>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მინი ატეესი PANASONIC KX-TES824

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 5945AC2524   
აუქციონის #: 5945
ლოტის #: 25
საქმის ნომერი
პრივატიზება
რაოდენობა
1 კომპლექტი
შტრიხკოდი
2000006841698
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
19/11/2024 13:00 - 25/11/2024 13:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
38 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 90.00 e
ვაჭრობის ბიჯი: 1.80 e
საგარანტიო თანხა: 27.00 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 01.01.2025
ტელეფონი: 1420
თვისებები
განმკარგავი: სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, რ. გაბაშვილის ქუჩა № 71საქმის ნომერიპრივატიზება
შტრიხ კოდი2000006841698გადახდის ბოლო ვადა05.12.2024
საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა35შეფასების თანხა180
ზომის ერთეულიკომპლექტიტელეფონის ნომერი1420
რაოდენობა1ელექტრო ტექნიკის მწარმოებელისხვა
ელექტრო ტექნიკის ტიპისხვა სახის ელექტრო ტექნიკაქალაქითბილისი
ქვეყანასაქართველოქონების ტიპიმოძრავი ქონება
აღწერილობა
აღწერილობა

მინი ატეესი PANASONIC KX-TES824, ახალი, შეფუთვით. 

ელექტრონულ აუქციონზე (ინტერნეტ-აუქციონი) გამოტანილ ქონებას არ მოყვება გარანტია.

ყურადღება! 

ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან/და ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით ან/და eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ  ცხელ ხაზზე: 1420 ან  სააგენტოს სერვის ცენტრებში, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. N49ა; 

ქ. თბილისი, გაბაშვილის ქუჩა N71, მუხიანის დასახლება, სასაწყობე მეურნეობა (ბაზა #2); 

ქ. ახალციხე, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ არსებული სასაწყობე ბაზა; 

ქ. სამტრედია, აღმაშენებლის გამზ. მე – 6ჩიხი.
მოკლე აღწერილობა

პირობა

ყურადღება! უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში, თანხის ანგარიშზე ასახვა აუცილებელია გადამოწმდეს სააგენტოში. ცხელი ხაზი: 1420

აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების საპრივატიზებო საფასური გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე.

აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება უნდა განხორციელდეს აუქციონის ჩატარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო შესაბამისი საპრივატიზებო ქონების გატანა - ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

ქონების დათვალიერება შესაძლებელია: აუქციონის დამთავრების წინა სამუშაო დღეს 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე. 

მოგებული ქონების გაცემა იწარმოებს სამუშაო დღეებში: 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).
 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ინტერნეტმაღაზიაში ვაჭრობის პირობები

„რეგისტრაციის” ღილაკზე ხელის დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის/ინტერნეტმაღაზიაში ვაჭრობის პირობებს.

ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს შეიძინოს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიიღოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონება, ივაჭროს ვებგვერდის www.eauсtion.ge მეშვეობით, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე პირობებს.

ვებგვერდის www.eauсtion.ge გამოყენებამდე, გთხოვთ,  დეტალურად   გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. წინამდებარე პირობების გაცნობა და დადასტურება არ წარმოშობს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის ვალდებულებას.


ტერმინები და  განმარტებები

წინამდებარე ტერმინებს და განმარტებებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ დოკუმენტის კონტექსტიდან სხვა რამ  გამომდინარეობს:

ა) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მისამართი: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №49ა).

ბ) მომხმარებელი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც წინამდებარე პირობებს ეთანხმება ელექტრონული ფორმით.

გ) აუქციონში გამარჯვებული პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი (პირთა გაერთიანება), რომელიც ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობისას, დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს, ასევე, პირობებით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის შემთხვევაში, დაეთანხმება აუქციონის პირობებს და გაიმარჯვებს სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში.

დ) აუქციონი - სააგენტოს ელექტრონული აუქციონების სისტემის www.eauсtion.ge-ს   საშუალებით გამოცხადებული აუქციონი.

ე) ინტერნეტმაღაზია - სააგენტოს  ელექტრონული სავაჭრო ობიექტი, სადაც ვაჭრობა წარმოებს ვებგვერდის www.eauсtion.ge-ს   მეშვეობით.

ვ) პირობები - წინამდებარე პირობები, რომელსაც მომხმარებელი ეთანხმება ელექტრონული ფორმით.

ზ) კანონმდებლობა - საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები,  საქართველოს  საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

თ) ქონება - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც განიკარგება/ სარგებლობაში/მართვის უფლებით გაიცემა სააგენტოს მიერ ელექტრონული აუქციონის ან ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით.

ი) ვებგვერდი - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauсtion.ge.

კ) ბე - ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ  სააგენტოს  მიერ მითითებულ ანგარიშზე გადასახდელი თანხა; ბეს გადახდას უთანაბრდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხის გაყინვა (დაბლოკვა).

ლ)  უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია - აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ  წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

მ) ვებგვერდი www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა - სერვისების ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც  მომხმარებელი/აუქციონში  გამარჯვებული პირი წარადგენს/იხდის უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიას/ბეს, ასევე, ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს (გარდა ეტაპობრივად გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისა) წინამდებარე პირობებით განსაზღვრული მეთოდებით. 

რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების შემძენი (გარდა მოძრავი ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, რომლის ქონებაშიც სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაში – საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები („სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირების გარდა), ხოლო მოძრავი ქონების შემძენი შეიძლება იყოს ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო ან მუნიციპალიტეტი. აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების სარგებლობაში მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი. აუქციონის ფორმით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების და წილების მართვის უფლებით მიმღები შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული პირი ან სხვა სუბიექტი.

2. ფიზიკური პირის რეგისტრაციის ეტაპები:

პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, შესაბამის სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში ავსებს შემდეგ ველებს: „პირადი ნომერი“, „გვარი“, „სახელი“, ,,დაბადების თარიღი“, „ფაქტიური მისამართი“, „მობილური ტელეფონის ნომერი“, „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, ,,მომხმარებლის სახელი“ და „პაროლი“, რის შემდეგაც ფიზიკური პირი ეცნობა პირობებს და ეთანხმება მათ ელექტრონულად. 

ფიზიკური პირი, ვებგვერდზე შეტყობინების სახით მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, ხსნის შესაბამის ვებგვერდის ბმულს და ავსებს მომხმარებლის აქტივაციისათვის საჭირო ველებს. საქართველოს მოქალაქის  თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული პირადი მონაცემების იდენტიფიცირების მიზნით, ხორციელდება მათი გადამოწმება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება აქტიური სისტემაში.

3. იურიდიული პირის რეგისტრაციის ეტაპები:

იურიდიული პირი შესაბამის სარეგისტრაციო ელექტრონულ ფორმაში უთითებს საიდენტიფიკაციო ნომერს, რის შემდეგაც სისტემის მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან ინფორმაციის გადამოწმება. მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში, ხდება „სამართლებრივი ფორმის“,  „დასახელების“ და „იურიდიული მისამართის“ ველების ავტომატური შევსება. იურიდიული პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ელექტრონული ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის სახელი“, „პაროლი“, „უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი“, „ელექტრონული ფოსტის მისამართი“, „მობილური ტელეფონის ნომერი“ და „საბანკო რეკვიზიტები“, რის შემდეგაც პირი ეცნობა პირობებს და ეთანხმება მათ ელექტრონულად. 

იურიდიული პირი, ვებგვერდზე შეტყობინების სახით მიღებული ინსტრუქციის მიხედვით, ხსნის შესაბამის ვებგვერდის ბმულს და ავსებს მომხმარებლის აქტივაციისათვის საჭირო ველებს. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ხდება აქტიური სისტემაში.

ავტორიზაცია 

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში მომხმარებლის სახელის, პაროლის და უსაფრთხოების ერთჯერადი კოდის შეყვანის გზით, რომელიც იგზავნება მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერსა და ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

აუქციონში მონაწილეობის მიღება 

1. ავტორიზაციის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიიღოს სახელმწიფო ქონება. 

2. აუქციონის გზით სახელმწიფო ქონების შეძენის/სარგებლობაში/მართვის უფლებით გადაცემის პირობები რეგულირდება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესით, ხოლო სახელმწიფო ქონების მართვის უფლებით გადაცემის პირობები დამატებით, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციებისა და წილების პრივატიზების ცალკეული ფორმების განსაზღვრისა და სხვა სუბიექტებისათვის მათი მართვის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №1-1/1596 ბრძანებით დამტკიცებული წესით. მომხმარებელი მზადაა აუქციონში მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული წესებით განსაზღვრული ყველა პირობის დაცვით და გათვალისწინებით.

3. სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო/სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადახდისა და შესაბამისი ხელშეკრულების დადების, ასევე, მოძრავი ქონების გატანის ვადების შესახებ ინფორმაცია მომხმარებელს შეუძლია იხილოს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში აუქციონის ჩატარების შესახებ.

4. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს აუქციონში, ბე უნდა გადაიხადოს ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია (მათ შორის, ელექტრონული) წარადგინოს/გაააქტიუროს თითოეული ლოტისთვის ცალცალკე. 

5. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ქონებას და სურვილის შემთხვევაში გადააქვს „ამორჩეულ ლოტებში“. აღნიშნულ ქონებაზე აუქციონის გვერდის გახსნის შემდგომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა მიიღოს აუქციონში მონაწილეობა. აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას). 

6. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით. 

7. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა შესაბამისი ქონების მოცემულ ფასად შეძენის/სარგებლობაში/მართვის უფლებით მიღების თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ქონების ფასს. 

8. აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ქონებაზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდა პირობებით - მომხმარებელი, რომელიც დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს, ასევე, აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია  დააკმაყოფილოს  აუქციონის პირობები. 

9. აუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე. 

10. აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა აუქციონში გამარჯვებულ პირებს და აუქციონის სხვა მონაწილეებს მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას აუქციონის შედეგების შესახებ. 

ბეს/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის დაბრუნების/შესაბამის ბიუჯეტში გადარიცხვის პირობები

1. აუქციონში დამარცხებულ მონაწილეს და აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია დაუბრუნდება აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

2. სახელმწიფო ქონების პრივატიზების/რეალიზაციის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში  გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/გადახდილი ბეს თანხა ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში შემდეგ შემთხვევებში:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში სრულად არ გადაიხადა ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური (თუ აუქციონის პირობა მხოლოდ საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა იყო);

ბ) დადგენილ ვადაში არ გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება;

გ) აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების უზრუნველსაყოფად წარსადგენი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია;

დ) აუქციონში გამარჯვებული პირი დადგენილ ვადაში არ უზრუნველყოფს მოძრავი ქონების გატანას;

ე) აუქციონში გამარჯვებულმა პირმა დაარღვია აუქციონში მონაწილეობის „სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონით და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებული პირობები;

ვ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების მიზნით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში, თუ:

ვ.ა) აუქციონში გამარჯვებული პირი არ შეიძლება წარმოადგენდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შემძენს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის №1-1/172 ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად;

ვ.ბ) აუქციონში გამარჯვებულმა კერძო სამართლის იურიდიულმა პირმა სააგენტოს დადგენილ ვადაში არ წარუდგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა დგინდებოდეს აუქციონში გამარჯვებული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ი, ხოლო თუკი აუქციონში გამარჯვებული კერძო სამართლის იურიდიული პირის პარტნიორ(ებ)ი არის/არიან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი – ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც უნდა დგინდებოდეს ყოველი შემდეგი პარტნიორი იურიდიული პირის დომინანტი პარტნიორ(ებ)ი.

მხარეთა უფლებამოსილებები 

1. სააგენტო უფლებამოსილია: 

ა) შეცვალოს აუქციონში მონაწილეობის მიღების წესი, ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს;

ბ) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზის გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან სააგენტოს; 

გ) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის ვებგვერდზე ავტორიზაცია, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი არასწორად მოქმედებს; 

დ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები. 

2. მომხმარებელი უფლებამოსილია:

ა) მოძრავი ქონების პრივატიზების/რეალიზაციის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, მოძრავი ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მომხმარებელი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პირობებს; 

ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს ვებგვერდზე რეგისტრაციისას მითითებული თავისი პირადი მონაცემები, გარდა მომხმარებლის სახელისა. 

ვებგვერდი www.eauction.ge-ს ერთიანი ანგარიშსწორების სისტემა 

1. ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბეს გადახდა და აუქციონის გზით შეძენილი ქონების საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასურის (გარდა ეტაპობრივად გადასახდელი საპრივატიზებო საფასურისა) გადახდა შესაძლებელია სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით, კერძოდ:

ა) საბანკო დაწესებულების მეშვეობით ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდის მეთოდი (“ბილინგი”);

ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდი;

გ) eMoney  ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;

დ) ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი („ინტერნეტ ბანკინგი“).

2. ელექტრონული აუქციონების სისტემა www.eauction.ge-ზე აუქციონში მონაწილეობის მისაღებად უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა შესაძლებელია  ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურების მეთოდით.


3. საბანკო დაწესებულების მეშვეობით ნაღდი ანგარიშსწორების ფორმით გადახდის მეთოდი („ბილინგი“): 

ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ნაღდი ფულით გადახდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ან ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით, რის შედეგადაც თანხა ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონების სისტემაში. სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გადასახდელი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1500 ლარს.

ბ) გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა სს „ლიბერთი ბანკში“ უნდა წარადგინოს, ხოლო ამავე ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გადახდისას შეიყვანოს ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები და აუქციონის განაცხადის ნომერი.

გ) ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება სააგენტოს სატრანზიტო ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა გადახდილი თანხის ვებგვერდზე ასახვა. 

დ) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემა შესაბამისი სერვისის მეშვეობით აცნობებს სს ,,ლიბერთი ბანკს“ იმ აუქციონის შედეგებს, რომელზეც გადახდა სს ,,ლიბერთი ბანკის“ საგადახდო  სისტემით იყო განხორციელებული: 

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური ავტომატურად გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე; 

აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, ბე უბრუნდება შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე.  იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს პირად მონაცემებში დამატებული არ აქვს საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი, შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკიდან“ ბეს თანხის ნაღდი ფულის სახით გატანა, მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობისა და შესაბამისი აუქციონის განაცხადის ნომრის წარდგენის საფუძველზე .

ე) აღნიშნული გადახდის ფორმით სარგებლობის საკომისიოს განსაზღვრავს სს „ლიბერთი ბანკი“. 

4.  საბანკო პლასტიკური  ბარათით  გადახდის მეთოდი:

ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის ელექტრონული გადახდის ფორმა. 

ბ) საბანკო პლასტიკური ბარათით გადახდის მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი გადადის შესაბამის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

გ) ბეს გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად მოიპოვებს შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლებას, ხოლო ბეს თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

დ) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემის მიერ შესაბამისი სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგები ეცნობება ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური ავტომატურად ჩამოიჭრება მომხმარებლის ანგარიშიდან და გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე;

აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, ბეს თანხა ავტომატურად განებლოკება.

ე) ელექტრონული გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელს საბარათე ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს ბე/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასური და ბანკის საკომისიო, რომელიც მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

ვ) მითითებული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში. აუქციონში დამარცხების, ასევე სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

5. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი:

ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა  eMoney  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

ბ) www.eauction.ge-ს სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney-ს ანგარიშის გახსნას ვებგვერდზე უკვე არსებული და  ახლად დარეგისტრირებული ყოველი მომხმარებლისათვის.

გ) eMoney-ს გადახდის სისტემის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი გადადის eMoney-ს საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

დ) ბეს გადახდის ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს კონკრეტულ აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლებას, ხოლო ბეს თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney-ს ანგარიშზე.

ე) მას შემდეგ, რაც www.eauction.ge-ს სისტემა შესაბამისი სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ს სისტემას იმ აუქციონის შედეგებს, რომელზეც გადახდა eMoney-ს საგადახდო სისტემით იყო  განხორციელებული: 

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური ავტომატურად გადაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე eMoney-ს მიერ დაწესებული ვადებში;

აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, ბეს თანხა ავტომატურად განებლოკება.

ვ) eMoney ელექტრონული საფულით გადახდის შემთხვევაში, მოხმარებელს შესაბამის ანგარიშზე უნდა გააჩნდეს თანხა იმ ოდენობით, რომ დაიფაროს ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური  და  საკომისიო  eMoney-ს მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად. 

6.  ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი („ინტერნეტ  ბანკინგი“):

ა) მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ბეს/საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის („ინტერნეტ ბანკინგის“) გამოყენებით. 

ბ) აღნიშნული მეთოდით თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, რეკომენდებულია ბეს თანხის გადარიცხვა განხორციელდეს აუქციონის დასრულებამდე, ხოლო საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასურის გადარიცხვა განხორციელდეს თანხის გადახდის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა), რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა. 

გ) გადარიცხვა ხორციელდება შემდგენაირად: ლოტზე არსებული ჩანართიდან "დანიშნულება" წარმოდგენილი ჩანაწერი სრული სიზუსტით უნდა მოინიშნოს და იმავე სიზუსტით ჩაიწეროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

დ) შესაბამისი აუქციონის დასრულების შემდეგ, წარმოდგენილი მეთოდით გადახდილი თანხები გადაირიცხება შემდეგნაირად: 

აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ გადახდილი ბე/საპრივატიზებო/ სარეალიზაციო საფასური ავტომატურად გადაირიცხება  სააგენტოს ანგარიშზე;

აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, ბე უბრუნდება შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირს პირად მონაცემებში დამატებული არ აქვს საკუთარი საბანკო ანგარიშის ნომერი, შესაძლებელია სს „ლიბერთი ბანკიდან“ ბეს თანხის ნაღდი ფულის სახით  გატანა, მომხმარებლის მიერ პირადობის მოწმობისა და შესაბამისი აუქციონის განაცხადის ნომრის წარდგენის საფუძველზე. 

7. ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურების მეთოდი

ა) ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც მითითებულია ელექტრონული საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა. 

ბ) მომხმარებელი, აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საბანკო გარანტიის გაცემის თაობაზე,  მიმართავს შესაბამის დაწესებულებას. ელექტრონული საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ვებგვერდზე ირჩევს ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურებას და აწვება ღილაკს "აქტივაცია". მომხმარებელი ავსებს შესაბამის ველებს, კერძოდ, შეყავს გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგისტრაციის ნომერი და PIN კოდი. ინფორმაციის ვალიდურობის შემთხვევაში, მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს აუქციონში მონაწილეობის მიღებას. ელექტრონული საბანკო გარანტიის პრინციპალს უნდა წარმოადგენდეს ვებვერდზე რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელსაც სურს შესაბამის აუქციონში მონაწილეობის მიღება.

გ) მას შემდეგ, რაც დასრულდება აუქციონი, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად გააქტიურებული იქნა ელექტრონული საბანკო გარანტია, აუქციონში დამარცხებულ მომხმარებელს, ასევე აუქციონში რეგისტრირებულ პირს, რომელმაც მონაწილეობა არ მიიღო სააუქციონო ვაჭრობაში, დაუბრუნდება (განიბლოკება) ელექტრონული საბანკო გარანტია. 

ინტერნეტმაღაზია 

1. ინტერნეტმაღაზიის მომსახურებით სარგებლობისთვის მომხმარებელმა საჭიროა გაიაროს ავტორიზაცია. 

2. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომელსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

3. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ, მომხმარებლის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე. 

4. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურს.

5. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ვაჭრობისას ქონების საპრივატიზებო/სარეალიზაციო საფასურის გადახდა ხორციელდება ვებგვერდიდან საბანკო პლასტიკური ბარათით. 

6. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენისას, ქონების გატანა ხორციელდება სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. თუ მყიდველი დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, იგი კარგავს უფლებას ქონებაზე და მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს  სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.

www.eauction.ge-ს   მობილური აპლიკაციით სარგებლობის წესი და პირობები 

1. www.eauction.ge-ს მობილური ვერსიით -  მობილური აპლიკაციის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ქონების შეძენა/სარგებლობის/მართვის უფლებით მიღება აუქციონის გზით, ასევე ქონების შეძენა ინტერნეტმაღაზიის საშუალებით.

2. www.eauction.ge-ს  მობილური აპლიკაციით, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მობილური ტელეფონის მეშვეობით გამოიყენოს ვებგვერდის  ძირითადი მოდულები: რეგისტრაცია, ავტორიზაცია, გადახდები, ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება.

3.  მომხმარებლის მიერ  www.eauction.ge-ს მობილური აპლიკაციით სარგებლობის დროს, სააგენტო არ იღებს პასუხისმგებლობას მომხმარებლის მობილური ტელეფონის გაუმართაობის ან ინტერნეტის წყვეტის გამო  გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.

კონფიდენციალურობა 

1. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადახვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს. 

2. მომხმარებელი პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

დამატებითი პირობები 

1. ისეთი სახეობის ქონების შეძენის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში  უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით. 

2. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონზე შეძენილი ქონების გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე. 

3. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა შეასრულოს შეძენილ ნებისმიერ ქონებასთან დაკავშირებით,  სახელმწიფოს წინაშე  წარმოშობილი შესაძლო საგადასახადო  ან/და სხვა სახის ვალდებულებები.

4. სააგენტო არ აგებს პასუხს ვებგვერდზე შესვლისას და შესაბამისი ქმედებების განხორციელებისას მომხმარებლის მიერ გამოყენებული ტექნიკური მოწყობილობის გაუმართაობის/მუშოაბის შეფერხების და ინტერნეტის წყვეტის გამო გამოწვეულ შესაძლო შედეგებზე.

5. მომხმარებლისათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება ვებგვერდზე  მის პირად მონაცემებში მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.