ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 15:12:26
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ სამრეკლოში მდებარე 20 033 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: 52.07.37.053), მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები (სერვის ცენტრი) და მოსავლის ამღები ტექნიკა.
განაცხადის #:69185HPJ94432423
აუქციონის #: 69185
ლოტის #: 944324
დაწყება/დასრულება: 06/12/2023 17:00 - 20/12/2023 17:00
ლოტის სტატუსი: შეწყვეტილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 378668.48GEL
მიმდინარე ფასი : 3786684.75 GEL
საწყისი ფასი: 3786684.75 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 7000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, ზემო ალექსეევკა, ნაკვ. N002/027
ტელეფონი: 971-0322305721(257)
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი სამრეკლოქვეყანასაქართველო
ქალაქიდედოფლისწყარომიწის ფართობი(მ²)20033
შენობის ფართობი(მ²)2231.3საკადასტრო კოდი52.07.37.053
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი45საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა75
ტელეფონის ნომერი597424742
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მითითებულ მისამართზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სამუშაო საათები 10:00დან 17:00მდე).

საკონტაქტო ტელ.:   597 42 47 42 ლაშა ჯიბლაძე; 551 02 09 90 ჯაბა ქურხაშვილი.

მოკლე აღწერილობაყურადღება! აუქციონი შეწყვეტილია განმკარგავი ორგანიზაციის ოფიციალური მომართვის საფუძველზე. სარეალიზაციოდ წარმოდგენილია შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული 20 033 (კვ.მ.) ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 2 231.30 (კვ.მ.) ფართობის შენობა ნაგებობები (დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრი), საოფისე და დამხმარე ინვენტარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა (10 ერთეული კომბაინი ჰედერით, 5 ერთეული კომბაინის ჰედერი).

ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით (დანართი N1; დანართი N2; დანართი N3).
პირობააუქციონის პირობა:

1. ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 3 786 684.75 ლარს;
2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია გადაიხადოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 10%-ის (378 668.48 ლარი) ოდენობით, ან ამავე თანხაზე წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ბოლო ვადას;
3. გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება გადახდილ ავანსად;
4. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე);
5. აუქციონის მიმდინარეობის ვადა -  14 კალენდარული დღე;
6. აუქციონის ბიჯი შეადგენს 7000 ლარს;
7. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ღირებულება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; 
8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გამოცხადდეს კომპანიაში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მიზნით აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;
9. აქტივს რომელიც ექვემდებარება შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას, აქვს უფლებრივი შეზღუდვა, რაც გულისხმობს ქონების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის აკრძალვას მისი შეძენიდან 3  წლის განმავლობაში (აქტივის გადაფორმების ხარჯებს ფარავს მყიდველი);
10. აუქციონის შედეგები უქმდება თუ:
      ა) აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური;
      ბ) აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე; 
აღნიშნულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
11.  აუქციონში მონაწილის მიერ ბიჯის არ გაკეთების შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

;