|
![]() |
კატეგორია:
იჯარა(შენობა ნაგებობა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი |
|
დასახელება:საიჯარო ფართი სკოლის კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის
განაცხადის #:29407BVT92749423 აუქციონის #: 29407 ლოტის #: 927494 დაწყება/დასრულება: 20/09/2023 17:00 - 25/09/2023 18:00 ლოტის სტატუსი: გაყიდული ფასის ისტორია: 71 ბიჯი საგარანტიო თანხა: 150.00GEL
დასრულების დრო: 25.09.2023 18:14:00
გაყიდვის ფასი : 505.0000 GEL
საწყისი ფასი: 150 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 5 GEL |
ინფორმაცია გამყიდველზე დასახელება: სსიპ დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა მისამართი: ხაშურის რაიონში / ს.ქვიშხეთი ტელეფონი: 995-0368220190 |
თვისებები
|
სართული | 1 | TV | - | ცხელი წყალი | + | გათბობა | + | სველი წერტილები | 1 | წყალი და კანალიზაცია | + | ტელეფონი | - | ინტერნეტი | - | პარკირება | - | ლიფტი | - | ბუხარი | - | აივანი | - | ლოჯი | - | კვადრატულობა(მ²) | 34.5 | შენობის ფართობი(მ²) | 34.5 | Rs რუკის მხარდაჭერა | - | ელექტრო მომარაგება | + | ბუნებრივი გაზი | - | ოთახების რაოდენობა | 1 | ქვეყანა | საქართველო | ქალაქი | ხაშური | ქუჩა(დასახელება/ნომერი) | ხაშურის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვიშხეთი | შენობის პროექტი | არასტანდარტული | შენობის მდგომარეობა | ახალი გარემონტებული | სათავსო | - | შეფასების თანხა | 150 | სარგებლობაში გადაცემის ვადა | 12 თვე | ტელეფონის ნომერი | 551 099 880 |
აღწერილობა
|
აღწერილობა | საიჯარო ფართი წარმოადგენს 34.5 კვ.მ, განთავსებულია სკოლის შენობის პირველ სართულზე, არის გარემონტებული, ოთახში არის სველი წერტილი, დახლ-მაცივარი, ფართი განკუთვნილია სკოლის კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601 | |||
პირობა | აღნიშნული ფართი გაიცემა მხოლოდ სკოლის კვების ბლოკის ფუნქციონირებისათვის. საწყისი საფასური150 ლარი შეადგენს ერთი თვის საიჯარო გადასახადს.
1. სარგებლობაში გადასაცემი ქონების საწყისი საფასური150 ლარი შეადგენს ერთი თვის საიჯარო გადასახადს. | 2. ხელშეკრულების სავალდებულო პირობაა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში შეწყდეს იჯარის ხელშეკრულება. 3.1. მოიჯარე ვალდებულია: 3.1.1. გამოიყენოს საიჯარო ქონება მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად; 3.1.2. სასკოლო კვების ორგანიზებისას გაითვალისწინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 5 მაისის N410 ბრძანებით გათვალისწინებული სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციები; 3.1.3. დაიცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, ,,ჯანსაღი და უსაფრთხო კვება სკოლაში” - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნული რეკომენდაციის (გაიდლაინის) დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 27 ოქტომბრის N01-306/ო ბრძანების, ,,საკვებდანამატების გამოყენების სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N311/ნ ბრძანების, ,,სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოწყობის, აღჭურვისა და სამუშაო რეჟიმის სანიტარული წესებისა და ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N308/ნ ბრძანების, ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების, ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90 დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები; 3.1.4. გადაიხადოს საიჯარო ქირა ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ოდენობით; 3.1.5. მოუაროს საიჯარო ქონებას, მკაცრად დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო და სხვა ტექნიკური უსაფრთხოების წესები, სანიტარული მოთხოვნები, საიჯარო ფართში არსებული მოწყობილობების და ინვენტარის, აგრეთვე არსებული საიჟინრო კომუნიკაციებისა და ქსელების ექსპლოატაციის წესები; 3.1.6. მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა საიჯარო ქონების დაზიანების საფრთხისაგან დასაცავად, ხოლო მისი ბრალით გამოწვეული დაზიანების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ მეიჯარეს და მისი მითითების შესაბამისად, გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დაზიანება თავისი ხარჯებით; 3.1.7. ითმინოს ყველა სახის ზემოქმედება, რომელიც ნებადართულია მეიჯარის მიერ და აუცილებელია საიჯარო ქონების შესანახად ან/და მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, არ ეწინააღმდეგება მოიჯარის ინტერესებს და არსებითად არ აფერხებს მის მიერ საიჯარო ქონებით სარგებლობას; 3.1.8. დაუბრკოლებლად შეუშვას მეიჯარე, მისი წარმომადგენელი და მაკონტროლებელი ორგანო საიჯარო ქონების ტერიტორიაზე და საკვების მომზადების ადგილას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესრულების, სანიტარული და ტექნიკური პირობების კონტროლის და შემოწმების მიზნით; 3.1.9. დროულად გადაიხადოს დაკავებული ფართის კომუნალური გადასახადები არსებული ტარიფებისა და წესის მიხედვით; 3.1.10. გადაიხადოს საიჯარო ქონების შენახვისა და მოვლა-პატრონობის ხარჯები; 3.1.11. მეიჯარესთან შეთანხმების გარეშე არ განახორციელოს ისეთი ქმედებები, რაც გამოიწვევს საიჯარო ქონების მნიშვნელოვან ცვლილებას, მათ შორის კაპიტალური რემონტი, მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია, ფასადის იერსახის შეცვლა და სხვა; 3.1.12. აუნაზღაუროს მეიჯარეს ყოველგვარი ზიანი, რომელიც მიადგება საიჯარო ქონებას მოიჯარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად; 3.1.13. ხელშეკრულების შეწყვეტისას უკან დაუბრუნოს მეიჯარეს საიჯარო ქონება მისი გადაცემის მომენტში არსებულ მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით; 3.1.14. მეიჯარის თანხმობის გარეშე არ გასცეს საიჯარო ქონება მესამე პირებზე ქვეიჯარით ან სარგებლობის სხვა ფორმით; 3.1.15. სკოლისათვის განკუთვნილი საკვების დამზადების ადგილას დაიცვას, სკოლისათვის განკუთვნილი საკვების დამზადებასთან დაკავშირებული, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და წერილობითი ფორმით აცნობოს მეიჯარეს აღნიშნული საკვების დამზადების ადგილი. 3.1.16. საწყისი თანხა მოიცავს ერთი თვის იჯარის ღირებულებას. დამატებით დაგვიკავშირდით: სსიპ დიმიტრი ყიფიანის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლა. ტელ: 551 099880 0368220190 | | |
მოკლე აღწერილობა | საკონტაქტო ტელეფონი 551 099880, 0(368) 22 0190 |
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; |
ცხელი ხაზი:1420 Skype: ![]() |
Email: info@service.gov.ge |
სამუშაო დღეები: შაბათ - კვირის გარდა 09:00-დან 18:00 საათამდე |