ამობეჭდვის თარიღი: 16.05.2025 15:33:20
კატეგორია: სასოფლო მიწა შენობით
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:დედოფლისწყაროს რაიონში, სოფელ სამრეკლოში მდებარე 20 033 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ: 52.07.37.053), მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები (სერვის ცენტრი) და მოსავლის ამღები ტექნიკა.
განაცხადის #:69185HPJ97067424
აუქციონის #: 69185
ლოტის #: 970674
დაწყება/დასრულება: 21/03/2024 17:00 - 04/04/2024 17:00
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 378668.50GEL
მიმდინარე ფასი : 3786685.00 GEL
საწყისი ფასი: 3786685.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 7000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისის, ისანი-სამგორის რაიონში, ზემო ალექსეევკა, ნაკვ. N002/027
ტელეფონი: 971-0322305721(257)
თვისებები
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი სამრეკლოქვეყანასაქართველო
ქალაქიდედოფლისწყარომიწის ფართობი(მ²)20033
შენობის ფართობი(მ²)2231.3საკადასტრო კოდი52.07.37.053
Rs რუკის მხარდაჭერა-წყალი და კანალიზაცია+
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი+
გადახდის პერიოდი45საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა75
ტელეფონის ნომერი597424742
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

ქონების დათვალიერება შესაძლებელია მითითებულ მისამართზე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სამუშაო საათები 10:00დან 17:00მდე).

საკონტაქტო ტელ.:   597 42 47 42 ლაშა ჯიბლაძე; 551 02 09 90 ჯაბა ქურხაშვილი.

მოკლე აღწერილობასარეალიზაციოდ წარმოდგენილია შპს "სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის" საკუთრებაში არსებული 20 033 (კვ.მ.) ფართობის მიწის ნაკვეთი, მასზე დამაგრებული 2 231.30 (კვ.მ.) ფართობის შენობა ნაგებობები (დედოფლისწყაროს სერვის-ცენტრი), საოფისე და დამხმარე ინვენტარი, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა (10 ერთეული კომბაინი ჰედერით, 5 ერთეული კომბაინის ჰედერი).

ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით (დანართი N1; დანართი N2; დანართი N3).
პირობააუქციონის პირობა:

1. ქონების საწყისი სარეალიზაციო ფასი შეადგენს 3 786 685 ლარს;
2. აუქციონში მონაწილე პირი ვალდებულია გადაიხადოს საგარანტიო თანხა (ბე) აქტივის საწყისი ღირებულების 10%-ის (378 668.50 ლარი) ოდენობით, ან ამავე თანხაზე წარმოადგინოს უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის ბოლო ვადას;
3. გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე) ჩაითვლება გადახდილ ავანსად;
4. პირს, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში, ავტომატურად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა (ბე);
5. აუქციონის მიმდინარეობის ვადა -  14 კალენდარული დღე;
6. აუქციონის ბიჯი შეადგენს 7000 ლარს;
7. გამარჯვებული ვალდებულია სრულად გადაიხადოს ქონების ღირებულება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში; 
8. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გამოცხადდეს კომპანიაში ნასყიდობის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის მიზნით აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში;
9. აქტივს რომელიც ექვემდებარება შსს-ს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციას, აქვს უფლებრივი შეზღუდვა, რაც გულისხმობს ქონების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანის აკრძალვას მისი შეძენიდან 3  წლის განმავლობაში (აქტივის გადაფორმების ხარჯებს ფარავს მყიდველი);
10. აუქციონის შედეგები უქმდება თუ:
      ა) აუქციონში გამარჯვებულმა განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური;
      ბ) აუქციონში გამარჯვებულმა უარი განაცხადა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე; 
აღნიშნულ შემთხვევებში აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
11.  აუქციონში მონაწილის მიერ ბიჯის არ გაკეთების შემთხვევაში, წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (ბე-ს) თანხა არ ბრუნდება და ირიცხება კომპანიის ანგარიშზე.

;