>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქირავდება ქალაქ თბილისში, დასახლება ქვ. ალექსეევკა, რკ. სადგური "ველი"-ს მიმდებარედ არსებული 1470 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შ/ნ N1, N2 და N3

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 1JOG232424   
აუქციონის #: 1
ლოტის #: 2324
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
18/11/2024 17:00 - 25/11/2024 17:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
60 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 530 e
ვაჭრობის ბიჯი: 20 e
საგარანტიო თანხა: 550 e
ტელეფონი: 2226533
თვისებები
განმკარგავი: შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“
გათბობააივანი
ლოჯიTV
ცხელი წყალიკვადრატულობა(მ²)1470
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
ბრძანების ნომერითანხმობა N15/30746მიწის ფართობი(მ²)1470
საკადასტრო კოდი01.19.31.008.021Rs რუკის მხარდაჭერა
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დასახლება ქვ. ალექსეევკა, რკ. სადგური "ველი"-ს მიმდებარედშენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობასარემონტოსათავსო
გადახდის ბოლო ვადა02.12.2024ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელიტელეფონის ნომერი2226533
აღწერილობა
აღწერილობა

აუქციონის დასრულებამდე ქონების დათვალიერება შესაძლებელია შპს ,,აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიასთან" შეთანხმებით; 

აღნიშნულ ლოტზე ვაჭრობის განსახორციელებლად საჭიროა საგარანტიო თანხის გადახდა 550,00 (ხუთასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

 დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 598 773 723 ; +995 32 222 65 33;


 

მოკლე აღწერილობა

ქირავდება ქალაქ თბილისში, დასახლება ქვ. ალექსეევკა, რკ. სადგური "ველი"-ს მიმდებარედ არსებული 1470 კვ.. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და / N1, N2 და N3 (/N01.19.31.008.021).

იჯარის ვადა განისაზღვრება 3 (სამი) წლის ვადით.

საწყისი საიჯარო (ყოველთვიურიღირებულება შეადგენს - 530,00 (ხუთასოცდაათი ლარს, ბიჯი  20,00 (ოცი) ლარი, საგარანტიო თანხა ბე  550,00 (ხუთასორმოცდაათი) ლარი.

 

პირობა

 

1) ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა საგარანტიო თანხის შეტანა ანგარიშზე, www.eauction.ge- წესების შესაბამისად და შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიის“ მიერ დადგენილი ოდენობით;

2)საგარანტიო(ბე)-   სახით გადახდილი თანხა მიემართება პირველი თვის საიჯარო  ქირის ანგარიშშიიმ შემთხვევაშითუ საგარანტიო თანხა (ბესაკმარისი არ იქნება  პირველი თვის საიჯარო ქირის დასაფარადაუქციონში გამარჯვებული პირი  ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 (შვიდისაბანკო დღის ვადაში დაფაროს დარჩენილი საიჯარო ქირის ნაწილი;

3) ელ-აუქციონში მონაწილეობის მსურველ პირს უფლება აქვსსამუშაო საათებში დაათვალიეროს გასაიჯარებელი ფართი მესაკუთრესთან შეთანხმებით (ინფორმირებით);

4) ელაუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულიააუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7(შვიდისაბანკო დღის ვადაში გააფორმოს იჯარის ხელშეკრულებაწინააღმდეგ შემთხვევაშიაუქციონის შედეგები უქმდებახოლო გადახდილი საგარანტიო თანხა (ბეუკან აღარ ბრუნდება;

  1. საიჯარო ხელშეკრულებით დადგინდება ყოველთვიური საიჯარო ქირის გადახდის თარიღირომელიც იქნება მიმდინარე თვის საიჯარო ქირათუ გადახდის თარიღი აღემატება ყოველი თვის 5 რიცხვსსაიჯარო ქირა ჩაითვლება მომდევნო თვის გადასახდელადასეთ შემთხვევაშიპირველი თვის საიჯარო ქირის გადახდისასგადახდის დღემდე წარმოქმნილი სხვაობა უნდა დაფაროს აუქციონში გამარჯვებულმა პირმა საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებამდე;

    6) მეიჯარე უფლებამოსილია ყოველწლიურად გადახედოს საიჯარო ქირის ოდენობა;

  1. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადებირომლის გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება იჯარის ხელშეკრულებით

