ამობეჭდვის თარიღი: 22.12.2024 09:35:12
კატეგორია: იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქალაქი ფოთი, გრიგოლ კოკაიას ხეივანში მდებარე 931.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი
განაცხადის #:29193BVA98328224
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 983282
დაწყება/დასრულება: 20/05/2024 15:00 - 03/06/2024 15:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 3368.25GEL
დასრულების დრო: 03.06.2024 15:00:00
გაყიდვის ფასი : 14000.0000 GEL
საწყისი ფასი: 13473.00 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 527.00 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
მისამართი: ქ.ფოთში / დ.აღმაშენებლის ქ. 12
ტელეფონი: 995-0493221359
თვისებები
ბუნებრივი გაზი-ქვეყანასაქართველო
ქალაქიფოთიწყალი და კანალიზაცია-
ელექტრო მომარაგება-ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ფოთი, გრიგოლ კოკაიას ხეივანი
ბრძანების ნომერიბ42.422413765მიწის ფართობი(მ²)931.00
საკადასტრო კოდი04.01.03.949Rs რუკის მხარდაჭერა-
სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელიტელეფონის ნომერი0493221359
;
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით  სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

ქალაქ ფოთში, გრიგოლ კოკაიას ხეივანში მდებარე 931.00 კვ.მ. არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.949).

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადესბეან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილიბეან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა წლიური საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად (ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან ყოველი საიჯარო წლის განმავლობაში).

ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული საბოლოო თანხა არის ერთი წლის საიჯარო ქირა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ დააზიანოს საიჯარო მიწის ნაკვეთზე, ასევე მის მიმდებარედ გამავალი მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ ორგანოსთან შეთანხმებით.

სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 (ათი) წელი (სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან).

საწყისი ფასი მოიცავს ერთი წლის საიჯარო ქირას.

მიწის ნაკვეთის ნაწილი - 279.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით.

მიწის ნაკვეთზე უნდა განხორცილდეს მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომების მოწყობა. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა აიღოს ავტოსადგომების მოსაწყობად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა/თანხმობა/ტექნიკური პირობა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (მეიჯარე) მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება და დაუბრუნოს იგი მესაკუთრეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

ქალაქ ფოთის მუნიციპლიტეტის მხრიდან (მეიჯარე) ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველია შპს ,,გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის" 2024 წლის 19 თებერვლის N3254/1 წერილში მითითებული ტექნიკური პირობის დარღვევა.

აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის ვადის გასვლის შემდგომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ უნდა განხორციელდეს საიჯარო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების/საიჯარო ქირის განსაზღვრა ,,დიდ ოთხეულში" შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ და ფასთა სხვაობის შემთხვევაში მხარეთა ორმხრივი ხელმოწერით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წლიური საიჯარო ქირის ოდენობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის წლიური საფასურის ოდენობისა.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) ანაზღაურებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მოიჯარე.

იჯარის ქირის გადახდა აუქციონში გამარჯვებულს არ ათავისუფლებს მიწის სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

შპს ,,გაერთიანებული წყამომარაგების კომპანიის" 2024 წლის 19 თებერვლის N3254/1 და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის, 2024 წლის 06 მარტის N42-422406687 წერილები იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.

;