>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული N 1 ნაგებობით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 39673DGC96336924   
აუქციონის #: 39673
ლოტის #: 963369
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
26/02/2024 15:00 - 04/03/2024 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ლოტის სტატუსი
Sold
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 9600 e
ვაჭრობის ბიჯი: 1000 e
საგარანტიო თანხა: 6720 e
ტელეფონი: 577620182
თვისებები
განმკარგავი: მარტვილის მუნიციპალიტეტი
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიმარტვილიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფ ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეული
ბრძანების ნომერიბ58. 5824054001საკადასტრო კოდი41.13.32.257
Rs რუკის მხარდაჭერასარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელი
ტელეფონის ნომერი577620182
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
მოკლე აღწერილობა

იჯარა ცხადდება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებულ, სოფ ინჩხურში მდებარე ს.კ: 41.13.32.257 არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნაკვეთიდან 1328 კვ.მ და 452 კვ.მ ნაკვეთებზე ერთ ლოტად.   450 კვ.მ ნაკვეთზე განთავსებულია ნაგებობა ( საპირფარეშო) 

იჯარით გასაცემ მიწის ნაკვეთზე მომავალ მოიჯარეს ეძლევა შესაძლებლობა განათავსოს მსუბუქი ( გადასატანი) კონსტრუქცია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით

პირობა

ყურადღება:ს.კ: 41.13.32.257 ნაკვეთზე გადადის 500 კვ ძაბვის საჰაერო ელექტრო გადამცემი ხაზი, რომელზეც ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის N 366 დადგენილებით ვრცელდება ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონები, კერძოდ ხსენებული დადგენილების მე-3 მუხლის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის შესაბამისად საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია შემდეგი მანძილით: 330; 400; 500 კვ ელექტრო გადამცემი ხაზებისთვის - 30 მეტრი.

ამავე დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულია ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების (საჰაერო და საკაბელო ელექტროგადაცემის ხაზები) დაცვის ზონებში სამუშაოთა წარმოების პირობები.

შესაბამისად, იჯარის წესით გასაცემი 1328 კვ.მ და 452 კვ.მ ნაკვეთები არ ექცევა ზემოთხსენებული დადგენილებით განსაზღვრულ შეზღუდვაში

აუქციონის დასრულების შემდეგ თხუტმეტი (15) კალენდარული დღის ვადაში, აუქციონში  გამარჯვებულ პირსა და მუნიციპალიტეტს შორის, ფორმდება იჯარის  ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნას საჯარო რეესტრში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

იჯარის  ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობა შეადგენს 9600 ლარს, რომელსაც დაემატება აუქციონში გამარჯვებულად გამოვლენილი  პირის მიერ გადახდილი ბიჯის თანხა რაც საბოლოოდ შეადგენს სარგებლობით მიღებული ქონების ყოველწლიურ საიჯარო ქირას

საკონტაქტო ინფორმაცია 577620182 სიმონ რევია

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებულიპირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადეს „ბე“ ანწარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვისგადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკოგარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.