1. აუქციონში მონაწილეობისთვის უფლებამოსილი პირი: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი. 2. გამარჯვებული ვალდებულია: ა) შპს „ფოთი თიზ კომუნალური მართვა თზკ“ (სნ 415081084) (შემდგომში - „თზკ“) მიმართვის შემთხვევაში, აუქციონის პირობების შესაბამისად გააფორმოს „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშის“ გახსნის და მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში სპეციალურად ამ მიზნით გახსნას „თზკ“- ს ახალი მიმდინარე ანგარიში - „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიში“ და შესაბამისი დოკუმენტაცია მიაწოდოს „თზკ“-ს. გ) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ არსებულ ნაშთს, ყოველდღიურად დაარიცხოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთზე მეტი საპროცენტო სარგებელი აუქციონის შედეგების შესაბამისად; დ) რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შეცვლილი განაკვეთის ასახვა მოახდინოს არაუგვიანეს განაკვეთის შეცვლიდან მომდევნო სამუშაო დღეს. ე) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშს“ არ დაარიცხოს მომსახურების საფასური; ვ) აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშიდან“ განხორციელებულ გადარიცხვებს როგორც სახელმწიფო ხაზინაში, ასევე სხვა ბანკში, არ დაარიცხოს მომსახურების საფასური; ზ) მიანიჭოს „თზკ“-ს აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ თანხის ჩარიცხვა/გადარიცხვაზე სრული შეუზღუდავი წვდომა; თ) მიანიჭოს „თზკ“-ს აუქციონის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ ინტერნეტბანკით/მობაილბანკით სრული წვდომა; ი) ყოველთვიურად, უზრუნველყოს მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გახსნილ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ დარიცხული საპროცენტო სარგებლის დარიცხვა და თვის დასრულებიდან, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა, წარმოადგინოს შესაბამისი ანგარიში დარიცხული და ჩარიცხული სარგებლის ოდენობის თაობაზე. 3.საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების განაკვეთით. ვინაიდან რეფინანსირების განაკვეთი ცვლადია და აუქციონი ცხადდება რეფინანსირების განაკვეთზე მეტ საპროცენტო სარგებელზე, აუქციონის საწყისი ფასის ველში მითითებულია - " 0 % " 4. აუქციონის ბიჯის სიდიდე განისაზღვრა 0.1 პროცენტული პუნქტის ოდენობით; 5. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრა 1000 (ათასი) ლარით. საბანკო გარანტიის დაბრუნება მოხდება აუქციონის შედეგების შესაბამისად, გამარჯვებულ ბანკთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში (საბანკო გარანტია უკან არ დაუბრუნდება იმ მონაწილეს, რომელიც გაიმარჯვებს აუქციონში და უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე). 6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ „თზკ“-ს მიერ ერთდროულად განთავსებული თანხა არ გადააჭარბებს 10 მლნ ლარს. 7. იმ შემთხვევაში, თუ „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშიდან“ ერთდროულად ხდება 1 მლნ ლარზე მეტის გადარიცხვა, „თზკ“- ს ერთი სამუშაო დღით ადრე შეატყობინებს ბანკს გადასარიცხი თანხის ოდენობას. 8. „მიმდინარე სადეპოზიტო ანგარიშზე“ თანხის განთავსების ვადად განსაზღვრულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვე. 9. მხარეებს უფლება აქვთ, ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად მოშალონ წინამდებარე ხელშეკრულება. ამის შესახებ ინიციატორმა მხარემ წერილობითი შეტყობინება უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს ხელშეკრულების მოშლამდე არანაკლებ 2 (ორი) კალენდარული თვით ადრე. 10. ამ დოკუმენტის მე-9 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, ბანკს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს ანგარიშზე არსებულ ნაშთზე დათვლილი ხელშეკრულებით გათვალიწინებული მიუღებელი საპროცენტო სარგებლის ოდენობით. 11. აუქციონში მონაწილე პირებისათვის საგარანტიო თანხების დაბრუნება/ჩამოჭრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, აუქციონში მონაწილემ უნდა მიმართოს განმკარგველ ორგანიზაციას. |