დასახელება: CAYENE HYBRID
რეიტინგი: |
(0
ადამიანი)
|
---|---|
განაცხადის #: | 002SEC2323124 |
აუქციონის #: | 002 |
ლოტის #: | 23231 |
საქმის ნომერი |
CC509CM |
შტრიხკოდი |
WP1ZZZ9YZKDA49004 |
დარჩენილი დრო |
|
დაწყება/დასრულება |
02/12/2024 14:40 - 06/12/2024 12:00 |
ლოტის სტატუსი |
მიმდინარე |
ნახვა: |
201 ჯერ |
მიმდინარე ფასი: | 0 e |
თქვენი ფასი: | e |
ბიჯი: |
დადება
|
|
|
ფასის ისტორია: | 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა |
---|---|
საწყისი ფასი: | 220000.00 e |
ვაჭრობის ბიჯი: | 1000.00 e |
საგარანტიო თანხა: | 5000.00 e |
ტელეფონი: | 591402303 |
თვისებები | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
განმკარგავი: სს „საქართველოს ბანკი“ | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
აღწერილობა | ||||||
|
ელექტრონული გადახდა
წესები და
პირობები
- წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს
წარმოადგენენ სს “საქართველოს ბანკი” (შემდგომში - საწარმო) და ნებისმიერი პირი
(შემდგომში- მონაწილე), რომელიც დარეგისტრირებულია ვებ-გვერდზე www.eauction.ge (შემდგომში - ვებ-გვერდი) და
სურს მონაწილეობის მიღება საწარმოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ-აუქციონში.
- ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონში) მონაწილეობის გზით საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს მიერ ვებ-გვერდზე გამოცხადებული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.
მუხლი 1.
ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდზე
შესაბამისი ინფორმაციის განთავსების
შედეგად, აძლევს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობას:
- საკუთრების უფლებით მიიღოს საწარმოს მიერ ინტერნეტ-აუქციონზე გამოცხადებული ქონება.
მუხლი 4.
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. ავტორიზაციის შემდგომ, მონაწილეს
შესაძლებლობა აქვს ინტერნეტ-აუქციონის გზით შეიძინოს, ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.
2. საწარმოს მიერ დადგენილი საგარანტიო
თანხის გადახდა სავალდებულოა.
3. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა
მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში, საგარანტიო თანხა უნდა გადაიხადოს თითოეულ ლოტზე
ცალ-ცალკე.
4. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია
როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების
მეშვეობით.
5. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს
კონკრეტულ ლოტს საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის
გვერდი და მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტ-აუქციონის მსვლელობის
პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია
დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა
ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
6. აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობა აქვს
კონკრეტული ლოტის გვერდზე გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტ-აუქციონის მიმდინარეობის
(ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის
და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის
გათვალისწინებით.
7. მონაწილეს მიერ ფასის დადება განიხილება,
როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად საკუთრების, მიღების თაობაზე.
ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით.
ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის
ლოტის ფასს.
8. ინტერნეტ-აუქციონში იმარჯვებს ის
მონაწილე, რომელიც ინტერნეტ-აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს
ლოტზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო
თუ ინტერნეტ-აუქციონი გამოცხადდა პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ
პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
9. ინტერნეტ-აუქციონი ცხადდება დასრულებულად
ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა
ინტერნეტ-აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში,
ინტერნეტ-აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის
დასრულებამდე.
10. ინტერნეტ-აუქციონის დასრულების შემდგომ
სისტემა გამარჯვებული მონაწილეს ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე
აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.
11. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს, მის
მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება ანგარიშსწორებისას.
12. ინტერნეტ-აუქციონში დამარცხებულს
საგარანტიო თანხა დაუბრუნდება ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7
კალენდარული დღის ვადაში.
13. ინტერნეტ-აუქციონის შედეგები უქმდება და
გამარჯვებული მონაწილეს მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხა სრულად ირიცხება
საწარმოს ანგარიშზე, თუ:
ა) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე
გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;
ბ)
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა საწარმოს მიერ განსაზღვრულ
ვადაში სრულად არ გადაიხადა საფასური;
გ) დაარღვია ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის
ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.
მუხლი 5. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულთან
გარიგების გაფორმების წესი და პირობები
1.
საწარმოს
ქონებაზე საკუთრების უფლებს გადაცემა
ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის
დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა უნდა გადაიხადოს როგორც
ქონების საფასური, ასევე გააფორმოს მიღება ჩაბარების აქტი ან/და ნასყიდობის
ხელშეკრულება (იმ პირობების გათვალისწინებით რომლთა შინაარსიც გამოქვეყნებულია
ვებგვერდზე) და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა განთავსების ადგილიდან. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში,
ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების
შეძენაზე და გადახდილი ბე (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა) უკან
არ უბრუნდება.
ბ) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულზე
საკუთრების უფლება იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება
გადადის ხელშეკრულებაზე საფასურის სრულად გადახდისას.
2. საწარმოს მიერ ქონების გადაცემის
ვალდებულება ითვლება შესრულებულად ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეზე
ქონების განკარგულებაში გადაცემისა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების
მომენტიდან.
3. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს უფლება
აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით
მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მონაწილე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას,
ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას
და ხარისხს.
მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება
1. საწარმო უფლებამოსილია:
ა) შეწყვიტოს ინტერნეტ-აუქციონი ტექნიკური
პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების
განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს
ვებ-გვერდს ან თვითონ საწარმოს;
ბ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება
მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი
ზომები.
გ) საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით
დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების
შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. საწარმო
ვალდებულია:
ა) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ ქონების
საკუთრების უფლებით შემძენს, შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საკუთრებაში
გადასცეს ქონება;
ბ) დაიცვას
ხელშეკრულების პირობები.
3. ინტერნეტ-აუქციონში
მონაწილე უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და ინტერნეტ-აუქციონში
მონაწილეობის მიღების გზით საკუთრების უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება;
ბ)
ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები;
გ) მიიღოს
ინტერნეტ-აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ საწარმოს ხელთ არსებული,
კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია.
4.
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე ვალდებულია:
ა) დაიცვას
წინამდებარე ხელშეკრულების წესები და პირობები;
ბ)
საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში აანაზღაუროს შეძენილი ქონების ღირებულება;
გ)
საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს შეძენილი მოძრავი ქონების გატანა, მისი
განთავსების ადგილიდან, იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული
დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მყიდველს ჩამოერთმევა უფლება ქონებაზე და ის
ხელახლა გავა აუქციონზე.
დ)
ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი
ხელშეკრულების გაფორმება და მისი
პირობების დაცვა;
5.
მონაწილეს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში.
მუხლი 7.
ანგარიშსწორება
ელექტრონული აუქციონების
სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა
ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:
1) ნაღდი
ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი);
2)
საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი;
3) eMoney
ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;
4)
ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი
5) ლიბერთი
ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით.
ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში,
გადახდის გვერდზე ჩნდება შესაბამისი შეტყობინება.
მუხლი 8.
კონფიდენციალურობა