ამობეჭდვის თარიღი: 22.11.2024 18:49:10
კატეგორია: CITES ლიცენზიები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ’’ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზია
განაცხადის #:115691QUI99045424
აუქციონის #: 115691
ლოტის #: 990454
რაოდენობა: 25000000
დაწყება/დასრულება: 05/07/2024 12:00 - 05/07/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გაყიდული
ფასის ისტორია: 1 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 40100GEL
დასრულების დრო: 05.07.2024 18:00:00
გაყიდვის ფასი : 440000.0000 GEL
საწყისი ფასი: 400000 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 40000 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო
მისამართი: ძველი თბილისი / დ. აღმაშენებლის გამზ. 150
ტელეფონი: 995-2439512
თვისებები
ბრძანების ნომერიN 291/სქვეყანასაქართველო
ქალაქითბილისირაოდენობა25000000
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დავით აღმაშენებლის გამზირი N 150Rs რუკის მხარდაჭერა-
გადახდის პერიოდი15ზომის ერთეულიერთეული
ტელეფონის ნომერი577460516
;
აღწერილობა
აღწერილობაყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს ,,ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩისა და “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონულ აუქციონს.

პირობა

უქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

ბე-ს თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარებათუ:

ა) პრეტენდენტი არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში და ამ მიზეზით არ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია.

ბ) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.

ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია:

ა) ყოველწლიურად, თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების დაწყებამდე მინიმუმ ათი დღით ადრე (2025 წლიდან, არაუგვიანეს 31 მარტისა), შეატყობინოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:

ა.ა) თეთრყვავილას მოპოვების მოპოვების უბნების სიტუაციური გეგმები, shp ფაილები, UTM –X,Y კოორდინატთა სისტემაში ზუსტი გრაფიკი მოპოვების უბნების მიხედვით, ინფორმაცია აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული თეთრყვავილას ბოლქვების ოდენობის შესახებ და ამ ტერიტორიებიდან თეთრყვავილას მოსაპოვებელი ოდენობის შესახებ;

ა.ბ.) ინფორმაცია მოსაპოვებელი ბოლქვების ზომის შესახებ და რესურსის მოპოვების გრაფიკი კონკრეტული უბნების მიხედვით. მოპოვების გრაფიკში ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამინისტროს და სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს.

ბ) 2027 წლიდან ყოველწლიურად, თეთრყვავილას ბოლქვების მოპოვების დაწყებამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოადგინოს თითოეული ბოლქვების მოპოვების სამიზნე ტერიტორიისათვის რესურსის მოთხოვნილი მოცულობის ამოღების არასაზიანო მოპოვების კვლევის ანგარიში (ანგარიშის შექმნის მეთოდოლოგიური საფუძველი და ფორმატი ლიცენზიანტებისათვის მიწოდებული იქნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ) და მასზე დაფუძნებული დადებითი დასკვნა გარდა იმ უბნებისა (იხ. დანართი), რომელთათვის კვლევა განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკვეთით და გაანგარიშდა თითოეული ასეთი უბნისათვის რესურსის ამოღების წლიური ლიმიტი.

გ) სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე თეთრყვავილას ბოლქვების, მოპოვების შემთხვევაში კონკრეტული ტერიტორიები უნდა შეუთანხმდეს შესაბამის მართვის ორგანოს.

დ) არაუგვიანეს 2025 წლის 01 მაისისა, ფლობდეს ბოლქვების რეალიზაციისათვის მოსამზადებლად საჭირო ინფრასტრუქტურას: სათვლელ და კალიბრაციის დანადგარებს, ბოლქვების შესანახად ვარგის სათავსოს, რომელშიც შესაძლებელი იქნება საჭირო ტემპერატურისა და ტენიანობის შენარჩუნება.

ე) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ყოველწლიურად 30 დეკემბრამდე წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში ფოტოდოკუმენტაციით:

ე.ა.) თუ ლიცენზიის მფლობელი პირი ახორციელებს თეთრყვავილას ბოლქვების ამოღებას 1-დან 10-ის ჩათვლით უბანზე, მინიმუმ 1 შემთხვევით შერჩეულ უბანზე ანგარიშში თარიღის, უბნის და ამოღების ადგილის მინიმუმ ერთი x y კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში მითითებით, უბანზე წარმოდგენილი ძირითადი ჰაბიტატი, ბოლქვების ამოღების ტერიტორიის ფართობი, ბოლქვების ამოღებისას გამოყენებული მეთოდი, ამოღებული ბოლქვების და უბანზე მომუშავე პერსონალის რაოდენობა.

ე.ბ.) თუ ლიცენზიანტის მიერ ბოლქვების მოპოვება დაგეგმილია 11-დან 20-ის ჩათვლით უბანზე, მაშინ იგი ვალდებულია წარადგინოს მინიმუმ 2 შემთხვევითად შერჩეულ უბანზე ამოღების პროცესის დამადასტურებული ანგარიში;

ე.გ.) თუ ბოლქვების ამოღება იგეგმება 21-ს და მეტ უბანზე, მაშინ ასეთი ანგარიშების რაოდენობა წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 4 შემთხვევითად შერჩეული უბნებისათვის.

ე.დ.) თეთრყვავილას ბუნებრივი პოპულაციებიდან მოპოვებული არასასაქონლო ბოლქვებისა და მოპოვების უბნებში მათი დაბრუნების პროცენტული რაოდენობისა და უბნების შესახებ, ფოტოდოკუმენტაციით;

ე.ე.) ექსპორტის შემდეგ ინფორმაცია მოპოვების მეთოდის, ბოლქვების შენახვის, დახარისხების, გაშრობის, ტრანსპორტირების, დასაქმებული პირების ოდენობისა და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის, მოპოვების ტერიტორიების, მოპოვების თარიღის/პერიოდის შესახებ, ასევე, სასაქონლო და არასასაქონლო ზომის ბოლქვების ფაქტობრივად მოპოვებული ოდენობების შესახებ. ანგარიშს უნდა დაერთოს შესაბამისი ფოტომასალა (მათ შორის მოპოვების ამსახველი).

ვ) არასასაქონლო ზომის ბოლქვების მოპოვების შემთხვევაში, ბოლქვების კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე ჩათესვის საკითხი შეთანხმებული უნდა იქნას სამინისტროსთან.

ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სამინისტროსა და სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ წლიური ანგარიში.

თ) დაიცვას თეთრყვავილას მოპოვების დასაშვები მოცულობა (კვოტა).

;