|
დასახელება:ვარძიის ისტორიულ არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობა (4 კოტეჯი) სასტუმროს/საცხოვრებლის ფუნქციონირების მიზნით
განაცხადის #:27104ADT97707824
აუქციონის #: 27104
ლოტის #: 977078
დაწყება/დასრულება: 12/04/2024 15:00 - 18/04/2024 15:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
23000GEL
მიმდინარე ფასი :
79200 GEL
საწყისი ფასი: 79200 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 10.00 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
მისამართი: საქართველო, თბილისი, რ. თაბუკაშვილის ქ. #5
ტელეფონი: 971-790890377
|
აღწერილობა | იჯარით გაიცემა 4 კოტეჯი სასტუმროს/საცხოვრებლის ფუნქციონირების მიზნით: - კოტეჯი N1 - 102,48 კვ.მ.; - კოტეჯი N2 - 86,24; - კოტეჯი N3 - 87,00 კვ.მ.; - კოტეჯი N4 - 83,42 კვ.მ. კოტეჯები განთავსებულია: ს/კ 60.10.34.032 და ს/კ 60.10.34.044 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე. ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420 |
მოკლე აღწერილობა | ქვემოთ ჩამოთვლილი კოტეჯები იჯარით გაიცემა დღიურად: - კოტეჯი N1 - 102,48 კვ.მ.; - კოტეჯი N2 - 86,24 კვ.მ.; - კოტეჯი N3 - 87,00 კვ.მ.; - კოტეჯი N4 - 83,42 კვ.მ. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 577 24 35 01
|
|
პირობა | • იჯარით გაიცემა ვარძიის ისტორილ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე არსებული 4 კოტეჯი ჯამში 359,14 კვ.მ -ის ფართი: • კოტეჯი N1 - 102,48 კვ.მ.; • კოტეჯი N2 - 86,24 კვ.მ.; • კოტეჯი N3 - 87,00 კვ.მ.; • კოტეჯი N4 - 83,42 კვ.მ. • კოტეჯები იჯარით გაიცემა დღიურად. ფართი იჯარით გაიცემა ინვენტარის გარეშე. • საწყისი ფასი შეადგენს 1 (ერთი) წლის საიჯარო ქირას. • საიჯარო ქირის ღირებულებაში არ შედის კომუნალური გადასახადები. მოიჯარე ვალდებული იქნება საკუთარი ხარჯებით დარეგისტრირდეს ცალკე აბონენტად და გადაიხადოს კომუნალური გადასახადები. • საკომუნიკაციო სისტემების საჭიროების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება მოახდინოს აბონენტად დარეგისტრირება საკუთარი ხარჯებით ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში და უზრუნველყოს გადასახადების გადახდა. • ქსელების სიმძლავრის გაძლიერების საჭიროების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებული იქნება გაიღოს ხარჯები, რათა ხელი არ შეეშალოს მუზეუმ-ნაკრძალის გამართულად ფუნქციონირებას. • ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით. • მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება შეტყობინების მიღებიდან 2 კვირის ვადაში. • საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან. • მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი მხოლოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით. • იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში. • საიჯარო ქირის გადახდა ხორციელდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო თვის 10 რიცხვისა, გადახდის ვადა აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. • მოიჯარე ვალდებულია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან გონივრულ ვადაში უზრუნველყოს საიჯარო ქონების ფუნქციონირება მეიჯარის მიერ დადგენილი შემდეგი ძირითადი პირობების შესაბამისად: - უზრუნველყოს საიჯარო ფართის გამართული ფუნქციონირება; - დაიცვას სისუფთავე და სანიტარულ/ჰიგიენური ნორმები საიჯარო ფართში და მის მთელ პერიმეტრზე; - საიჯარო ფართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სასტუმროდ ან/და საცხოვრებლად დამსვენებლების მისაღებად; - საიჯარო ფართის გამოყენება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სასტუმროს ტიპის ფართად ფუნქციონირებისათვის; - უზრუნველყოს მოიჯარის მიერ, საიჯარო ქონების ფუნქციონირება სათანადო ინვენტარითა და მასალით. • საიჯარო ფართში იკრძალება მოიჯარის მიერ მეიჯარის თანამშრომლის დასაქმება. • საჭიროების შემთხვევაში, საიჯარო ფართის ფუნქციონირების მიზნით მოიპოვოს შესაბამისი ნებართვები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. • ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, მოიჯარე იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და დადგენილ ვადაში დარღვევის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოიჯარეს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ის ოდენობით. • იჯარის ვადის გადაცილების შემთხვევაში მოიჯარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით. • პირობების შეუსრულებლობის (დარღვევის) განმეორებით გამოვლენის შემთხვევა და/ან დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მეიჯარის მიერ მიიჩნევა საიჯარო ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის საფუძვლად. ქონების მიმღებ პირს არ უბრუნდება წინასწარ გადახდილი თანხადა არ უნაზღაურდება გაწეული ნებისმიერი სხვა ხარჯი. მეიჯარე უფლებამოსილია, ასევე, მოითხოვოს ქონებისთვის მიყენებული და სხვა სახის ზიანის და/ან ზარალის ანაზღაურება. • აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას. • სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება. • მოიჯარე ვალდებულია დროულად გადაიხადოს საიჯარო ქირა. მოიჯარე ვალდებულია გაუფრთხილდეს სააგენტოს ქონებას, დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებისა და ჰიგიენური/სანიტარული ნორმების წესები. მოიჯარე, ასევე, ვალდებულია ხელი არ შეუშალოს მუზეუმ-ნაკრძალის სამუშაო პროცესის წარმართვას. • მეიჯარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება თუ ირღვევა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეგულაციები. • გამარჯვებულ პირს შეტანილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას; ხოლო პირგასამტეხლოს დაკისრების შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად. • თუ სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლების მიღებით დაინტერესებულმა პირმა არ უზრუნველყო აუქციონის მონაწილედ დარეგისტრირება, მაგრამ ამის მიუხედავად ელექტრონული აუქციონი შედგა, წარდგენილი საგარანტიო თანხა უბრუნდება დაინტერესებულ პირს. • ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა. • სარგებლობაში გადაცემის განმახორციელებელი ორგანოს მიერ აუქციონში მონაწილეობის წესის/პირობების შეცვლისას აუქციონში მონაწილეს მისი წერილობითი მიმართვის საფუძველზე უბრუნდება ბე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს აუქციონში მონაწილეობა. • თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირები არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება სააგენტოს ბიუჯეტში. • ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე; • საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები (მოიჯარე). მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულებისა და შემდგომი ცვლილებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში)დარეგისტრირება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ხელშეკრულების/ შეთანხმების ხელმოწერიდან 1 კვირის ვადაში. • აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია გრძელვადიანი იჯარის ხელშეკრულება დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად. • საიჯარო ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე თუ იგი გამოწვეულია სახელმწიფო პოლიტიკით, კანონმდებლობის ცვლილებით, მუზეუმ-ნაკრძალში სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებისა (საჭიროების შემთხვევაში) და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. • მოიჯარის მიერ წინასწარ გადახდილი გარანტია/ბე ეთვლება ბოლო თვის/თვეების საიჯარო ქირის გადასახადში.
მიმაგრებულ ფაილებში იხილეთ “სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანება. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.
|