საგარანტიო თანხის
გადახდა შესაძლებელია:
1.
ნაღდი ანგარიშსწორების
სისტემით გადახდის
მეთოდი (ბილინგი);
ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი/სრული ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ნებისმიერ ფილიალაში ნაღდი ფულით გადახდა. მის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირისდასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს გადახდა)
2.
საკრედიტო ბარათით
გადახდის მეთოდი;
ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი/სრული ღირებულების გადახდა. საკრედიტო ბარათით ანგარიშსწორების არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ლოტის გვერდიდან გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
3.
eMoney ელექტრონული
საფულით გადახდის
მეთოდი;
ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი/სრული ღირებულების გადახდა.
eauction.ge ავტომატურად
უზრუნველყოფს eMoney -
ანგარიშის გახსნას
უკვე არსებული
და ყოველი
ახლად დარეგისტრირებული
მომხმარებლისათვის. eMoney გადახდის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი ლოტიდან გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.
4. ელექტრონული
საბანკო გადარიცხვით
გადახდის მეთოდი;
ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი/სრული ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დაკოპირდეს წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩაისვას უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.
5. ელექტრონული
საბანკო გარანტით
გადახდის მეთოდი;
ხელმისაწვდომია მხოლოდ საგარანტიო თანხის გადახდა. ელ. საბანკო გარანტიის მიღება კონკრეტულ აუქციონზე შესაძლებელია საბანკო დაწესებულებასა და სადაზღვევო კომპანიაში. ელ.საბანკო გარანტიის აქტივაციისათვის საჭიროა ლოტის გადახდის გვერდზე ელ. საბანკო გარანტიის რეგისტრაციის ნომრისა და PIN კოდის შეყვანა.
6. ელექტრონული
განვადებით ნივთის
შეძენის მეთოდი;
ხელმისაწვდომია აუქციონის დარჩენილი ღირებულების გადახდა. განვადებით ქონების შეძენის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი მისამართდება ლიბერთი ბანკის ონლაინ განვადების გვერდზე სადაც ავსებს განაცხადს (აუქციონის დასრულებამდე მინ. 3 დღით ადრე) და უთითებს პროდუქციისთვისშესაძენი ღირებულების სავარაუდო თანხას. განაცხადის შევსების შემდეგ, მომხმარებელს უკავშირდება ბანკის თანამშრომელი, რომელიც აცნობებს ბანკის მიერ მიღებულ გადაწყევტილებას. შესაძენი ნივთის მინიმალური ღირებულება: 150 ლარი, მაქსიმალური 5000 ლარი.
*იხილეთ ლოტში ინფორმაცია გადახდის პროცესების შესახებ