>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: IVECO

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 002SEC23232424   
აუქციონის #: 002
ლოტის #: 232324
საქმის ნომერი
QH347QH
შტრიხკოდი
ZCFC3583105854343
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
02/12/2024 16:50 - 06/12/2024 12:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
88 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 7000 e
ვაჭრობის ბიჯი: 100.00 e
საგარანტიო თანხა: 500.00 e
ტელეფონი: 591402303
თვისებები
განმკარგავი: სს „საქართველოს ბანკი“
ქალაქითბილისიქვეყანასაქართველო
გამოშვების წელი2010გადაცემათა კოლოფის ტიპიმექანიკა
საწვავის ტიპიდიზელიქუჩა(დასახელება/ნომერი)ვაშლიჯვარი, სარაჯიშვილის 13-15-17
განბაჟებულიმარჯვენა საჭე
კონდიციონერიტყავის სალონი
ნავიგაციასავარძლების გათბობა
მწარმოებელისხვა მწარმოებელიტურბო
ABSელექტრო შუშები
კლიმატკონტროლიდისკები
ლუქიბორტკომპიუტერი
სიგნალიზაციაპარკინგკონტროლი
ცენტრალური საკეტიჰიდრავლიკა
წამყვანი თვლებიუკანასაქმის ნომერიQH347QH
შტრიხ კოდიZCFC3583105854343გადახდის ბოლო ვადა16.12.2024
გარბენი კმ/მილიკილომეტრიტელეფონის ნომერი591402303
აღწერილობა
აღწერილობა

ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებული პირი, ვალდებულია: 

აუქციონის დასრულებიდის შემდეგ გამყიდველთან შეთანხმებით, აუქციონით განსაზღვრულ ვადაში, გადაიხადოს როგორც ქონების სრული  საფასური, ასევე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილი ქონების გატანა მისი განთავსების ადგილიდან.

 


მოკლე აღწერილობა
მუშა მდგომარეობა დაუდგენელია
პირობა

ყურადღება! ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილ ქონებას არ მოყვება გარანტია.

ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი ქონების დათვალიერება შესაძლებელია, წინაწარი შეთანხმებით, მითითებულ ნომერზე, სამუშაო დღეებში 10:00 დან 17:00 მდე. გამყიდველი იტოვებს უფლებას, აუქციონის შედეგების მიუხედავად, არ განახორციელოს ქონების გაყიდვა აუქციონში გამარჯვებულზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რა დროსაც, გამარჯვებულს სრულად დაუბრუნდება ბეს თანხა და აუნაზრაურდება ბეს გადახდისას გაწეული ხარჯი (აუქციონის მოსაკრებელი) ასეთის არსებობის შემთხვევაში.



 ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ:


გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი (არსებობის შემთხვევაში).


 

 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).
 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

 

-  წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სს “საქართველოს ბანკი” (შემდგომში - საწარმო) და ნებისმიერი პირი (შემდგომში- მონაწილე), რომელიც დარეგისტრირებულია ვებ-გვერდზე   www.eauction.ge (შემდგომში - ვებ-გვერდი) და სურს მონაწილეობის მიღება საწარმოს მიერ გამოცხადებულ ინტერნეტ-აუქციონში.

- ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ელექტრონულ აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონში) მონაწილეობის გზით საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს  მიერ ვებ-გვერდზე გამოცხადებული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს.

    მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი


    წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსების  შედეგად, აძლევს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობას:

     - საკუთრების უფლებით მიიღოს საწარმოს მიერ ინტერნეტ-აუქციონზე გამოცხადებული ქონება.

    მუხლი 4. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის პირობები


    1. ავტორიზაციის შემდგომ, მონაწილეს შესაძლებლობა აქვს ინტერნეტ-აუქციონის გზით შეიძინოს,  ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.

    2. საწარმოს მიერ დადგენილი საგარანტიო თანხის გადახდა სავალდებულოა.

    3. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში, საგარანტიო თანხა უნდა გადაიხადოს თითოეულ ლოტზე ცალ-ცალკე.

    4. საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

    5. ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტ-აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა  (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

    6. აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობა აქვს კონკრეტული ლოტის გვერდზე გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტ-აუქციონის მიმდინარეობის (ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეთა რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

    7. მონაწილეს მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად საკუთრების, მიღების თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“  ზრდის ლოტის ფასს.

    8. ინტერნეტ-აუქციონში იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ინტერნეტ-აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი  ფასის დადებას, ხოლო თუ ინტერნეტ-აუქციონი გამოცხადდა პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

    9. ინტერნეტ-აუქციონი ცხადდება დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა ინტერნეტ-აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, ინტერნეტ-აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

    10. ინტერნეტ-აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მონაწილეს ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

    11. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს, მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება ანგარიშსწორებისას.

    12. ინტერნეტ-აუქციონში დამარცხებულს საგარანტიო თანხა დაუბრუნდება ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

    13. ინტერნეტ-აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებული მონაწილეს მიერ წარმოდგენილი საგარანტიო თანხა სრულად ირიცხება საწარმოს ანგარიშზე, თუ:

    ა) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

    ბ)  ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საფასური;

    გ) დაარღვია ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები.

    მუხლი 5. ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები

 

1.      საწარმოს ქონებაზე საკუთრების უფლებს გადაცემა

 

ა) ინტერნეტაუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღისა უნდა გადაიხადოს როგორც ქონების საფასური, ასევე გააფორმოს მიღება ჩაბარების აქტი ან/და ნასყიდობის ხელშეკრულება (იმ პირობების გათვალისწინებით რომლთა შინაარსიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე) და საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს შეძენილი  ქონების გატანა განთავსების ადგილიდან.  აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული კარგავს ყოველგვარ უფლებას აღნიშნული ქონების შეძენაზე და გადახდილი ბე (უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა) უკან არ უბრუნდება.

    ბ) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულზე საკუთრების უფლება იმ მოძრავ ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება გადადის ხელშეკრულებაზე საფასურის სრულად გადახდისას.

    2. საწარმოს მიერ ქონების გადაცემის ვალდებულება ითვლება შესრულებულად ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეზე ქონების განკარგულებაში გადაცემისა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების მომენტიდან.

    3. ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მონაწილე არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.

    მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება

    1. საწარმო უფლებამოსილია:

    ა) შეწყვიტოს ინტერნეტ-აუქციონი ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ საწარმოს;

    ბ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

    გ) საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

    2. საწარმო ვალდებულია:

 

    ა) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ ქონების საკუთრების უფლებით შემძენს, შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად საკუთრებაში გადასცეს ქონება;

    ბ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

     3. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე უფლებამოსილია:

    ა) გააკეთოს არჩევანი და ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღების გზით საკუთრების უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება;

    ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები;

    გ) მიიღოს ინტერნეტ-აუქციონზე გამოტანილი ქონების შესახებ საწარმოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული, ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია. 

    4. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე ვალდებულია:

    ა) დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების წესები და პირობები;

    ბ) საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში აანაზღაუროს შეძენილი ქონების ღირებულება;

    გ) საწარმოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყოს შეძენილი მოძრავი ქონების გატანა, მისი განთავსების ადგილიდან, იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მყიდველს ჩამოერთმევა უფლება ქონებაზე და ის ხელახლა გავა აუქციონზე.

    დ) ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება და მისი  პირობების დაცვა;

    5. მონაწილეს არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში.

 

    მუხლი 7. ანგარიშსწორება

    ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი);

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი;

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი;

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)   ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეშვეობით.

ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, გადახდის გვერდზე ჩნდება შესაბამისი შეტყობინება.

 

    მუხლი 8. კონფიდენციალურობა

    1. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე პასუხს აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.