|
დასახელება:ახალციხის მუნიციპალიტეტი, სხვილისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორია, მდ. ფოცხოვისწყალზე „ვალეს“ ქვიშა-ხრეშის საბადო (კატეგორია - B+C1, მოსაპოვებელი წიაღისეულის ჯამური მოცულობა - 35 790 მ3 ).
განაცხადის #:581OTH124
აუქციონის #: 581
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 26/06/2024 12:00 - 26/06/2024 18:00
დასრულების დრო:
ლოტის სტატუსი: ჩაშლილი
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა:
4286GEL
მიმდინარე ფასი :
40858 GEL
საწყისი ფასი: 40858 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 4085.8 GEL
|
ინფორმაცია გამყიდველზე
დასახელება: მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N 150
ტელეფონი: 971-(032)2950030
|
აღწერილობა | ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს. გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის ანგარიშსწორების ახალი სისტემით: საგარანტიო თანხის ღირებულების გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი (ზუსტი ფორმით) თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში. გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი). |
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: (+995) 32 950 030 ან 1420 |
მოკლე აღწერილობა | |
|
პირობა | საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. სარგებლობის ლიცენზიის ვადა 3 წელი. ა) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით. ბ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით. გ) ობიექტის მთელ ფართობზე, წელიწადში ინერტული მასალის მოპოვების სიღრმე (სიმძლავრე) არ უნდა აღემატებოდეს 1,5 მ-ს. დ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, გაითვალისწინოს ბი პი-საქართველოს 2024 წლის 10 აპრილის NBTC/OUT/5275/24 წერილით განსაზღვრული მოთხოვნები; ე) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში. ვ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა-რეაბილიტაცია, ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა. ზ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს სალიცენზიო მიწის ნაკვეთზე დაზიანებული ნიადაგის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეკულტივაციის ღონისძიებების ჩატარება. თ) ექსპლუატაციისას მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება, გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის შემთხვევაში), უნდა შესრულდეს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები. ი) ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით, ობიექტის დამუშავების დროს მოხსნილი ნიადაგის ფენა და ფუჭი ქანი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა დასაწყობდეს ტერიტორიის რეკულტივაციის მიზნით მისი შემდგომი გამოყენებისათვის. კ) ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს. ლ) ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით). მ) დაცული იქნეს „ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის“ საქართველოს კანონით და გარემოსდაცვითი კანონმდებლობით, ასევე შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები და ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი მოთხოვნები.
აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში. |
|