|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:სსიპ ქ.თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51 საჯარო სკოლა
განაცხადის #:28466BQV92697723 აუქციონის #: 28466 ლოტის #: 926977 დაწყება/დასრულება: 18/09/2023 16:15 - 23/09/2023 16:15 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 1 ბიჯი საგარანტიო თანხა: 10800GEL
დასრულების დრო: 23.09.2023 16:15:00
გაყიდვის ფასი : 36100.0000 GEL
საწყისი ფასი: 36000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100.00 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა მისამართი: ძველი თბილისის (ყოფ.მთაწმ) რაიონში / მელიქიშვილის ქ 2 ტელეფონი: 971- |
თვისებები
|
სართული | 1 | TV | - | ცხელი წყალი | - | გათბობა | + | სველი წერტილები | 4 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | ლოჯი | - | კვადრატულობა(მ²) | 172.33 | შენობის ფართობი(მ²) | 172.33 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | ოთახების რაოდენობა | 1.5 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | თბილისი | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | მელიქიშვილის 2 | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | სათავსო | - | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 3 წლის | ზომის ერთეული | კვადრატული მეტრი | ტელეფონის ნომერი | 577929000 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
პირობა | 1. 172,33 კვ.მ. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ობიექტის (ბუფეტი) ფუნქციონირების მიზნით. იჯარით გაიცემა ასევე, მოძრავი ქონება: მაგიდა 2 ცალი, კარადა 1 ცალი და წყლის გამაცხელებელი 1 ცალი; 2. საწყისი თანხა შეადგენს წლიურ გადასახადს. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით; 3. მოიჯარემ საკუთარი ხარჯით უნდა მოახდინოს ელექტროენერგიის და წყლის ამრიცხველების განმხოლოება; 4. საიჯარო გადასახადში არშედის ფართის გათბობის და მოიჯარის კომუნალური ხარჯების გადასახადი, რომლის დაანგარიშება მოხდება მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. მოიჯარე ვალდებულია საანგარიშო პერიოდის დასრულებისთანავე გადაიხადოს მოხმარებული კომუნალური გადასახადები და ხელი არ შეუშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურ წარმართვას. კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება; 5. მოიჯარე ვალდებულია ჰქონდეს სასკოლო ბუფეტში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება (დამადასტურებელი დოკუმენტების (ხელშეკრულებები) წარმოდგენა სავალდებულოა ხელშეკრულების გაფორმების წინ). მოთხოვნილი გამოცდილების არქონის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია უარი თქვას მასთან ხელშეკრულების დადებაზე, ხოლო გადახდილი „ბე“-ს თანხა ირიცხება და რჩება სკოლის ანგარიშზე; 6. თუ აუქციონში გამარჯვებულ პირს აქვს ფინანსური დავალიანება სკოლის მიმართ ან/და ბოლო 3 წლის განმავლობაში დარღვეული აქვს სკოლასთან დადებული იჯარის ხელშეკრულება, სკოლა უფლებამოსილია უარი თქვას მასთან ან/და მასთან დაკავშირებულ პირთან (ფიზიკურ და იურიდიულ პირთან) იჯარის ხელშეკრულების დადებაზე. აღნიშნულ შემთხვევაში „ბე“-ს თანხა რჩება სკოლის ბიუჯეტში. 7. საიჯარო ქირის ყოველთვიური ანგარიშსწორება მოხდება წინასწარ, ყოველი საანგარიშო პერიოდის დასაწყისში - შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია არ დაუშვას მოიჯარე საიჯარო ფართში, ხოლო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნულ შემთხვევაში „ბე“-ს თანხა რჩება სკოლის ბიუჯეტში. 8. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარ საწინააღმდეგო ნორმები; 9. საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარეს საიჯარო ფართი უნდა ჰქონდეს იმმდგომარეობაში, რომელიც შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ ნორმებს და სურსათის უვნებლობის სააგენტოს მიერ კვების ობიექტებისადმი წარდგენილ მოთხოვნებს; 10. გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს ჯანსაღი, ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქციის მომზადება/მიწოდება მოსწავლეებისათვის. გამარჯვებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს პროდუქციის (სრულად) ადგილზე დამზადება, მხოლოდ მეიჯარის სკოლისათვის (სხვა ობიექტებისათვის დამზადება და გატანა დაუშვებელია, რაც შეიძლება გახდეს სკოლის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი). პროდუქციის ფასი უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოსწავლეებისთვის; 11. მოიჯარე ვალდებულია თავად აღჭურვოს საიჯარო ფართი შესაბამისი ინვენტარითა და დანადგარებით, ასევე უზრუნველყოს ბუფეტის ფუნქციონირება ყველა სასწავლო დღეს; 12. მოიჯარის მხრიდან ქონების დაზიანების შემთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია გასაიჯარებელ ფართში საკუთარი სახსრებით ჩაატაროს სარემონტო სამუშაოები; 13. სკოლა უფლებამოსილია სსიპ- სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება; 14. ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე, თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნით, სკოლაში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში; 15. მეიჯარეს უფლება აქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ ირღვევა ბავშვთა უსაფრთხოებასთან და უფლებებთან დაკავშირებული რეგულაციები; 16. გამარჯვებულ პირს შეტანილი „ბე“ ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. მოიჯარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად,სკოლის მხრიდან ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში -„ბე“-ს თანხა სრულად რჩება სკოლის ბიუჯეტში; 17. საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). 18. ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ „ბე“-ს თანხა სრულად ირიცხება სკოლის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა; 19. სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისიწერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა; 20. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას განათლებისა დამეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული რეკომენდაციები სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ. 21. მოიჯარე ვალდებულია საკუთარი საქმიანობა წარმართოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის „ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში“ -საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული დანართის შესაბამისად. |
მოკლე აღწერილობა | იჯარით გაიცემა 172.33 კვ.მ ფართი უძრავი ქონება ინვენტარით მაგიდა 2 ცალი, კარადა 1 ცალი და წყლის გამაცხელებელი 1 ცალი |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |