ამობეჭდვის თარიღი: 09.05.2025 18:11:15
კატეგორია: არასასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქ ტყიბულში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე 3911.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N4 (ნანგრევები) შენობა-ნაგებობები
განაცხადის #:2056BV123
აუქციონის #: 2056
ლოტის #: 1
საქმის ნომერი: 2023091578189
დაწყება/დასრულება: 22/09/2023 14:00 - 06/10/2023 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 12000GEL
მიმდინარე ფასი : 40000 GEL
საწყისი ფასი: 40000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 1000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
მისამართი: თბილისი, 0179, ი. ჭავჭავაძის გამზირი #49ა.
ტელეფონი: 995-1420
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ტყიბული, რუსთაველის ქუჩაქვეყანასაქართველო
ქალაქიტყიბულისაქმის ნომერი2023091578189
ბრძანების ნომერი1/1-5765საკადასტრო კოდი39.01.21.146
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ბუნებრივი გაზი-
გადახდის პერიოდი45ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
საკადასტრო რუკაhttps://bs.napr.gov.ge/GetBlob?pid=101&bid=boVlyOwlsX3qmYsntmLmFMFWuazCpug6]VqqaMGCl4iCsXI6JspvvHm]ruA9C[Qfსაბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა60
ტელეფონის ნომერი1420ქონების ტიპიუძრავი ქონება
;
აღწერილობა
აღწერილობა

შენიშვნა

1. საპრივატიზებო ობიექტი მდებარეობს მდინარის  სიახლოვეს, შესაბამისად, მყიდველის  მიერ გასათვალისწინებელია  ”წყლის შესახებ” საქართველოს კანონი  და ”წყალდაცვითი ზოლის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №440 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები და აკრძალვები.

2. მიწის ნაკვეთზე გადის შპს სოკარ ჯორჯია გაზის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა (გაზსადენის მილი ს.კ.39.00.047) შესაბამისად,  აღნიშნული მილის  მეპატრონეს/მოსარგებლეს  არ უნდა  შეექმნას არანაირი  სახის  დაბრკოლება  (მათ  შორის შემძენმა   არ   უნდა  მოითხოვოს აღნიშნული  ხაზოვანი  ნაგებობის  გადატანა/რეკონსტრუქცია მესაკუთრესთან/მოსარგებლესთან  შეთანხმების  გარეშე) და   შემძენი  ვალდებული  იქნება უზრუნველყოს ნებისმიერ  დროს  ხაზოვანი  ობიექტის  დათვალიერება (უსასყიდლოდ  და  შეუფერხებლად)  და მასზე  საექსპლუატაციო  სამუშაოების  ჩატარება,  დაცვის  ზონისა  და  პერიმეტრის  გათვალისწინებით.

3.საპრივატიზებო  ობიექტზე  გადის   სს “ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ობიექტი (ელექტროგადამცემი ხაზი, ს.კ. 39.00.145),  მყიდველმა   შეძენილ ობიექტზე სამუშაოების წარმოება უნდა განახორციელოს  ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ” საქართველოს მთავრობის  2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილების სრული დაცვით.

4.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს.

5.საპრივატიზებო მიწის ნაკვეთი ხვდება ტყიბულ-შაორის ქვანახშირის საბადოსა და მასზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით, შპს „საქნახშირზე“ გაცემული ლიცენზია N10000236 კონტურში.  შპს „საქნახშირის“ წერილი იხილეთ დანართში.

ყურადღება!

1. აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია პრივატიზების განმახორციელებელ ორგანოსთან შეთანხმებით;
2. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს (საგარანტიო თანხის) გადახდა შესაძლებელია:
ა) ნაღდი ანგარიშსწორებით  სს  ,, ლიბერთი ბანკში”
ბ) უნაღდო ანგარიშსწორებით, ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით
გ) ელექტრონული საბანკო გარანტიის აქტივაციით
3. მყიდველი ვალდებულია ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს სსიპ სახელმწიფო  ქონების  ეროვნული  სააგენტოს  აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის  ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში უქმდება აუქციონის შედეგი.
4. გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა ითვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.
5. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე : 1420
6. აუქციონის გამოცხადების შესახებ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი ბრძანება იხილეთ თანდართული ფაილის სახით.
7. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანების მე-4 მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისი ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში ელექტონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ გადახდილი "ბე"-ს (საგარანტიო) თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში.

მოკლე აღწერილობა 3911.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1-N4 (ნანგრევები) შენობა-ნაგებობები
პირობა  ქონების საპრივატიზებო პირობებად განსაზღვრულია :

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 (ორმოცდახუთი)კალენდარული დღის ვადაში.

ბ) შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე არსებულ შენობა-ნაგებობ(ებ)ზე სამშენებლო/სარეკონსტრუქციო/სარემონტო სამუშაოების (რაც უნდა მოიცავდეს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ამავე შენობა-ნაგებობ(ებ)ის გარე ფასადის სარემონტო/მოპირკეთებით სამუშაოებს) განხორციელება და შესაბამისი შენობა-ნაგებობ(ებ)ის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) ან ამავე შენობა-ნაგებობ(ებ)ის დემონტაჟის განხორციელება და ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა, შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით.

 საპრივატიზებო პირობების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხ. შესაბამის ბრძანებაში  (მიმაგრებულ ფაილებში ) 
;