ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 07:37:07
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს "ქეი ემ დი - კალამედიქალ"-ის მთლიანი აქტივი
განაცხადის #:159292YRM95145223
აუქციონის #: 159292
ლოტის #: 951452
დაწყება/დასრულება: 26/12/2023 11:00 - 16/01/2024 17:50
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4365GEL
მიმდინარე ფასი : 87290 GEL
საწყისი ფასი: 87290 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 873 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს ქეი ემ დი - კალამედიქალ
მისამართი: თბილისი. ანდრონიკაშვილის ქ. 25
ტელეფონი: 971-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ანდრონიკაშვილის ქ. 25ქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისიRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი10ფასი ფასდაკლებამდე174579
ტელეფონის ნომერი+995593529495
;
აღწერილობა
აღწერილობა

შპს "ქეი ემ დი - კალამედიქალ"-ის (ID 400200634) სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:


1.Double Segment Rotary Cutting Machine/Ice cream stick machine (ერთი ერთეული);
2.spatula maker/ice cream stick making machine (ერთი ერთეული);
3.tongue depressor dryer&polisher/wood ice cream stick polishing machine (ერთი ერთეული);
4.ცხელი ჰაერის ვენტილატორი ტემპერატურის ავტომატურად რეგულირებადი ტენებით (ერთი ერთეული);
5.სამხარშაო ავტომატური ტემპერატურის რეგულირებადი ტენებით (ერთი ერთეული);
6.ორთქლის გამტანი მოწყობილობა ვენტილატორით (ერთი ერთეული);

ასევე, ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული საწარმო.

აუქციონზე გამოტანილი ქონება წარმოადგენს ხისგან დამზადებული ენის დეპრესორების და ნაყინის ჯოხების საწარმოო ხაზს. საწარმოო ციკლი წარმოდგენილია მანქანა დანადგარებით რომლებიც უზრუნველყოფენ საბოლოო მზა პროდუქციის წარმოებას საწყისი ნედლეულისგან ( ხის მორები ) საწარმოო ციკლი მოიცავს:

1.ხის მორების ( შესაბამისი სიგრძისა და სისქის დიაპაზონში) მოხარშვას, შესაბამისი ტემპერტურული რეჟიმითა და შესაბამისი დროის განმავლობაში სასურველ კონდიციამდე. 2.მოხარშული ხის მასალისგან, Double Segment Rotary Cutting Machine - ზე ანათალის (შპონის) მიღება, თითოეული პროდუქციისთვის განსაზღვრული სისქის, რომლის რეგულირებაც შესაძლებელია სურვილის მიხედვით.
3.ანათალი ფირფიტების გატარება spatula maker/ice cream stick making machine - ში და  ნედლი პროდუქციის მიღება.
4.ნედლი პროდუქციის მოთავსება tongue depressor dryer&polisher/wood ice cream stick polishing machine - ში, სადაც უკვე ხდება პროდუქციის საბოლოო სახის მიცემა, გამოშრობისა და პოლირების შედეგად.

საბოლოო პროდუქტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს: სამედიცინო დაწესებულებები, ამბულატორიები, სტაციონარები, სამედიცინო ინვენტარის დასახარჯი მასალების დისტრიბუტორი ფირმები, აფთიაქები, ნაყინის საწარმოები. საწარმოო ხაზის მეშვეობით ასევე შესაძლებელია ყავისა და სხვა ცხელი სასმელების მოსარევი ხის ჯოხების წარმოება.

მოკლე აღწერილობა

აუქციონზე გამოტანილია შპს "ქეი ემ დი - კალამედიქალ"-ის (ID 400200634) მთლიანი აქტივი.

ქონება უფლებრივად უნაკლოა, გარდა მასზე რეგისტრირებული გირავნობისა, რომელიც შეწყდება აუქციონის პირობებით (იხ. პირობის მე-4 პუნქტი) გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495.
პირობა

1. გასაყიდ აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დასაზუტებლად გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495, ან ელ-ფოსტაზე - info@startup.gov.ge.

2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ის ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

3. აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის.

4. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის თანხა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ  შპს "ქეი ემ დი - კალამედიქალ"-ის კრედიტორის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. თანხის ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამყიდველი უზრუნველყოფს საგანზე არსებული გირავნობის გაუქმებას.

5. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).

6. გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.
;