>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მუნიციპალური ტრანსპორტის სარეკლამო ფართი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 145400VMI88888223   
აუქციონის #: 145400
ლოტის #: 888882
რაოდენობა
9 ცალი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
10/05/2023 17:00 - 22/05/2023 17:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ლოტის სტატუსი
Closed
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 30525.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 305.25 e
საგარანტიო თანხა: 915.75 e
ტელეფონი: 574254822
თვისებები
განმკარგავი: გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო
ქალაქიგორიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)შინდისის გმირების გზატკეცილი მე-2 კილომეტრირაოდენობა9
სარგებლობაში გადაცემის ვადა1 (ერთი) წელიზომის ერთეულიცალი
ტელეფონის ნომერი574254822
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

ქალაქ გორის მერიის მუნიციპალური ტრანსპორტის სარეკლამო ფართი:

მარკა KENT C, 4 (ოთხი) ერთეული, სარეკლამო ფართ 53,6 კვ\მ

მარკა NAVIGO LF, 5 (ხუთი) ერთეული, სარეკლამო ფართი 48,15 კვ\მ

სულ მარკა (KENT C\NAVIGO LF) 9 (ცხრა) ერთეული, სარეკლამო ფართი 101,75 კვ\მ

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

1.    აუქციონის პირობებად განისაზღვროს შემდეგი:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონება გამოიყენოს მხოლოდ სარეკლამო საქმიანობის განხორციელების მიზნით.

ბ)  აუქციონში გამარჯვებულმა სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონებაზე განსათავსებელი რეკლამის ფორმა მის განთავსებამდე შეათანხმოს ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის  ტრანსპორტის სააგენტოსთან“.

გ) ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ აუქციონში გამარჯვებულმა  სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონება დააბრუნოს იმ მდგომარეობაში (ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით), რა მდგომარეობაშიც გადაეცა მას.

დ) გამარჯვებულმა ქონებაზე რეკლამის განთავსება განახორციელოს მფლობელთან შეთანხმებულ დროს, რათა არ მოხდეს ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენებაში ხელის შეშლა.

ე)  მომსახურების ანაზღაურება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, მიღება - ჩაბარების აქტი გაფორმდება მომსახურების გაწევის თვის მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

ვ) იმ შემთხვევაში თუ გეგმიური (არაგეგმიური) პროფილაქტიკის მიზნით ან\და ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე შეფერხდება გარკვეული რაოდენობის რეკლამირებული ქონების გამოყენება, მიღება-ჩაბარების აქტში არ აისახება შეფერხებული რეკლამირებული ქონების (ფართის კვადრატულობის მიხედვით)  რაოდენობა.

2.      ბეს თანხა ჩაითვალოს ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო თვეების (თვე) გადასახდელი ქირის ოდენობაში.

1.      აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის  ტრანსპორტის სააგენტოს“ და სარგებლობის უფლებით გასაცემი ქონების სარგებლობაში მიმღებს შორის დაიდოს შესაბამისი წერილობითი ქირავნობის ხელშეკრულება.

      1 (ერთი) წლიანი იჯარის საწყისი თანხა 1 (ერთი) წლის განმავლობაში შეადგენს 30525 (ლარს).

       თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც ამ წესის მე­6 მუხლის მე­6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაიხადეს ბე ან წარადგინეს/გაააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ, ამ წესის მე­6 მუხლის მე­6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადახდილი ბე ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოში.

1.    



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.