს მაგიდა - 1 ცალი, სამზარეულოს სამუშაო მაგიდა - 1 ცალი, სამზარეულოს კარადა 2 ცალი, სტელაჟის დგარი 10 ცალი, სტელაჟის თარო - 12 ცალი, დახლ მაცივარი - 1 ცალი, ბუფეტის  სკამი - 30 ცალი, მაცივარი 1 ცალი).

4. წყლის გადასახადს გადაიხდის განმხოლოებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე;

5. ელექტროენერგიის გადასახადს გადაიხდის განმხოლოებული მრიცხველის ჩვენების საფუძველზე;;

6. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები და მისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ ფუნქციონირებას;

7. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მცირე კოსმეტიკური რემონტი;

8. მოიჯარემ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, რადგან ხელშეკრულების მოქმედების ვადა აღემატება 1 ( ერთი) წელს.

9. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანებით დამტკიცებული "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინი)" ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში;

10. მოიჯარე ვალდებულია თვითონ აღჭურვოს ფართი კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარებით;

11. გამარჯბეულ პირს შეტანილი ბე ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობით გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას;

12. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მქონე პირი (მოიჯარე).

13. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებული იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

14. მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საჯარო ქირა და გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო, უსაფრთხოებისა და ჰიგიენური ნორმები, მოიჯარე ასევე ვალდებულია ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას;

15. მეიჯარეს უფლება აქვს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტოს, ვადაზე ადრე:

    თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით,

    კანონმდებლობის ცვლილებით,

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით,

    თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან  და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები;

  ვირუსული ინფექციის COVID-19 მიერ გამოწვეული პანდემიის გამო საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით თუ საჯარო სკოლებში აიკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება,

 სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

  16. მოიჯარეს ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოდგენილი უნდა ჰქონდეს დოკუმენტაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში შესაბამისი მომსახურების რეგისტრაციის შესახებ, რომ რეგისტრირებული საქმიანობის გარდა სხვა ტიპის მომსახურება არ იქნება მიწოდებული (აღნიშნული განსაკუთრებით ეხება - საკვების დამზადებას შესაბამისი ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციის გარეშე). 

 17. თუ სახელმწიფო ქონებით სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მინაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს;

 

   18 ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე;

   19. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილება;

მიმაგრებულ ფაილებში ასევე იხილეთ „სახელმწიფო ქონების განკარგვისა და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2020 წლის 07 სექტემბრის N1-1/363 ბრძანება.

;