>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: ელექტრონული აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქალაქი ფოთი, კოკაიას ხეივანი N1-ის მიმდებარედ არსებული 495.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 29193BVA98513124   
აუქციონის #: 29193
ლოტის #: 985131
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
27/05/2024 15:00 - 10/06/2024 15:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ლოტის სტატუსი
Sold
ლოტის დათვალიერების რეჟიმი

ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 7164.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 336.00 e
საგარანტიო თანხა: 1791.00 e
ტელეფონი: 0493221359
თვისებები
განმკარგავი: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქიფოთიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქუჩა(დასახელება/ნომერი)ქალაქი ფოთი, კოკაიას ხეივანი N1-ის მიმდებარედ
ბრძანების ნომერიბ42.42241456მიწის ფართობი(მ²)495.00
საკადასტრო კოდი04.01.03.1030Rs რუკის მხარდაჭერა
სარგებლობაში გადაცემის ვადა10 წელიტელეფონის ნომერი0493221359
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით  სააგენტოს ცხელ ხაზზე: 2 601–601

ქალაქ ფოთში, კოკაიას ხეივანი N1-ის მიმდებარედ არსებული 495.00 კვ.მ. არასასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.03.1030).

პირობა

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.

თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადესბეან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილიბეან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, ოქმის საფუძველზე, არა უმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება.

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულ პირს გადახდილი ,,ბე" ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

აუქციონში გამარჯვებულმა პირმა წლიური საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად (ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან ყოველი საიჯარო წლის განმავლობაში).

ელექტრონულ აუქციონზე გამარჯვებულის მიერ დაფიქსირებული საბოლოო თანხა არის ერთი წლის საიჯარო ქირა.

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია არ დააზიანოს საიჯარო მიწის ნაკვეთზე, ასევე მის მიმდებარედ გამავალი მიწისქვეშა/მიწისზედა კომუნიკაციები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და სახანძრო უსაფრთხოების წესები.

ყურადღება!

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია სარგებლობაში გადამცემ ორგანოსთან შეთანხმებით.

სარგებლობაში გადაცემის ვადაა 10 (ათი) წელი (სარგებლობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან).

საწყისი ფასი მოიცავს ერთი წლის საიჯარო ქირას.

მიწის ნაკვეთის ნაწილი - 143.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი დატვირთულია სერვიტუტით.

მიწის ნაკვეთზე უნდა განხორცილდეს მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომების მოწყობა. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა აიღოს ავტოსადგომების მოსაწყობად მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვა/თანხმობა/ტექნიკური პირობა.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (მეიჯარე) მხრიდან წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი ხარჯებით გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება და დაუბრუნოს იგი მესაკუთრეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

საიჯარო მიწის ნაკვეთი მდებარეობს სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული საავტომობილო გზის (ლარნაკას ქუჩა) ღერძიდან 100 მეტრის ფარგლებში.

აუქციონში გამარჯვებულთან შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 (ხუთი) წლის ვადის გასვლის შემდგომ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ უნდა განხორციელდეს საიჯარო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების/საიჯარო ქირის განსაზღვრა ,,დიდ ოთხეულში" შემავალი აუდიტორული კომპანიის მიერ და ფასთა სხვაობის შემთხვევაში მხარეთა ორმხრივი ხელმოწერით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ წლიური საიჯარო ქირის ოდენობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანა, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ქირის წლიური საფასურის ოდენობისა.

ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოიჯარის მიერ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტისათვის, ასევე მესამე პირებისათვის მიყენებული ზიანის (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) ანაზღაურებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მოიჯარე.

იჯარის ქირის გადახდა აუქციონში გამარჯვებულს არ ათავისუფლებს მიწის სარგებლობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან.

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო მომსახურების საფასურსა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენისათვის გაწეულ ხარჯებს ფარავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები.

სსიპ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, 2024 წლის 13 მარტის MRDI-RD N 2-03/3514 წერილი იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 0493 22-13-59.



წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.