|
პირობა | მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ იჯარით გაცემის შესახებ დადგენილი პირობები 1. იჯარის უფლება წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. 2. გამარჯვებული ხელშეკრულების გაფორმებამდე წინასწარ იხდის 1 თვის საიჯარო ქირას, ,,ბე“ ეთვლება ბოლო წლის საიჯარო ქირის გადასახადში. 3. შემდგომი წლების საიჯარო ქირა გადახდილ უნდა იქნეს ყოველ კვარტალში, არა უგვიანეს კვარტლის მეორე თვისა. გადახდის ვადა აითვლება ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. 4. საიჯარო ურთიერთობის განმავლობაში ეროვნული ვალუტის ინფლაციის შემთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია გაზარდოს საიჯარო ქირა შესაბამისი ოდენობით. ასევე ეკონომიკური პირობების ცვლილებების გათვალისწინებით, ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უძრავი ქონების ნორმატიული ფასის ცვლილების შემთხვევაში, საიჯარო ქირის გადახედვა ურთიერთობის მონაწილეების მიერ შესაძლებელია შეთანხმების საფუძველზე, ან მეიჯარე ამ პირობებით განსაზღვრული წესით ატყობინებს ქონების მიმღებს ახალ საიჯარო ქირის ოდენობას. წერილობითი შეტყობინებიდან ერთი თვის ვადაში შეთანხმების მიუღწევლობის და საიჯარო პირობებში ცვლილების გაუფორმებლობის შეთხვევაში, მეიჯარე უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს საიჯარო ურთიერთობა. 5. მოიჯარე ვალდებულია მეიჯარის პირველივე მოთხოვნისთანავე გაათავისუფლოს იჯარით გადაცემული ქონება 1 თვის ვადაში. 6. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარეს არ ათავისუფლებს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გადასახადისა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული სხვა გადასახდელებისაგან. 7. მეიჯარე ადასტურებს, რომ თანახმაა მოიჯარემ გამოიყენოს იჯარის საგანი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნით. გაუთვალისწინებელი მიზნით ქონების გამოყენებისას მოიჯარე ვალდებულია მიიღოს მეიჯარის წინასწარი თანხმობა. 8. იჯარის ვადის გასვლის შემდგომ მოიჯარე ვალდებულია ქონება დააბრუნოს და, მესაკუთრის მოთხოვნის შემთხვევაში, მოიყვანოს იგი პირვანდელ მდგომარეობაში. 9. მოიჯარე ვალდებულია, ხელშეკრულების ხელმოწერიდან 20 კალენდარული დღის ვადაში იჯარის უფლება დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში. 10. იჯარის უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებისთვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს მოიჯარე. 11. მეიჯარე უფლებამოსილია მოიჯარის ხარჯით თავად განახორციელოს იჯარის უფლების რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურები. 12. მოიჯარემ სარგებლობით გადაცემული ქონება არ უნდა გადასცეს სარგებლობის უფლებით (მათ შორის: გააქირაოს, ქვეიჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს) მესამე პირს მეიჯარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე. ამასთან, მოიჯარე პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე. 13. ქონების მიმღები ვალდებულია მისთვის გადაცემული ქონების გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, საიჯარო პირობები და მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მოთხოვნისთანავე, მეიჯარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, წარუდგინოს ინფორმაცია მეიჯარეს. | | | | | | | | | | | აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურდიულ პირებს, ან ამ პირთა გაერთიანებებს, რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. | აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება წარმოებს 2014 წლის 13 თებერვლიდან 2014 წლის 12 მარტის ჩათვლით, 10 საათიდან 18 საათამდე,(შაბათ კვირის გარდა) ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 10 საათიდან 13 საათამდე, აუქციონი გაიმართება 2014 წლის 12 მარტს 13 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართელობის შენობის მე-2 სართულზე, სააქტო დარბაზში. | აუქციოში მონაწილეობის მისაღბად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს განაცხადი, რომელიც მოიცავს შემდეგ დოკუმენტებს: | ა) ,,ბე"-ს შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს ანგარიშზე ს/ს ,,ლიბერთი ბანკი"-ს მარნეულის ფილიალი, ბანკის კოდი LBRTGE22, საინდენტიფიკაციო კოდი 234232149; ა/ნ GE11LB0120166049432004 (მიეთითოს გადასახადის დანიშნულება) | ბ) მონაწილის ბილეთის ფასი - 50 ლარის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი, რომელიც შეტანილ უნდა იქნეს ანგარიშზე ს/ს ,,ლიბერთი ბანკი"-ს მარნეულის ფილიალი, ბანკის კოდი LBRTGE22, საინდენტიფიკაციო კოდი 234232149; ა/ნ GE22LB0120166049432000 (მიეთითოს გადასახადის დანიშნულება) | გ) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში) | დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და მოქმედი ამონაწერები სამეწარმეო რეესტრიდან (იურდიული პირის შემთხვევაში) | ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; | აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყის ფასზე ,,ბიჯი"-ს დანამატით მიღებული თანხის) გადახდა. | დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართვეთ მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმართველობას მისამართზე ქ. მარნეული, რუშთაველის ქუჩა N73 ტელ. (0)357-22-23-23 | | | |