    8) აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულიაიჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდემეიჯარეს მიაწოდოს ინფორმაცია (პირის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემებიიმ პირთა შესახებვინც მასთან ერთად ისარგებლებსან შესაძლოა ისარგებლოს იჯარით აღებულ უძრავ ქონებაშიამასთან უნდა განაცხადოსრომ ვინც მასთან ერთად აპირებს სარგებლობასარ გააჩნია საიჯარო ფართის მესაკუთრის მიმართ დავალიანება;

    9) კომპანია არ გააფორმებს ხელშეკრულებას და დაუბრუნებს გადახდილ საგარანტიო თანხას აუქციონში გამარჯვებულ პირსრომელსაც აქვს დავალიანება კომპანიის მიმართ და არ დაფარავს აღნიშნულ დავალიანებას აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი საბანკო დღის ვადაში;

    10) აუქციონში გამარჯვებულ პირთან  საიჯარო ხელშეკრულება არ გაფორმდებათუ:

    აუქციონში გამარჯვებულ პირს უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება;

    აუქციონში გამარჯვებული პირის ოჯახის წევრს უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება (წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის ოჯახის წევრად იგულისხმება აუქციონში გამარჯვებულ პირთან  მუდმივად მცხოვრები ნებისიერი პირირომელიც მასთან ერთად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას);

    აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირი სამართლებრივად დაკავშირებულია პირთანრომელსაც უძრავი ქონების მესაკუთრის მიმართ გააჩნია დავალიანება (ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის აუქციონში გამარჯვებულ იურიდიულ პირთან სამართლებრივად დაკავშირებულ პირად ითვლება ის პირირომელიც თვითონან მისი ოჯახის რომელიმე წევრი რაიმე ფორმით ახორციელებს ხელმძღვანელობითან წარმომადგენლობით საქმიანობას ამ იურიდიულ პირში (უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით), თვითონ ან/და მისი ოჯახის წევრი ფლობს ამ იურიდიული პირის წილებსაქციებსპაისან ამ იურიდიულ პირში არის კომანდიტიკომპლიმენტარიმეპაიე); 

    ზემოხსენებულ შემთხვევებშიაუქციონში გამარჯვებულ პირთან შესაძლებელია გაფორმდეს საიჯარო ხელშეკრულებამხოლოდ იმ შემთხვევაშითუ აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი საბანკო დღის ვადაში დაფარული იქნება დავალიანება.

  1. მეიჯარეს უფლება აქვსუარი უთხრას მოიჯარეს ქონების ქვეიჯარით გადაცემაზეთუ ქვემოიჯარე წარმოადგენს მეიჯარისთვის არასასურველ პირსან გაიჯარებული უძრავი ქონება ზედმეტად გადაიტვირთაან თუ სხვა მიზეზების გამო მეიჯარისთვის მიუღებელია ქვეიჯარით გაცემა;

    12) უძრავი ქონების მესაკუთრეს უფლება აქვს  ნებისმიერ დროსდაუყოვნებლივცალმხრივად მოშალოს საიჯარო ხელშეკრულებათუ:

    ადგილი ექნება საიჯარო ქონებით ისეთი პირის მიერ სარგებლობასვისაც კომპანიის მიმართ პირადად გააჩნია დავალიანებაან არსებობს ამ პირობების მე-10 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ნებისმიერი გარემოება.

    მოიჯარის“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისან არაჯეროვნად შესრულების გამო;

    )  საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;

    13) იჯარის ხელშეკრულების ვადამდე მოშლა დასაშვები იქნება სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტოს“, ან მისი უფლებამონაცვლის მიერ აღნიშნული ქონების საწარმოს კაპიტალიდან ამოღებისან მესაკუთრის მიერ მოშლის თაობაზე ცალმხრივი ნების გამოვლენის შემთხვევაშიიჯარის ხელშეკრულებისდასახელებული საფუძვლით მოშლის ვადა უნდა განისაზღვროს მოშლის თაობაზე შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუმეტეს ორი თვის ოდენობით;

    14) მოიჯარისან მასთან დაკავშირებული პირის მიერსაიჯარო ფართით სარგებლობის პერიოდშისარგებლობით გამოწვეული დაზიანებებისა თუ ხარვეზების აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მოიჯარეს.

    15)„კოვიდ19ის   შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მოიჯარე ვალდებულიაეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისასგაითვალისწინოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები  და გამოიყენოს ყველა შესაძლო ღონისძიება კორონავირუსის თავიდან ასაცილებლადწინააღმდეგ შემთხვევაში პასუხისმგებლობა მთლიანად დაეკისრება მოიჯარე მხარეს“.უძრავი ქონება გამოყენებული არ უნდა იქნას სოციალური შეკრებისთვის.

    16) უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციასთან დაკავშირებით  და სხვა ხარჯებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიღებს აუქციონში გამარჯვებული პირი/მყიდველი. 

    17) კომპანიას უფლება აქვს უარი თქვას იჯარის ხელშეკრულების გაფორმებაზე, იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული პირი რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროს სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მოვალეთა რეესტრში ან/და კომპანიის მიმართ გააჩნია გადაუხდელი ფულადი ვალდებულება.

 



გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე. 

წესები და პირობები (საჯარო ხელშეკრულება)

ხელშეკრულება

ზოგადი ნაწილი

 

- წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ შპსაქტივების მართვისა და განვითარების კომპანია“ (შემდგომში - საწარმო) და ნებისმიერი პირი (შემდგომში- მონაწილე), რომელიც დარეგისტრირდება ვებგვერდზე www.eauction.ge-ზე (შემდგომში - ვებგვერდი), საწარმოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიზნით.

 

- ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიზნით ვებ-გვერდზე განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე ხელის დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ხელშეკრულებას.

- ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონში) მონაწილეობის გზით საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს მიერ ვებგვერდზე გამოცხადებული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს ხელშეკრულების პირობებს.

- ვებგვერდის გამოყენებამდე და ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღებამდე), გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს. რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ განაცხადეთ თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების თქვენზე გავრცელებაზე.

  ელექტრონული აუქციონის ფორმით  საწარმოს ქონების შემძენი შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ამ პირთა გაერთიანება, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შემთხვევაშისაქართველოს მოქალაქეები ან საქართველოში რეგისტრირებული კერძო სამართლის იურიდიული პირები.

 

მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი

წინამდებარე ხელშეკრულება, ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების (შესაბამისი ველების შევსების) შედეგად, აძლევს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობას:

- საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს მიერ ინტერნეტ-აუქციონზე გამოცხადებული ქონება.


მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები

1. ვებგვერდზე რეგისტრაცია და ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. საწარმოს ქონებაზე საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლების მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეალიზაციის შემთხვევაშისაქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული- შესყიდვის უფლების მქონე პირი).

 

2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „პირადი ნომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარისდასახელისველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერ, ავტომატურად ხდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც ფიზიკური

პირის მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: მონაწილესსახელი,“ „პაროლი,“

ელექტრონული ფოსტის მისამართიდამობილური ტელეფონის ნომერი.“

3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის,“ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისდადასახელებისველებს, რის შემდეგაც სისტემის მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან (მეწარმეთა და არასამეწარმეო

(არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრთან) ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების

უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც იურიდიული პირის მიერ

ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის დასახელება,“ „პაროლი,“

ელექტრონული ფოსტის მისამართიდამობილური ტელეფონის ნომერი“. აღნიშნულის შემდგომ

მონაწილედადასტურების ელემენტისმეშვეობით ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებას.

4. რეგისტრაციის დასკვნით ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის

ნომერზე სისტემა აგზავნის აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის ბმულს. აღნიშნული ბმულის მონაწილეს მიერ ბრაუზერში გახსნის და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.

მუხლი 3. ავტორიზაცია

ვებგვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის

ფორმაშიმომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) დაპაროლისშეყვანის გზით.

მუხლი 4. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ავტორიზაციის შემდგომ, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტ-აუქციონის გზით შეიძინოს,

სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.

2. საწარმოს მიერ დადგენილი საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა, რომელის წარმოდგენაც

შესაძლებელია განხორციელდეს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის

(ელექტრონულად გააქტიურების) ან/და ბეს გადახდის გზით.

3. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში, უპირობო და

გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა წარმოადგინოს/გაააქტიუროს ან/და ბე უნდა გადაიხადოს

თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.

4. ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით, ისე საბანკო

დაწესებულების მეშვეობით, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია შესაძლებელია

წარმოდგენილი იყოს, როგორც მატერიალური სახით, ასევე ვებგვერდზე გააქტიურების გზით.

5. ინტერნეტ-აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის

შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად

უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

6. აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ლოტის გვერდზე გაეცნოს ინფორმაციას

ინტერნეტ-აუქციონის მიმდინარეობის (ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის, მათ მიერ

გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება

შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

7. მონაწილეს მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიღების თაობაზე. ფასის დადება

შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომიფასის დადებაზრდის ლოტის ფასს.

