>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს "ემ თი ეი"

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 47517EIA105323825   
აუქციონის #: 47517
ლოტის #: 1053238
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
07/02/2025 18:00 - 12/02/2025 12:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
99 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 2200 e
ვაჭრობის ბიჯი: 270.00 e
საგარანტიო თანხა: 5000.00 e
ტელეფონი: 555332244
თვისებები
განმკარგავი: შპს ემ თი ეი
სართული1ლოჯი
TVცხელი წყალი
გათბობაკვადრატულობა(მ²)100.00
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
აივანიბრძანების ნომერი15/2163
საკადასტრო კოდი64.30.04.751Rs რუკის მხარდაჭერა
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
ქვეყანასაქართველოქალაქიბორჯომი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)დაბა ბაკურიანი, "დიდველი"შენობის პროექტიარასტანდარტული
შენობის მდგომარეობაძველი გარემონტებულისათავსო
გადახდის ბოლო ვადა24.02.2025ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
შეფასების თანხა2200სარგებლობაში გადაცემის ვადა2024-2025 წლის ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონი
ტელეფონის ნომერი555332244
აღწერილობა
აღწერილობა
ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420
პირობა

აუქციონზე გასატანი უძრავი ქონების საიჯარო ვადა განისაზღვრება 2024-2025 წლის მხოლოდ ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზოით. კომპანიის მართვაში არსებულ სპორტულ-რეკრეაციულ არეალებში ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონების გახსნისა და დახურვის ზუსტი პერიოდი და თარიღები განისაზღვრება კომპანიის მიერ.

 

მოიჯარეს არ შეიძლება ჰქონდეს პრეტენზია და მას არ წარმოეშობა არანაირი მოთხოვნის უფლება კომპანიის მიერ განსაზღვრულ ზამთრის სამთო-სათხილამურო სეზონების ვადის ხანგრძლივობასთან ან/და მის პერიოდთან დაკავშირებით, მათ შორის იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზით ვერ მოხდება სეზონის გახსნა;

 

-         აუქციონზე გასატანი ქონების 2024-2025 წლის  ზამთრის სეზონის ყოველთვიური საიჯარო ქირის საწყისი ოდენობა განისაზღვრება 2 200 ლარის ოდენობით ;

 

-         ბიჯის თანხა განისაზღვრება 270 ლარის ოდენობით;

 

-         საგარანტიო/ბეს თანხა განისაზღვრება 5 000 ლარის ოდენობით;

 

აღნიშნული საგარანტიო თანხა მოიჯარეს ჩაეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას. ამასთან, ეს თანხა გამოიყენება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად;

 

-         მოიჯარე ქირას გადაიხდის საიჯარო ვადის პროპორციულად. ამასთან, საიჯარო ვადის გასვლისას, საბოლოო ანგარიშწორებისას გათვალისწინებული იქნება უამინდობის მიზეზით გაჩერებული საბაგიროს გამო მოცდენილი დღეები, რომელიც არ ჩაითვლება საიჯარო ვადაში და ამ დღეებზე ქირა არ გადაიხდევინება;

 

-         კომპანიის (შპს „ემ თი ეი“) ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემული ქონების გაყიდვის შემთხვევაში კომპანიის/ქონების შემძენი უფლებამოსილია შეწყვიტოს აუქციონის ფარგლებში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, რაც ხელშეკრულების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა. ამ შემთხვევაში, მოიჯარის მიერ ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება;

 

აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია:

1.      საიჯარო ფართში მოაწყოს და აფუნქციონიროს მეიჯარესთან წინასწარ შეთანხმებული ვიზუალის მქონე თხილამურების გაქირავების ობიექტი და აღჭურვოს იგი სათანადო ინვენტარით, არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში;

2.      უსასყიდლოდ უზრუნველყოს შენობა-ნაგებობაში არსებული საპირფარეშოების მოვლა-პატრონობა, დალაგება-დასუფთავება, ნარჩენების/ნაგვის დროული გატანა და მათში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და პირობების დაცვა სისტემატურად;

