>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: იყიდება მიწის ნაკვეთი ბორჯომში ხილის წვენის გამართული წარმოებით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 126201SUL134063026   
აუქციონის #: 126201
ლოტის #: 1340630
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
19/10/2026 16:20 - 17/11/2026 17:00
ლოტის სტატუსი
მიმდინარე
ნახვა:
499 ჯერ
ლოტის სტატუსი
Live
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 4400000 e
ვაჭრობის ბიჯი: 5000 e
საგარანტიო თანხა: 5000 e
ტელეფონი: 599999958
თვისებები
განმკარგავი: შპს ბორჯომი პროდაქტ კომპანი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ზანავიქვეყანასაქართველო
ქალაქიბორჯომიმიწის ფართობი(მ²)6891
შენობის ფართობი(მ²)2176საკადასტრო კოდი64.22.03.192
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
გადახდის ბოლო ვადა17.12.2026ტელეფონის ნომერი599999958
აღწერილობა
აღწერილობა

ყურადღება! ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის გადახდა შესაძლებელია ვებ-გვერდიდან პლასტიკური ბარათით ან ელექტრონული საბანკო გარანტიის გამოყენებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან eauction.ge-ის ანგარიშსწორების სისტემის სერვისის გამოყენებით (სს "ლიბერთი ბანკის" ნებისმიერ ფილიალში). დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ,,ინფორმაცია გადახდებზე’’ ან დაგვიკავშირდით   სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1420

✔️ 10,023 კვ.მ მიწის ფართობი (1 ჰა)

✔️ ავსტრიული Voran Machinery-ის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზი

✔️ წარმადობა - 2000 კგ/სთ

✔️ განკუთვნილია თესლოვანი და კურკოვანი ხილისგან ნატურალური პასტერიზებული წვენისა და ხილფაფის წარმოებისთვის

✔️ მოქმედი საწარმო HACCP-ის სტანდარტით

✔️ ბიზნესს მოჰყვება საქპატენტში რეგისტრირებული ნატურალური წვენების ბრენდი „მოსვი“

✔️ სრულად მოწყობილი საწარმოო, სასაწყობე და დამხმარე ინფრასტრუქტურა

✔️ ყველა საჭირო კომუნიკაცია: წყალი, ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ინტერნეტი და ვიდეომეთვალყურეობა

✔️ ტერიტორიაზე განთავსებულია რამდენიმე დამატებითი შენობა-ნაგებობა, რაც ქმნის გაფართოების და დამატებითი კომერციული საქმიანობის განვითარების პოტენციალს

✔️ ლოკაცია ქმნის დამატებითი საინვესტიციო პროექტების განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის წყლის ჩამოსხმისა და სასმელების წარმოების მიმართულებით

საწარმო მზადაა დაუყოვნებლივი ოპერირებისთვის და წარმოადგენს საინტერესო შესაძლებლობას როგორც მოქმედი ბიზნესის გაფართოებისთვის, ისე ახალი ინვესტიციის განსახორციელებლად.

🎥 საწარმოო პროცესის ამსახველ მოკლე ვიდეოს მოწოდება შესაძლებელია, დაინტერესების შემთხვევაში.

📌 დამატებით, მფლობელის მიერ იყიდება კახეთში მდებარე სრულად მოწყობილი ვენახის მეურნეობა და სამარნე ინფრასტრუქტურა. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოწოდება.