8. ინტერნეტ-აუქციონში იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ინტერნეტ-აუქციონის დასრულებამდე

ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ ინტერნეტ-

აუქციონი გამოცხადდა პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და

ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

9. ინტერნეტ-აუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერფასის დადებამოხდა ინტერნეტ-აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, ინტერნეტ-აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

10. ინტერნეტ-აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მონაწილეს ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

11. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს, მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება ანგარიშსწორებისას.

12. ინტერნეტ-აუქციონში დამარცხებულს უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე, დაუბრუნდება ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

13. ინტერნეტ-აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებული მონაწილეს მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება საწარმოს ანგარიშზე, თუ:

) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საფასური;

) დაარღვია ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

მუხლი 5. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები

1. საწარმოს ქონების სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემა:

) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის დღიდან, ერთი თვის ვადაში, საწარმოსა და ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება საწარმოს ქონების სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ლოტის საინფორმაციო ველში.

) საწარმოს ქონების სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემის დროს, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ პირს ქონება გადაეცემა განსაზღვრული ვადით, საზღაურის სანაცვლოდ.

2. საწარმოს ქონებაზე საკუთრების უფლებს გადაცემა

) ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში საწარმოსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულა ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ლოტის საინფორმაციო ველში.

) ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის საფასურის გადახდის) წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში.

) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციას დაქვემდებარებული მოძრავი ნივთის შემთხვევაში, მყიდველს საკუთრების უფლება გადაეცემა ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე, ხოლო იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.

3. საწარმოს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება ითვლება შესრულებულად ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეზე ქონების განკარგულებაში გადაცემისა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების მომენტიდან.

4. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მონაწილე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.

მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

1. საწარმო უფლებამოსილია:

) შეცვალოს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის წესი ან პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე.

) შეწყვიტოს ინტერნეტ-აუქციონი ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან თვითონ საწარმოს;

) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

) საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

2. საწარმო ვალდებულია:

) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ ქონების საკუთრების/სარგებლობის/მართვის უფლებით შემძენს, შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საკუთრებაში/სარგებლობაში/მართვაში გადასცეს ქონება;

) საწარმოს მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შემთხვევაში, მონაწილეს მისი განცხადების საფუძველზე დაუბრუნოს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღება.

) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

3. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია:

) გააკეთოს არჩევანი და ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღების გზით საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება;

) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები;

) მიიღოს ინტერნეტ-აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ საწარმოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი ინფორმაცია.

4. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე ვალდებულია:

) დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;

) საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში აანაზღაუროს შეძენილი/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება;

) საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს შეძენილი მოძრავი ქონების გატანა, მისი განთავსების ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი);

) ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მისი პირობების დაცვა;

5. მონაწილეს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში.

მუხლი 7. ანგარიშსწორება

1) მონაწილეს მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე საბანკო დაწესებულებაში. ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა, ასევე უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონულის) წარდგენა შესაძლებელია შესაბამისი ვებგვერდის ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის მეშვეობით.

2) მომხმარებელი, საბანკო დაწესებულების მეშვეობით (ვებგვერდის ერთიანი ანგარიშსწორების სერვისით სარგებლობისას) თანხის გადახდის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებაში წარადგენს

ლოტის განაცხადის ნომერს და ინტერნეტ-აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).

3) საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

4) ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის გვერდზე ჩნდება შესაბამისი შეტყობინება.

5) თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.

მუხლი 8. კონფიდენციალურობა

1. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.

2. აკრძალულია ხელშეკრულების მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება, რაც ექვემდებარება პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

4. მომხმარებელი ვალდებულია არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა შეცვალოს.

მუხლი 9. მოქმედი კანონმდებლობა

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.

2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს.

მუხლი 10. დამატებითი პირობები

1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ათვლა ხორციელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.

2. ისეთი სახეობის ქონებაზე საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლების შეძენის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ სამსახურში, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯით (მათ შორის გადასახადები, მოსაკრებლები, სანოტარო ხარჯი და სხვა) უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.

3. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ-აუქციონზე შეძენილი ქონების გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.

4. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილესათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება წერილობით ან მის ელექტრონულ მისამართზე და/ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.