2. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა. შევსებული განაცხადი;
ბ. „ბე“–ს
გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი; „ბე“–ს
გადახდა უნდა
მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ს.ს. ლიბერთი ბანკი, ბანკის კოდი LBRTGE22, ანგარიშის ნომერი GE90LB0120153513276003, მიმღების დასახელება: თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტი;
გ. მონაწილის ბილეთის
გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი, რომლის
გადახდაც უნდა
მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე:
ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300863282;
დ. პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
ვ. სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ასეთ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია.
4. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული ღირებულება გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და „ბე“-ს შენატანი არ დაუბრუნდება.
5. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყის ფასზე „ბიჯი“-ს დანამატით მიღებული თანხის) გადახდა და აუქციონის პირობების დაკმაყოფილება.
6. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება წარმოებს აუქციონის გამოცხადების დღიდან, 2017 წლის
02 მაისიდან 2017 წლის 31
მაისამდე, ყოველ სამუშაო დღეს
09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 09:00 საათიდან 12:00 საათამდე. აუქციონი ჩატარდება 2017 წლის 31 მაისს დღის 13:00 საათზე თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქალაქი თელავი, ერეკლე II-ის გამზირი #16).
7. დამატებითი ინფორმაცია ობიექტისა და აუქციონის პირობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ქალაქ თელავში, ერეკლე II-ის გამზირ
#16-ში მდებარე თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის I სართულზე, ტელ: 0350 – 23 – 21- 90. |