ბიზნესის გასაყიდი ფასის შემადგენელი პარამეტრები:

მიწის ნაკვეთები

1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6891 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 64.22.03.192 (ბორჯომი, ზანავი) - 172000 აშშ დოლარი

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1126 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 64.22.03.020 (ბორჯომი, ზანავი) - 28000 აშშ დოლარი

3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1056 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 64.22.03.497 (ბორჯომი, ზანავი) - 8000 აშშ დოლარი

4. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 64.22.03.298 (ბორჯომი, ზანავი) - 5000 აშშ დოლარი

5. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 250 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს/კ 64.22.03.516 (ბორჯომი, ზანავი) - 2000 აშშ დოლარი

215000 აშშ დოლარი - ჯამი (მიწის ნაკვეთები)

შენობა-ნაგებობები

1. შენობა-ნაგებობა N 1 (მთლიანად გარემონტებული, კაპიტალურად გადახურული), ს/კ 64.22.03.192, 1453,2 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 436000 აშშ დოლარი

2. შენობა-ნაგებობა N 2 (გასარემონტებელი, გადასახური), ს/კ 64.22.03.192, 341,5 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 34000 აშშ დოლარი

3. შენობა-ნაგებობა N 3 (გასარემონტებელი, კაპიტალურად გადახურული), ს/კ 64.22.03.192, 279,7 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 56000 აშშ დოლარი

4. შენობა-ნაგებობა N 4 (მთლიანად გარემონტებული, კაპიტალურად გადახურული), ს/კ 64.22.03.192, 77,2 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 23000 აშშ დოლარი

5. შენობა-ნაგებობა N 5 (გასარემონტებელი, კაპიტალურად გადახურული), ს/კ 64.22.03.192, 16,0 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 2000 აშშ დოლარი

6. შენობა-ნაგებობა N 6 (გარემონტებული, კაპიტალურად გადახურული), ს/კ 64.22.03.192, 9,0 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 1000 აშშ დოლარი

7. საწყობი (გასარემონტებელი, გადასახური), ს/კ 64.22.03.020, 337,4 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 20000 აშშ დოლარი

8. საწყობი (ნახევრად დანგრეული), ს/კ 64.22.03.020, 154,0 კვ.მ (ბორჯომი, ზანავი) - 0 აშშ დოლარი

572000 აშშ დოლარი - ჯამი (შენობა-ნაგებობები)

კომუნიკაციები

წყლის ტრასა (დუბლირებული 2 მილით, 1100 გრძ. მ) და კანალიზაცია 16 ჭით, 8 კუბ.მ ბეტონის რეზერვუარით და გამწმენდი ნაგებობოთ (სეპტიკით) - 53000 აშშ დოლარი

ელექტროსისტემა - 14 000 აშშ დოლარი

ბუნებრივი აირის სისტემა - 4000 აშშ დოლარი

ინტერნეტი და ვიდეოსათვალთვალო სისტემა - 3000 აშშ დოლარი

74000 აშშ დოლარი - ჯამი (კომუნიკაციები)

სხვადასხვა, წარმოებისათვის საჭირო კაპიტალური დანახარჯები

ცხელი წყლისა და გათბობის სისტემა - 14000 აშშ დოლარი

ტერიტორიის შემოღობვა (ბეტონი და ღობის ბლოკი) - 26000 აშშ დოლარი

ტერიტორიის მთავარი და დამხმარე შესასვლელებისთვის ლითონის კონსტრუქციის კარებები - 3000 აშშ დოლარი

43000 აშშ დოლარი - ჯამი (სხვადასხვა)

აღჭურვილობა (დანადგარები, მოწყობილობები, აპარატურა)

1. თესლოვანი ხილის მიმღები და მიმწოდებელი  ჰიდრავლიკური ბუნკერ-ტრანსპორტიორი (საქართველო) - 4000 აშშ დოლარი

2. ევროყუთის (თესლოვანი ხილით) თვითმცლელი (ავსტრია) - 7500 აშშ დოლარი

3. თესლოვანი ხილის გამწმენდი და დამხარისხებელი დანადგარი (ავსტრია) - 13500 აშშ დოლარი

4. ლილვაკიანი მოძრავი ჯაგრისი (ავსტრია) - 1400 აშშ დოლარი

5. თესლოვანი ხილის სარეცხი და დამქუცმაცებელი მანქანა (ავსტრია) - 11300 აშშ დოლარი

