ამობეჭდვის თარიღი: 27.09.2024 02:21:35
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ა.(ა).ი.პ ბორჯომის ცენტრალური (ისტორიულ) პარკში არასასოფლო მიწის ნაკვეთები და მასზედ განთვსებული შენობები სამი საპირფარეშო თითოეული 16კვ.მ (ს/კ 64.23.03.591, 64.23.03.480, 64.23.03.480)
განაცხადის #:40398DIS89708423
აუქციონის #: 40398
ლოტის #: 897084
დაწყება/დასრულება: 05/06/2023 17:28 - 10/06/2023 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 105 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 2416.80GEL
დასრულების დრო: 10.06.2023 15:22:00
გაყიდვის ფასი : 37762.5000 GEL
საწყისი ფასი: 6042 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 302.10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკი
მისამართი: საქართველო, ბორჯომი, 9 აპრილის ქ., #50, მინწყლებისა და დასვენების პარკი
ტელეფონი: 971-
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
კვადრატულობა(მ²)16წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)9 აპრილის ქ #50
Rs რუკის მხარდაჭერა-სარგებლობაში გადაცემის ვადა4წელი
ტელეფონის ნომერი595787939
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

16კვ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მდებარეობს.ბორჯომში .()..ბორჯომის ცენტრალური   
(ისტორიულიპარკის ტერიტორიაზერომელიც შემდგომში გამოყენებული უნდა იქნას საპირეშოს ფუნქციონირებისათვის

მოკლე აღწერილობა
პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

1.      იჯარის ვადა  განისაზღვროს ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 (ოთხი) წელი;

2.      აუქციონში გამარჯვებულმა საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს  საპირფარეშოების ფუნქციონირება;

3.      უზრუნველყოს იჯარით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, საპირფარეშოებისთვის აუცილებელი ინვენტარ-მოწყობილობებით, სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებებით.

4.      აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია უზრუნველყოს დღის ნებისმიერ მონაკვეთში საპირფარეშოების დასუფთავება და მოწესრიგება;

5.      „იჯარის საგანი“ გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დანიშნულების შესაბამისად (უზრუნველყოს საპირფარეშოების შეუფერხებლად ფუნქციონირება) და არ დაუშვას „იჯარის საგნის“ ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე;

6.      საპირფარეშოს სარგებლობით მომსახურების ფასი ერთ სულზე არ უნდა აღემატებოდეს 1(ერთ) ლარს;

7.      აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მეიჯარესთან იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული (თხუთმეტი) დღის ვადაში კომუნალური გადასახადების გადამხდელად დარეგისტრირდეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში;

8.      აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით განახორციელოს საპირფარეშოების ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯი, ასევე საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახელმწიფო, ადგილობრივი და კომუნალური  გადასახადი;

9.      საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების  ვადაში განახორციელოს იჯარის საგნის მოვლა-პატრონობა, ტექნიკური ექსპლუატაციის, სანიტარულ-ჰიგიენური, უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარ საწინააღმდეგო) წესების და ნორმების დაცვა;

10.   ხელშეკრულების დასრულების შემდგომ საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები გადადის ა.(ა)ი.პ. ბორჯომის ცეცნტრულური (ისტორიული) პარკის  საკუთრებაში;

11.   აუქციონში გამარჯვებულს უფლება არა აქვს იჯარის საგანი სარგებლობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გასცეს) იპოთეკით ან სხვა რაიმე ფორმით დატვირთოს ა.(ა)ი.პ. ბორჯომის ცეცნტრულური (ისტორიული) პარკთან წინას წარი შეთანხმების გარეშე;

12.   აუქციონში გამარჯვებულმა იჯარის ობიექტი გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის და არ დაუშვას იჯარის ობიექტის ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთნხმების გარეშე.

13.   საიჯარო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ასევე ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, საიჯარო ქონებაზე განხორცილებული გაუმჯობესებები უსასყიდლოდ გადადის მოიჯარის საკუთრებაში;

14.   აუქციონზე, ვაჭრობის შედეგად საწყისი საიჯარო ფასის 100%-ით და მეტი თანხით მატების შემთხვევაში, გამარჯვებული ვალდებულია საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე;

15.   ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ იმ პირს, რომელსაც ა.()... ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის მიმართ აქვს გასული წლების საიჯარო ქირის დავალიანება, არ გაუფორმდება იჯარის ხელშეკრულება;

16.   იჯარის ვადის გასვლის შემდეგ 5 (ხუთი) დღის ვადაში სრულად მოახდინოს საიჯარო ფართის გამოთავისუფლება;

17.   მოიჯარე ვალდებულია ყველა დაგეგმილი ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება შეათანხმოს ა()იპ ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული ) პარკის ადმინისტრაციასთან  და სხვა უწყებებთან საჭიროებებიდან გამომდინარე;

18.   აუქციონზე გამარჯვებულს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის ბოლო წლის ბოლო თვეებიანგარიშსწორებისას;

19.   საიჯარო ქირის არაჯეროვნად გადახდის შემთხვევაში მეიჯარის მიერ შეწყდება ხელშეკრულება და გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები;

20.   მოიჯარე ვალდებულია დაემორჩილოს პარკის ადმინისტრაციის მიერ გამოყენებულ ყველა ნორმატიულ აქტს;

21.   საწყისი თანხა  6042 (ექვსი ათას ორმოცდაორი) ლარი ერთი წლის სარგებლობაში გადაცემის საფასურს;

22.   მოიჯარე ვალდებულია საპირფარეშოს ფუნქციონირება განახორციელოს მთელი წლის განმავლობაში;

23.   მოიჯარე ვალდებულია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს ტურნიკეტების მონტაჟი;

24.   საიჯარო ქირის გადახდა მოხდეს ყოველთვის 15 რიცხვამდე;

25.   ელექტრონული აუქციონის ხანგრძილივობა (დაწყება/დასრულება)განისაზღვროს აუქციონის გამოცხადებიდან 5 დღის განმავლობაში;

26.   აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ა.(ა)ი.პ. ბორჯომის ცენტრლურ (ისტორიულ) პარკთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება.

;