>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქ მცხეთაში, კოსტავას ქ. N42ა-ში მდებარე 2435 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (25 კვ.მ.)

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 102669OQK102882724   
აუქციონის #: 102669
ლოტის #: 1028827
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
15/11/2024 16:30 - 29/11/2024 16:30
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ლოტის სტატუსი
Closed
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 11100.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 500.00 e
საგარანტიო თანხა: 5550.00 e
ტელეფონი: 593 730 124
თვისებები
განმკარგავი: მცხეთის მუნიციპალიტეტი
სართული1ლოჯი
TVცხელი წყალი
გათბობაკვადრატულობა(მ²)25.00
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
აივანიმიწის ფართობი(მ²)25
შენობის ფართობი(მ²)25.00საკადასტრო კოდი72.07.06.621
Rs რუკის მხარდაჭერაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიმცხეთაქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. მცხეთა, კოსტავას ქ. N42ა
ბრძანების ნომერიბ34.342429811 24/10/2024წ.შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობასარემონტოსათავსო
გადახდის ბოლო ვადა30.12.2024სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელი
ტელეფონის ნომერი593 730 124
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება!

1. გამარჯვებული პირი ვალდებულია:

ა). საიჯარო ფასის მატების შემთხვევაში საბოლოო თანხაზე წარმოადგინოს საბანკო გარანტია/ბე დაფიქსირებული წლიური საიჯარო ქირის 50%-ის ოდენობით, რომელიც ჩაითვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის (5 (ხუთი) წელი) ბოლო წლის  ბოლო 6 (ექვსი) თვის ანგარიშსწორებისას, ან სრულად დაფაროს თანხა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე.

ბ). აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში გააფორმოს შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება მცხეთის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან, ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში, მას ერთმევა გამარჯვებულის სტატუსი და უპირობო/გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე-ს თანხა არ დაუბრუნდება.

გ). საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს იჯარის საგნის ფუნქციონირებისათვის საჭირო ყველა ხარჯის გაწევა (მათ შორის რაც დაკავშირებულია ხელშეკრულების საგნის კეთილმოწყობასთან) გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და დაამონტაჟოს საჭირო მრიცხველები, დაიცვას ტექნიკური ექსპლუატაციის, უსაფრთხოების (მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო) წესები და ნორმები.

2). ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულების შემდგომ, საიჯარო ქონებაზე განხორციელებული გაუმჯობესებები უსასყიდლოდ გადადის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.

3.). აუქციონში გამარჯვებულ იმ ფიზიკურ/იურიდიულ პირს, რომელსაც ერიცხება მუნიციპალიტეტის მიმართ დავალიანება, არ გაუფორმდება საიჯარო ხელშეკრულება და გადახდილი თანხები უკან არ დაუბრუნდება.

4. აუქციონის დასრულების შემდგომ დაფიქსირებული საბოლოო თანხა, შეადგენს ერთი წლის საიჯარო ქირის გადასახადს.

5. საიჯარო ქონების (შენობა) მდგომარეობა/არწერილობა იხილეთ მიმაგრებული ფაილის სახით, აუდიტორის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში.

6. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

7. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

8. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

 9. ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

პირობა

მოკლე აღწერილობა

 ქალაქ მცხეთაში, კოსტავას ქ. N42ა-ში მდებარე 2435 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა (25 კვ.მ. კომერციული ფართი), ს/კ 72.07.06.621.



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.