ამობეჭდვის თარიღი: 27.11.2024 15:33:59
კატეგორია: სხვა ტიპის იჯარა
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:სტუდენტური კაფე
განაცხადის #:28137BMR98099724
აუქციონის #: 28137
ლოტის #: 980997
რაოდენობა: 24
დაწყება/დასრულება: 25/04/2024 16:00 - 02/05/2024 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 480GEL
დასრულების დრო: 02.05.2024 15:00:00
გაყიდვის ფასი : 4900.0000 GEL
საწყისი ფასი: 4800 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 100 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
მისამართი: ბათუმი / ე.ნინოშვილის 35
ტელეფონი: 971-0422271772
თვისებები
ქალაქიბათუმიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის/ნინოშვილის ქ. №32/35რაოდენობა24
სარგებლობაში გადაცემის ვადა2025 წლის 30 ივნისის ჩათვლითზომის ერთეულიკვადრატული მეტრი
ტელეფონის ნომერი577179747
;
აღწერილობა
აღწერილობა

სტუდენტური კაფეს მოწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე (/ N05.23.03.004, მისამართი: . ბათუმი, რუსთაველის/ნინოშვილის . №32/35) განთავსებული ჯიხურის, მასზე დროებით დამაგრებული 12 კვ.. მიწის ნაკვეთით და მიმდებარე ეზოს 12 კვ.. ფართის, მასზე განთავსებული ინვენტარით (8 ცალი რკინის მაგიდა), ჯამში 24 კვ..  ფართის იჯარა.

ქონების საწყისი წლიური საიჯარო ქირა დღგ-ის ჩათვლით შეადგენს - 4800 ლარს.

მოკლე აღწერილობა
 

სტუდენტური კაფეს მოწყობის მიზნით, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე  განთავსებული ჯიხურის  და მიმდებარე ეზოს  ფართის მასზე განთავსებული ინვენტარით (8 ცალი რკინის მაგიდა), ჯამში 24 კვ.მ.  ფართის  იჯარის ფორმით სარგებლობაში გაცემა.

სარგებლობაში გადაცემის ვადა - 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

პირობა

ელექტრონული  აუქციონიპირობები:

იჯარით აღებული ფართი გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ სტუდენტური კაფეს მოსაწყობად, რომელიც შეღავათიან ფასებში მოემსახურება სტუდენტებს და უნივერსიტეტის პერსონალს;

მოიჯარე ვალდებულია იჯარით აღებულ ფართზე გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, რისთვისაც უნდა უზრუნველყოს წყლის და ელექტროენერგიის მრიცხველების განმხოლება  (ცალკე აბონენტად ან ქვეაბონენტად დარეგისტრირება) საკუთარი ხარჯებით;  

მოიჯარე ვალდებულია დაიცვას ეკოლოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმები;

მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აამოქმედოს სტუდენტური კაფე, რომელშიც უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებელთა მომსახურეობა მხოლოდ შემდეგი სახეობის პროდუქციით: მზა საკონდიტრო ნაწარმიშოკოლადი, ნაყინი, ყავა (როგორც ერთჯერადი პაკეტებით, ასევე ყავის  სპეციალურ აპარატში  დამზადებული), ჩაი, გამაგრილებელი სასმელები, მინერალური  წყლები, მზაპურ-ფუნთუშეული, ხილისწვენები. ნებისმიერი სხვა პროდუქციით მომხმარებელთა მომსახურეობა ითვლება იჯარის ხელშეკრულების არსებით დარღვევად და გამოვლენისთანავე წარმოადგენს იჯარის ხელშეკრულების დაუყონებლივ ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველს;

მოიჯარეს უფლება არ აქვს იჯარის საგანზე, მათ შორის დახლზე (გარდა დახურული შიდა სივრცისა) განათავსოს სამაცივრე დანადგარები, ან/და ვიტრინა, პროდუქციის ვიზუალური აღქმადობისათვის;

მოიჯარეს ეკრძალება იჯარის საგანზე განათავსოს/აწარმოოს მესამე პირის რეკლამა და სარგებლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს არამიზნობრივად;

მოიჯარე ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში შეათანხმოს მეიჯარესთან იჯარით აღებულ ფართზე (ჯიხურის მიმდებარე ეზოს ტერიტორია, 12 კვ..) განსათავსებელი ავეჯის (სკამი, მზის ქოლგა, გამწვანება და საჭიროების შემთხვევაში დამატებით უჟანგავი რკინის მაგიდები) განთავსების გეგმა;

მოიჯარე ვალდებულია უზრუნველყოს გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, დაზიანების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით მოახდინოს მისი აღდგენა, ასევე, სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში  უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების და მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება (ყოველდღიურად);

იჯარის საგანი უნდა ფუნქციონირებდეს სახელშეკრულებო პერიოდის განმავლობაში უწყვეტად;

იჯარით სარგებლობაში გაცემის ვადა - 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით;

საიჯარო ქირის გადახდა იწარმოებს ყოველთვიურად, თანაბარწილად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა;

მოიჯარე ვალდებულია დაფაროს ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯები;

მოიჯარეს შეტანილი ბე ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობის საფასურის ოდენობაში, საბოლოო ანგარიშსწორებისას;

მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებსაქართველოს კანონის, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, ,,საკვებდანამატების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 დეკემბრის N585 დადგენილების, ,,ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის ჰიგიენის ზოგადი წესისადასურსათის ჰიგიენის გამარტივებული წესისდამტკიცების თაობაზესაქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173 დადგენილების და  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის  მოთხოვნები;

მეიჯარე უფლებამოსილია ყოველგვარი კომპენსაციებისა და ჯარიმის გარეშე ვადამდე გააუქმოს (ვადაზე ადრე შეწყვიტოს) საიჯარო ხელშეკრულება ერთ-ერთ შემდეგ შემთხვევაში:

) უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების (არანაკლებ 2 ფაკულტეტის საბჭო, ბსუ- 2 სხვა სტრუქტურული ერთეული და სტუდენტური თვითმართველობა) მოტივირებული მოთხოვნის შემთხვევაში, ბსუ- წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე;

) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში  (მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში);

) საიჯარო ქირის 2 თვის დავალიანების შემთხვევაში.

აუქციონში დამარცხებულ მონაწილეებს და აუქციონში რეგისტრირებულ პირებს, რომლებმაც მონაწილეობა არ მიიღეს სააუქციონო ვაჭრობაში ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდებათ აუქციონის დასრულებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ. ნომერზე 577 179747

;