>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

რეიტინგი:
  (1 ადამიანი)
განაცხადის #: 64746GWZ43246717   
აუქციონის #: 64746
ლოტის #: 432467
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
02/05/2017 09:00 - 22/05/2017 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ლოტის სტატუსი
Sold
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 396 e
ვაჭრობის ბიჯი: 40 e
საგარანტიო თანხა: 120 e
თვისებები
განმკარგავი: თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თელავის მუნიციპალიტეტიქვეყანასაქართველო
შენობის ფართობი(მ²)33საკადასტრო კოდი53.08.42.314
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601
მოკლე აღწერილობა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

აუქციონში მონაწილე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხის განკარგვასთან დაკავშირებით იხილეთ მიმაგრებული ფაილი

პირობა

2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ასეთ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.

3. აუქციონში გამარჯვებული  ვალდებულია მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული ღირებულება გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება, საგარანტიო თანხა არ დაუბრუნდება და სხვა ხარჯები არ აუნაზღაურდება.

4.  აუქციონი დაიწყოს 2017 წლის 02 მაისს დღის 09:00 საათზე და დასრულდეს 2017 წლის 22 მაისს დღის 18:00 საათზე.

5.  საკონტაქტო ინფორმაცია  -  ტელ: 0350 – 23 – 21- 90.



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.