ამობეჭდვის თარიღი: 18.07.2024 00:16:39
კატეგორია: სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
დასახელება:ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუჭულას მიმდებარედ დასაწყობებული ინერტული მასალა (ქვიშა-ხრეში) (კატეგორია P2, მოსაპოვებული წიაღისეულის ჯამური მოცულობა 3627 მ3)
განაცხადის #:8CYJ124
აუქციონის #: 8
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება: 24/07/2024 12:00 - 24/07/2024 18:00
ლოტის სტატუსი: გამოქვეყნებული
ფასის ისტორია: 0 ბიჯი
საგარანტიო თანხა: 1700GEL
მიმდინარე ფასი : 4371 GEL
საწყისი ფასი: 4371 GEL
ვაჭრობის ბიჯი : 437.10 GEL
ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (ლიცენზირები)
მისამართი: 6118. ქ. ბათუმი. კომახიძის 119.
ტელეფონი: 971-422273510
თვისებები
ბრძანების ნომერი01-01-3/206ქვეყანასაქართველო
ქალაქიქედაქუჩა(დასახელება/ნომერი)ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუჭულას მიმდებარედ
Rs რუკის მხარდაჭერა-გადახდის პერიოდი15
ზომის ერთეულიკუბური მეტრიტელეფონის ნომერი2273510
;
აღწერილობა
აღწერილობა

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 0422273510(137);  577 90 60 26 ლელა ზოიძე.

მოკლე აღწერილობა

ქედის მუნიციპალიტეტის, სოფელ კუჭულას მიმდებარედ დასაწყობებული ინერტული მასალა ქვიშა-ხრეში (კატეგორია P2)

მოსაპოვებული წიაღისეულის ჯამური მოცულობა 3627 მ3
ლიცენზიის მოქმედების ვადა 1 წელი.

საგარანტიო თანხა მოიცავს 200 ლარიან მოსაკრებელს.

 

პირობა

. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უნდა განხორციელდეს წინასწარ შედგენილი დამუშავების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;

. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენარეაბილიტაცია, გზის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა (გზის საფუძვლისა და ასფალტობეტონის საფარის მოწყობა) ასევე წიაღისეულის ტრანსპორტირებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ღერძზე დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს „ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შესახებ“ აჭარის ა.რ. კანონით გათვალისწინებულ ნორმას.

დ. ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს სალიცენზიო ობიექტის კოორდინატების თვალსაჩინოდ მონიშვნა.

ე. ექსპლუატაციის დროს მეწყრული პროცესების გააქტიურების დროს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა მოხდეს სამუშაოების შეჩერება, სათანადო ღონისძიებების დასახვა და განხორციელება;

ვ. ობიექტის დამუშავება უნდა მოხდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისთვის მიღებული ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების და წესების დაცვით;

ზ. ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა;       

თ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია წიაღითსარგებლობის განხორციელებისას გეოდინამიკური სიტუაციის გართულების (ასეთის არსებობის) შემთხვევაში შეასრულოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების შესაბამისი მითითებები;

ი. ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის ”გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“, საქართველოს კანონებით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, ,,წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტების აღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს;

კ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიის გამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვისების შესაბამისი გეგმა (ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მითითებით);

ლ. დაცული იქნეს საქართველოს კანონებით, ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობები,

მ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია დაიცვას „ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთვრობის 2013 წლის 24 დეკემბრის №366 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

ნ. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია გაითვალისწინოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის N100 ბრძანებით დამტკიცებული უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

 

ლიცენზიის მოქმედების ვადა 1 წელი

გამარჯვებულად ჩაითვლება ლიცენზიის ის მაძიებელი, რომელიც აკმაყოფილებს აუქციონის პირობებსა და მოთხოვნებს და ყველაზე მეტ თანხას შესთავაზებს სახელმწიფოს.

აუქციონში დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან მე-10 სამუშაო დღეს.

 

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება თუ:

 

გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში (არ დაადებს მინიმუმ ერთ ბიჯს).

;