საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.
სარგებლობის ლიცენზიის ვადა 10 წელი.
ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი წიაღით სარგებლობის პროექტის მიხედვით. ბ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სალიცენზიო ობიექტის ორივე უბანზე დამუშავება განახორციელოს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისადმი მიღებული წესების და ნორმების დაცვით. გ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემიდან 5 (ხუთი) წლის ვადაში არ გაასხვისოს მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის 50% და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიმართვის საფუძველზე, ლიცენზიის მოქმედების სრული პერიოდის განმავლობაში, უზრუნველყოს მისი გადაცემა განსაზღვრული ფასის (ლიცენზიის მფლობელის მიერ გადახდილი სააუქციონო ფასის, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის განსაზღვრული მოსაკრებლისა და რესურსის მოპოვებისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებული საჭირო თანხის ჯამი) შესაბამისად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციებისათვის, რომლებიც ახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-5) თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ0+310-კმ4+040 (ლოტი 0 - ვაზიანის შემოსასვლელი გზა), ლოტი 1 - ვაზიანი-საგარეჯოს მონაკვეთის (კმ4+040-კმ27+840), ლოტი - 2 საგარეჯოს შემოვლითი გზის (კმ27+840-კმ35+500) და საგარეჯო - ბადიაურის ლოტი 3 (კმ35+500-კმ52+540) მონაკვეთების და ასევე საქართველოს საავტომობოლო გზების დეპარტამენტის იმ კონტრაქტორი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც განახორციელებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის საგზაო და ნაპირდაცვის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, მათ შორის ბადიაური-ჩალაუბნის, ჩალაუბანი-ბაკურციხის მშენებლობის პროექტებს. დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, შეასრულოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2023 წლის 03 აპრილის N2-03/4985 წერილით განსაზღვრული მოთხოვნები. ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, შეასრულოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 22 ივლისის N5/41460 წერილით განსაზღვრული მოთხოვნები. ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში. ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა. თ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება. ი) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები. კ) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის. ლ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის დაწყებამდე უზრუნველყოს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება; მ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ნ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ო) დაცული იქნეს „ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის“ საქართველოს კანონით და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები. აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.
|