ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 18:42:25
კატეგორია: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:შპს "მილენიალსი"-ს მთლიანი აქტივი
განაცხადის #:159244YRA95937024
აუქციონის #: 159244
ლოტის #: 959370
დაწყება/დასრულება: 08/02/2024 14:00 - 20/02/2024 17:50
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 4508GEL
მიმდინარე ფასი : 90168 GEL
საწყისი ფასი: 90168 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 902 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს მილენიალსი
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ძმ. ზუბალაშვილების ქ., N 30ა, ბ. 14
ტელეფონი: 995-
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთავიქვეყანასაქართველო
ქალაქირუსთავიRs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი10ფასი ფასდაკლებამდე180337
ტელეფონის ნომერი+995593529495
;
აღწერილობა
აღწერილობა

შპს "მილენიალსი"-ს (ID 404521013)  სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:

ჩაის შესაფუთი დანადგარი Tea Bag Packaging Machine DXD500KB (ერთი ერთეული); 
ჰაერის კომპრესორი (ერთი ერთეული);
მაგიდა (ერთი ერთეული);
დასაკეცი სკამი (ერთი ერთეული);
წყლის ელ.გამაცხელებელი (ერთი ერთეული);
მტვერსასრუტი KARCHER WD2 (ერთი ერთეული);
შესაწებებელი აპარატი (ერთი ერთეული);

ჩაი (შავი) - 368 კგ;
ჩაი (მწვანე) - 44 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი) - 195 კგ;
შესაფუთი ფოლგა (მწვანე) - 95 კგ:
შესაფუთი ფოლგა (შავი ბერგამოტით) - 98 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი ვარდით) - 95 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი მოცვით დალიმნით) - 92 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი კარკადე ფორთოხლით) - 94 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (შავი) - 135 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (მწვანე) - 125 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი 100 ცალიანი - 400 კგ

ვებ-გვერდი: www.amrit-tea.com;
ფეისბუქ გვერდი: "ამრიტი • ქართული ჩაი"
ინსტაგრამ გვერდი: "amritteageo"
იუთუბ გვერდი: "Millennials"

ასევე, ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას.

შპს "მილენიალსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ჩაი ახალტექნოლოგიური ჩხირების შეფუთვაში - ჩაი ამრიტი. ამრიტის ჩაის საიდუმლო მდგომარეობს ექსკლუზიურად ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაში - შემადგენლობაში არ არის ჩაის მტვერი, საღებავები და სხვა ქიმიური დანამატები. თანამედროვე ტექნოლოგიური შეფუთვის გარსი საიმედოდ იცავს ჩაის შიგნიდან სინათლისა და გარემოსთან ურთიერთქმედებისგან. დამცავი ფირი ინარჩუნებს ჩაის სიახლეს და არომატს, რის წყალობითაც დაცულია ახალი ჩაის ფოთლის ყველა სასარგებლო ბუნებრივი თვისება და უზრუნველყოფილია შენახვის ხანგრძლივობა.


შპს "მილენიალსი"-ს კუთვნილი დანადგარებით შესაძლებელია ჩაის ჩხირების (Tea Stick) წარმოება. მიღებული პროდუქცია მუშაობს ჩაის საწურის პრინციპით, მზადდება ახალი თაობის მასალისგან - ლამინირებული ფოლგის ფირი მიკროპერფორაციებით. ის ინარჩუნებს ჩაის ყველა სასარგებლო თვისებას და საშუალებას იძლევა კარგად იმოძრაოს ცხელმა წყალმა და მაღალი ხარისხის ჩაის დაყენდეს.  არ წვეთავს, არც გამოწურვას საჭიროებს და ასევე კოვზის ფუნქციასაც ასრულებს.

მოკლე აღწერილობა

აუქციონზე გამოტანილია შპს "მილენიალსი"-ს (ID 404521013) მთლიანი აქტივი.

ქონება უფლებრივად უნაკლოა, გარდა მასზე რეგისტრირებული გირავნობისა, რომელიც შეწყდება აუქციონის პირობებით (იხ. პირობის მე-4 პუნქტი) გათვალისწინებულ შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495.

პირობა

1. გასაყიდ აქტივებთან დაკავშირებით ნებისმიერი საკითხის დასაზუტებლად გთხოვთ მიმართოთ - დავით ბასილაია ტელ: 593529495, ან ელ-ფოსტაზე - info@startup.gov.ge.

2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია წარმოადგინოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 5%-ის ოდენობით, ან ამავე თანხაზე უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის ვადა უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის გადახდის ვადას არანაკლებ 30 კალენდარული დღით.

3. აუქციონის საგანზე, აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმდეს სამმხრივი ხელშეკრულება, მყიდველს, გამყიდველს და კრედიტორს შორის.

4. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ნასყიდობის თანხა სამმხრივი ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, სამმხრივ ხელშეკრულებაში მითითებულ შპს "მილენიალსი"-ს კრედიტორის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე. თანხის ჩარიცხვიდან 3 სამუშაო დღის ვადაში გამყიდველი უზრუნველყოფს საგანზე არსებული გირავნობის გაუქმებას.

5. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე).

6. გამყიდველი უფლებამოსილია დასრულებამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს აუქციონი.

;