6. კურკოვანი ხილის მიმწოდებელი ელევატორი (ავსტრია) - 6400 აშშ დოლარი

7. კურკის გამცლელი მანქანა (ავსტრია) - 8200 აშშ დოლარი

8. ხილის ღვედიანი საწნეხი მოწყობილობა (ავსტრია) - 53800 აშშ დოლარი

9. უჟანგავი ლითონის 4000 ლიტრიანი საკუპაჟე რეზერვუარი პერანგით და დამრევით (საქართველო) - 5800 აშშ დოლარი

10. ჰომოგენიზატორი (იტალია) - 26200 აშშ დოლარი

11. უჟანგავი ლითონის 1000 ლიტრიანი შაქრის სიროფის მოსამზადებელი რეზერვუარი პერანგით და დამრევით (საქართველო) - 3400 აშშ დოლარი

12. წვენის მილ-ეკრანული ფილტრი (ავსტრია) - 3300 აშშ დოლარი

13. უჟანგავი ლითონის წვენის შემკრები ავზი (ავსტრია) - 2400 აშშ დოლარი

14. უჟანგავი ლითონის 1100 ლიტრიანი წვენის შემკრები რეზერვუარი (ავსტრია), 2 ც. - 5600 აშშ დოლარი

15. პასტერიზატორი (ავსტრია) - 23800 აშშ დოლარი

16. უჟანგავი ფოლადის ჩამოსხმის წინა ბუფერული ჭურჭელი (ავსტრია) - 1600 აშშ დოლარი

17. „ბეგ-ინ-ბოქს“-ში ხილის წვენის ჩამომსხმელი მანქანა (ავსტრია) - 9700 აშშ დოლარი

18. ბოთლებში ხილის წვენის ჩამომსხმელი 6-პოზიციანი მანქანა (ავსტრია), 2 ც. - 4900 აშშ დოლარი

19. ექსენტრიკული ხრახნიანი ტუმბო (ავსტრია) - 4900 აშშ დოლარი

20. ხილის საცერების კომპლექტი, წვენის ჭარბი ნაკადის დამცველი მოწყობილობა, ტექნოლოგიური ხაზის შემაერთებელი კვანძები, სათადარიგო ნაწილები (ავსტრია) - 8400 აშშ დოლარი

21. ბოთლის წყლით გამომვლები მანქანა (ჩინეთი) - 8000 აშშ დოლარი

22. საცობის დამხუფი დანადგარი (ჩინეთი) - 4100 აშშ დოლარი

23. ეტიკეტის მიმკვრელი მოწყობილობა (ჩინეთი), 2 ც. - 2300 აშშ დოლარი

24. ტრანსპორტიორი (გერმანია, საქართველო), 2 ც. - 1200 აშშ დოლარი

25. ელექტროტვირთამწე (ბულგარეთი) - 19400 აშშ დოლარი

26. ხელის ჰიდრავლიკური ტვირთამწე (ბულგარეთი), 3 ც. - 1100 აშშ დოლარი

27. მოწყობილობების, დანადგარების და აპარატურის მონტაჟი და გაშვება-გამართვის სამუშაოები - 14000 აშშ დოლარი

256 000 აშშ დოლარი - ჯამი (მოწყობილობები, დანადგარები, აპარატურა)

სულ ჯამი: 1 160 000 აშშ დოლარი

მოკლე აღწერილობა

🏭 იყიდება მოქმედი ხილის ნატურალური წვენების საწარმო - მზა ბიზნესი ინვესტორისთვის!

📍 ბორჯომის რაიონი, სოფელი ზანავი - ბორჯომის ცენტრიდან 10 კმ-ში, ცენტრალური ტრასიდან მხოლოდ 100 მეტრში.

📞 საკონტაქტო / WhatsApp:

+995 599 99 99 58

შპს „ბორჯომი პროდაქტ კომპანი“

საინდენტიფიკაციო ნომერი 426114082

პირობა
აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, მიმართოთ განმკარგველ ორგანიზაციას.


ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.