|
კატეგორია:
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
დასახელება:ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სამრეწველო ზონაში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება სამეწარმეო დანიშნულებით (კატეგორია P2)
განაცხადის #:11CYJ123 აუქციონის #: 11 ლოტის #: 1 დაწყება/დასრულება: 11/10/2023 12:00 - 11/10/2023 18:00 ლოტის სტატუსი: ჩაშლილი ფასის ისტორია: 0 ბიჯი საგარანტიო თანხა: 450GEL
მიმდინარე ფასი :
671 GEL
საწყისი ფასი: 671 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 67.1 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები) მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119. ტელეფონი: 971-422273510 |
თვისებები
|
ქალაქი | ხელვაჩაური | ქვეყანა | საქართველო | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სამრეწველო ზონა | Rs რუკის მხარდაჭერა | - | გადახდის პერიოდი | 15 | ზომის ერთეული | კუბური მეტრი | ტელეფონის ნომერი | 0422273510 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 0422273510(137); 577 90 60 26 ლელა ზოიძე.
|
მოკლე აღწერილობა | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სამრეწველო ზონა.ში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება სამეწარმეო დანიშნულებით (კატეგორია P2) მოსაპოვებელი წყლის წლიური მოცულობა ჭაბურღილზე შეადგენს 40000 მ3 მოსაპოვებელი წყლის ჯამური მოცულობა ჭაბურღილზე შეადგენს 200 000 მ3 საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს. |
პირობა | ა. მოპოვებული მიწისქვეშა მტკნარი წყლის რაოდენობრივი აღრიცხვა წარმოებს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის ჩვენების მიხედვით. ამ მიზნით ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეიძინოს, დაამონტაჟოს, შეაკეთოს, შეცვალოს აღრიცხვის კვანძის მოწყობისათვის საჭირო მრიცხველი, საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა სახის მოწყობილობები, დანადგარები და სხვა საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფს აღრიცხვის სისტემის გამართულ მუშაობას და დაიცავს მას უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან; ბ. აღრიცხვის კვანძის მოწყობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ლიცენზიის გამცემს, რომელიც უზრუნველყოფს მრიცხველზე ლუქის დადებას; გ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება განახორციელოს დამონტაჟებული და დალუქული მრიცხველის მეშვეობით. ამასთან, მრიცხველი და, შესაბამისად, აღრიცხვის კვანძის შემადგენელი სხვა სახის ელემენტები (დანადგარები) უნდა იყოს დაცული მათ მუშაობაში უკანონო (არასანქცირებული) ჩარევისაგან, რათა არ მოხდეს მრიცხველის ჩვენების შეცვლა ან სხვა სახის ხელყოფა. აგრეთვე, ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, არ დაუშვას მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვება მრიცხველის გვერდის ავლით ან მის გარეშე; დ. აღრიცხვის კვანძი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ ტექნიკურ რეგლამენტებსა და სტანდარტებს. აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს ისე, რომ დაინტერესებულ პირს ჰქონდეს მრიცხველის ჩვენების აღების საშუალება; ე. ლუქის დადებას და შესაბამისი აქტის შედგენას ლიცენზიატის ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით ახორციელებს ლიცენზიის გამცემის საამისოდ უფლებამოსილი პირი; ვ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ჭის და ჭაბურღილის თავმორთულობის მოწესრიგება, ხოლო თვითმდენი ჭაბურღილის შემთხვევაში – მისი ჰერმეტიზაციაც. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს წყაროს დაკაპტაჟება; ზ. ჭაბურღილებზე მოსაწესრიგებელია თავმორთულობა და ჰერმეტიზაციას; თ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). ი. დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობითა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მიტერალური რესურსები ეროვნული სააგენტო“-სა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს მიერ დადგენილი მოთხოვნები. ლიცენზიის მოქმედების ვადა 5 წელი. გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს. აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს. ბეუკანდაბრუნებასარექვემდებარებათუ: ა. გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას; ბ. მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დაადებს მინიმუმ ერთ ბიჯს). |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |