>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის, თხილნარის სატყეოში მდებარე 1 (ერთი) ერთეული 54 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ №22.30..02.838) საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის ელექტრონული აუქციონის ფორმით ტყითსარგებლობაში 10 (ათი) წლის ვადით გაცემის შესახებ

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 40733DJU103961924   
აუქციონის #: 40733
ლოტის #: 1039619
საქმის ნომერი
1381-09
რაოდენობა
54 კვადრატული მეტრი
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
06/12/2024 18:00 - 16/12/2024 18:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
69 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 1400 e
ვაჭრობის ბიჯი: 100.00 e
საგარანტიო თანხა: 280 e
საბანკო გარანტიის მინ. ვადა: 27.01.2025
ტელეფონი: 551001684
თვისებები
განმკარგავი: სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო
ქალაქიხელვაჩაურიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის,თხილნარის სატყეოს კვარტალი №7-ის ლიტერ 4-ში მდებარე 1 (ერთი) ერთეულ 54 კვ.მ. მიწის ნაკვეთზერაოდენობა54
საქმის ნომერი1381-09ბრძანების ნომერი98
გადახდის ბოლო ვადა26.12.2024საბანკო გარანტიის დღეების რაოდენობა40
შეფასების თანხა1400სარგებლობაში გადაცემის ვადა10
ზომის ერთეულიკვადრატული მეტრიტელეფონის ნომერი551001684
აღწერილობა
აღწერილობა

          საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის  შესახებ N221 დადგენილების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის ,,’’ ქვეპუნქტის, მე-12, 33-36-, 78-79-, 82-88- მუხლების  საფუძველზე, აჭარის / ტერიტორიაზე სახელმწიფო ტყის ფართობი მდებარე: ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის,თხილნარის სატყეოს კვარტალი №7-ის ლიტერ 4-ში მდებარე 1 (ერთი) ერთეული 54 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №22.30.02.838) გაიცეს იჯარით ელექტრონული აუქციონის ფორმით 10 (ათი) წლის ვადით, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი (კერძოდ: სასეირნო ბილიკების მოწმობამოპირკეთება) მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისათვის.(იჯარა)

          საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის  შესახებ N221 დადგენილების  მიხედვით:

1.ტყითმოსარგებლემ ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის საქმიანობა წარმართოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ნებართვების მიღების შემდეგ;

2.ტყითმოსარგებლე ვალდებულია საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით აუქციონის გამარჯვებიდან ერთი წლის ვადაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში წარმოადგინოს ტყითსარგებლობის გეგმა 2021 წლის 18 მაისის ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე N221 დადგენილების შესაბამისად;

3. დაუშვებელია საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნით ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის განხორციელება ტყითსარგებლობის გეგმის სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ამ პირობის დარღვევის შემთხვევაში სსიპ აჭარის სატყეო სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას;

4. ტყითმოსარგებლის დაინტერესების შემთხვევაში სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით რეკრეაციული ტყითსარგებლობის მიზნებისთვის დასაშვებია ტყის მერქნული რესურსების ჭრის უფლების მინიჭება არაუმეტეს 1 ჰექტარზე 40 მ3 ოდენობით; მოჭრილი მერქნული რესურსი მიღებაჩაბარების აქტით უნდა გადაეცეს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს;

5. სააგენტო ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით, ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში;

 

ხელვაჩურის სატყეო ადმინისტრაციის 2023 წლის 25 მაისის №09/882 წერილით შესწავლილია და ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაცია თანახმაა გაიცეს აღნიშნულ ნაკვეთზე სახელმწიფო ტყის ტერიტორიით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებით სარგებლობის უფლების 10 (ათი) წლის ვადით, აღნიშნულ ტერიტორიაზე ხე-მცენარეები არ იჭრება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.03.2024 წლის №5/16161 წერილით გვეცნობა, რომ იმ შემთხვევაში თუ სსიპ - აჭარის სატყეო სააგენტოს მიზანშეწონილად მიაჩნია წერილებში გათვალისწინებული საქმიანობისათვის, სახელმწიფო ტყის ფონდში რიცხული მიწის ნაკვეთი (ს/კ:22.30.02.838) გაიცეს სარგებლობის უფლებით, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, არ არის წინააღმდეგი, წერილებში დასმული საკითხი განხორციელდეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2024 წლის 12 აპრილის №01-01-10/3367 წერილით გვაცნობა, რომ არ გააჩნია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები და თანახმა გაიცეს ტყითსარგებლობა მიწის ნაკვეთზე (ს/კ 22.30.02.838).

 

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2024 წლის 30 სექტემბერს გვაცნობა M R D I - R D N 2-03/14465 წერილით, რომ აღნიშნული საკითხი სცილდება მის კომპეტენციას.

 

საფუძველი: მოქალაქე ბესიკ აბდულიშის (პ/ნ.61006068371) 07.04.2023 წლის №545/09 განცხადება; სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 21.03.2024 წლის №5/16161 წერილი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 12.07.2024 წლის №01-01-10/3367 წერილი; საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 30.09.2024 წლის MRDI – RDN 2-03/14465 წერილი; სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ტყის მართვის სამსახურის უფროსის 30.09.2024 წლის N1381-09 მოხსენებითი ბარათი; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.11.2024 წლის N008204124 ექსპერტის დასკვნა.

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

მოკლე აღწერილობა

ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციის,თხილნარის სატყეოს კვარტალი №7-ის ლიტერ 4-ში მდებარე 1 (ერთი) ერთეული 54 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ №22.30.02.838) გაიცეს იჯარით ელექტრონული აუქციონის ფორმით 10 (ათი) წლის ვადით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:  ბათუმიფრიდონ ხალვაშის გამზირი N 51 სსიპ"აჭარის სატყეო სააგენტო"

საკონტაქტო ტელეფონი

თეონავასაძე551 001684

პირობა

ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად საბოლოო დაფიქსირებული თანხა წარმოადგენს ერთი წლის იჯარის თანხას.

 

აუქციონში გამარჯვებულად ცხადდება პირი, რომელიც გამოცხადებული პირობების გათვალისწინებით ვაჭრობის პროცესში ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.

 

ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადასახდელი ბე განისაზღვროს 280 (ორას ოთხმოცი ლარი ) ლარის ოდენობით;

 

ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

)  მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

) გამარჯვებული კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

) აუქციონში გამარჯვებული პირი არ გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.

 

ტყის სპეციალურ სარგებლობაში გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულმა სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე (მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიშის N740397019 მ/ბ სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22) უნდა ჩარიცხოს ის ფულადი თანხა (ბე-ს გამოკლებით), რომელიც შეესატყვისება თავის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო/შეთავაზებულ ფასს;

აუქციონზე დასახელებული საბოლოო/შეთავაზებული ფასის (ბე-ს გამოკლებით), გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სააგენტოში წარდგენის შემდეგ 30 კალენდარული დღის ვადაში აუქციონში გამარჯვებულთან ფორმდება ტყითსარგებლობის ხელშეკრულება;

ტყის სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული მეორე და შემდგომი წლების ტყითსარგებლობის წლიურ საფასურს (აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო ფასი) იხდის ყოველი მომდევნო წლის დადგომამდე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში;

ანგარიშსწორების წესის დარღვევის შემთხვევაში დამრღვევი ვალდებულია, დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ანგარიშზე;

ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესები და პრინციპები, წინამდებარე წესით დადგენილი თავისებურებების გათვალისწინებით. ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების პრინციპები ასევე ეფუძნება საქართველოს სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობის წესებსა და პრინციპებს;

 ტყით სპეციალური მოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცვლილების ასახვას შესაბამის დოკუმენტაციაში. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

 თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი წესით, გადაიხადესბეან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილიბეან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია სრულად ირიცხება განმკარგავის ბიუჯეტში.

 

        ელექტრონულაუქციონშიგამარჯვებულიპირი, შემდგომში,,ტყითმოსარგებლევალდებულია:

 

) გამოიყენოს ქონება მხოლოდ სპეციალური მიზნით, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი (კერძოდ: სასეირნო ბილიკების მოწმობა/მოპირკეთება) დანიშნულებით ტყითსარგებლობისათვის.

 

)  ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 (ოცდაათი კალენდარული) დღის ვადაში  ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციასთან გააფორმოს მითითებული სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიის მიღება-ჩაბარების აქტი.

 

) ტყითსარგებლობა განახორციელოს მხოლოდ სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა დაბიოწარმოების შესახებსაქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 ივლისის №198 დადგენილების მოთხოვნათა დაცვით. ასევე, იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც არ აზიანებს აღმონაცენ-მოზარდს, არ იწვევს მერქნიანი მცენარეების დაზიანებასა და ეროზიულ მოვლენებს.

 

) ხელშეკრულების ვადის დასრულებისთანავე აღნიშნული ტერიტორია მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადასცეს სააგენტოს.

 

)  უზრუნველყოს ქონების მოვლა-პატრონობა და დაცვა, არ გადასცეს ქონება სხვა პირს

 

) დაიცვას ხანძარსაწინააღმდეგო წესები, გამართულ მდგომარეობაში ქონდეს ხანძართან ბრძოლის პირველადი საშუალებები, ხოლო ხანძრის შემთხვევაში მიიღოს ყველა ზომა მის სალიკვიდაციოდ.

 

) თავისი საქმიანობით ხელი არ შეუშალოს ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებულ სატყეო-სამეურნეო ღონისძიებებს.

 

) ქონება არ გამოიყენოს ისეთი მიზნებისათვის, რომელიც ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული.

 

) სააგენტოს მოთხოვნის მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს ინფორმაცია, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების თაობაზე.

 

) ტყითსარგებლობისას, სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, არ გამოიყენოს საქმიანობის ის ფორმები და მეთოდები, რომლებიც უკავშირდება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას (ტერიტორიის ან ჰაერის დაბინძურება, ხე-ტყის უკონტროლო და სააგენტოსთან შეუთანხმებელი, უნებართვო მოჭრა, საკუთარი ინიციატივით ახალი მისასვლელი გზების გაყვანა, არსებული საგზაო კომუნიკაციების  თვითნებური აღდგენა და .).

 

) აანაზღაუროს თავისი არამართლზომიერი, ბრალეული ქმედებით ქონებაზე მიყენებული ზიანი.

 

)სამუშაოების წარმოებისას, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენის შემთხვევაში, ტყითმოსარგებლე ვალდებულია,  იმოქმედოსკულტურული მემკვიდრეობის შესახებსაქართველოს კანონის მე-10 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

) ტყით სპეციალური მოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის უფლება გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცვლილების ასახვას შესაბამის დოკუმენტაციაში. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას (საჭიროების შემთხვევაში) უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლე.

 

)საქმიანობა აწარმოოს საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის ტყითსარგებლობის წესის  შესახებ N221 დადგენილების   მოთხოვნების დაცვით.

 

              სააგენტოსუფლება-მოვალეობანი

1. სააგენტოუფლებამოსილია:

) განახორციელოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი, მათ შორის გადაცემული ქონების ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყენებაზე. კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში ტყითმოსარგებლის მიერ საქმიანობის ანგარიშის სააგენტოში წარმოდგენით. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინონ ერთმანეთს იმ პირობებისა თუ მოვლენების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა შეაფერხონ ან ეჭვქვეშ დააყენონ მათი ვალდებულების განხორციელება.

)  აღკვეთოს ტყითმოსარგებლის ყველა არამართლზომიერი ან ამ ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამო ქმედება;

) მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების დაცვა;

) უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს სატყეო ტერიტორიიდან ტყითმოსარგებლის კუთვნილი ქონების დემონტაჟი-გატანა, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუ  ტყითმოსარგებლე არაჯეროვნად ასრულებს მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს ან/და უხეშად და ბრალეულად არღვევს ხელშეკრულების პირობებს ან/და განზრახ, დაუდევრობით ან გულგრილობით აზიანებს გადაცემულ ქონებას, ან ქმნის  ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას, ასევე ბრალეულად არღვევს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს.

) ტყის მართვის ორგანოს უფლება აქვს გააგრძელოს ტყით სპეციალური სარგებლობის ვადა, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების საერთო ვადის (არაუმეტეს 49 წლისა) ფარგლებში.

 2. სააგენტოუფლებამოსილია, ცალმხრივადვადამდე  მოშალოსხელშეკრულება, თუტყითმოსარგებლე:

) დანიშნულებისამებრ არ იყენებს ქონებას ან/და არღვევს ხელშეკრულებით    განსაზღვრულ პირობებს;

) განზრახ, დაუდევრობით ან გულგრილობით აზიანებს გადაცემულ ქონებას, ან ქმნის  ასეთი დაზიანების რეალურ საშიშროებას;

) თუ გახდა გადახდისუუნარო, ან მის მიმართ დაიწყო გაკოტრების პროცედურების განხორციელება;

) იმ შემთხვევაში, თუ ტყითმოსარგებლეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭრბებს ტყით სპეციალური ტყითსარგებლობისათვის ერთი წლის საფასურის 50%-.

) იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს მიერ ან/და ტყის მართვის ორგანოს მიერ იგეგმება სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიებები.

) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

   3.ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების შეწყვეტამდე 5 (ხუთი) დღით ადრე მაინც, ამასთნ უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.

   4.სააგენტოს მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების შემთხვევაში, სააგენტო ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას, რის შედეგადაც ტყითმოსარგებლეს დაეკისრება შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა (არსებობის შემთხვევაში).

  5.სააგენტო  ტყითსარგებლობის შეწყვეტის ან მისი ვადის გასვლის შემდგომ უფლებამოსილია დაიტოვოს და საკუთარ ბალანსზე უსასყიდლოდ აიყვანოს ტყითმოსარგებლის მიერ ტყითსარგებლობის ფარგლებში აშენებული მუდმივი (კაპიტალური) შენობა-ნაგებობები თავისი შესაბამისი ინფრასტრუქტურით (ელექტრო და წყალგაყვანილობის ჩათვლით), მათი  შემდგომი სარგებლობის/განკარგვის მიზნით. ან მოსთხოვოს ტყითმოსარგებლეს ტყითსარგებლობის შეწყვეტის, ან მისი ვადის გასვლის შემდგომ  ტყითსარგებლობაში გადაცემული ტერიტორია საკუთარი ხარჯებით მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში

  6.სააგენტოვალდებულია:

) ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში ხელი შეუწყოს ტყითმოსარგებლესა და ხელვაჩაურის სატყეო ადმინისტრაციას შორის სახელმწიფო ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების შესაბამისი აქტების გაფორმებას.

) ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაიცვას ხელშეკრულების პირობები.

 

აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.