3.      განახორციელოს იჯარით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა, გასწიოს საჭირო ხარჯები მის შენახვაზე და იზრუნოს ვიზუალური მხარის მოწესრიგებაზე;

4.      არ განახორციელოს არანაირი ცვლილება გადაცემული ქონების ინტერიერსა და ფასადზე კომპანიასთან წინასწარი შეთანხმების გარეშე და შეთანხმების შემთხვევაში თავად უზრუნველყოს უფლებამოსილი ორგანოებისგან/პირებისგან საჭირო ნებართვების მოპოვება;

5.      საიჯარო პერიოდის განმავლობაში საიჯარო ქონება შეინარჩუნოს მინიმუმ იმ მდგომარეობაში, როგორც იგი მას გადაეცა და არ დაუშვას მისი მდგომარეობის (ტექნიკური, ფუნქციური და ხარისხობრივი) გაუარესება. ამასთან, მან უნდა უზრუნველყოს საიჯარო ქონების დაცვა ნებისმიერი ზიანისაგან, ზარალისა და მოთხოვნისაგან, რომელიც კი შესაძლოა მომდინარეობდეს მისი დაქირავებული პერსონალის ან მისთვის გადაცემულ საიჯარო ქონებაზე მყოფი/მოსარგებლე სხვა ნებისმიერი პირის ქმედებისაგან (მოქმედება/უმოქმედობა), თუკი ამგვარი პრეტენზია არ გამომდინარეობს მისთვის საიჯარო ქონების გადაცემამდე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობიდან;

6.      საიჯარო ქონებაზე უზრუნველყოს ეკოლოგიური და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;

7.      გადაცემული ქონება გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით და საიჯარო საგნით სარგებლობის მიზნებიდან გამომდინარე მიიღოს/ჰქონდეს ყველა საჭირო თანხმობა/ნებართვა;

8.      მოახდინოს საიჯარო ქონების სისტემატიური დალაგება-დასუფთავება და ნარჩენების/ნაგვის დროული გატანა;

9.      არ ისარგებლებს ქონებით ისე, რომ გაზარდოს მისი დაზიანების რისკი;

10.  დაიცვას უსაფრთხოების ნორმები და იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ტერიტორიაზე ან/და მასთან დაკავშირებით მომხმარებლებმა ან სხვა ვიზიტორებმა, პერსონალმა მიიღეს რაიმე სახის ზიანი, ამის შესახებ აიღოს სრული პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

11.  საჭიროების შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 კვირის ვადაში კომუნალური გადასახადების გადახდის მიზნით დარეგისტრირდეს ქვეაბონენტად შესაბამის სამსახურებში და გადაიხადოს საიჯარო ქონების გადაცემის დღიდან წარმოშობილი ყველა სახის კომუნალური და მომსახურების გადასახადი (მათი არსებობის შემთხვევაში);

12.  მეიჯარის მოთხოვნისთავანე, მაგრამ არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში წარუდგინოს მას წერილობითი ინფორმაცია (ანგარიში) ხელშეკრულების პირობების/ვალდებულებების შესრულების შესახებ. ამასთან, მან ხელი უნდა შეუწყოს მეიჯარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე დოკუმენტალური და ვიზუალური ინსპექტირების განხორციელებაში;

13.  იჯარის ვადის გასვლის შემდგომ ქონება დაუბრუნოს მეიჯარეს პირვანდელ მდგომარეობაში გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს იჯარის ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში;

14.  მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება გონივრულ, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვის ვადაში;

15.  უზრუნველყოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის გადაიხადოს საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო ხარჯები და უზრუნველყოს უძრავ ნივთზე სარგებლობის უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია;

აუქციონში გამარჯვებულ პირს მეიჯარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე არ ექნება უფლება გადაცემული ქონება გასცეს სარგებლობის უფლებით, სხვაგვარად დატვირთოს ან განკარგოს.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.