დასახელება: შპს "თბილისის #27 მოზრდილთა პოლიკლინიკის" წილის 100% და უძრავი ქონება. თბილისი, გლდანი–ნაძალადევი.
რეიტინგი: |
(0
ადამიანი)
|
---|---|
განაცხადის #: | 41292 |
აუქციონის #: | 46 |
ლოტის #: | 3 |
დარჩენილი დრო |
|
დაწყება/დასრულება |
15/08/2011 11:00 - 31/08/2011 12:00 |
ლოტის სტატუსი |
ჩაშლილი |
ნახვა: |
109 ჯერ |
მიმდინარე ფასი: | 0 e |
თქვენი ფასი: | e |
ბიჯი: |
დადება
|
ფასის ისტორია: | 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა |
---|---|
საწყისი ფასი: | 670000.00 e |
ვაჭრობის ბიჯი: | e |
საგარანტიო თანხა: | e |
თვისებები | ||||||||||
განმკარგავი: ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო | ||||||||||
|
აღწერილობა | ||||||
|
აუქციონში მონაწილეობის მიღება
აუქციონის გამოცხადების შემდეგ სააგენტოს ვებ გვერდზე გაიარეთ რეგისტრაცია და მონიშნეთ თქვენთვის საინტერესო ლოტი (იხილეთ ელექტრონული აუქციონის ვიდეო ინსტრუქცია);
გადაიხადეთ ბე-ს თანხა და შეავსეთ საიტზე განთავსებული ბე-ს გადახდის ფორმა წინასწარ დადგენილი ვადის გათვალისწინებით;
დანიშნულ დროს მიიღეთ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა განსაზღვრული წესით. (იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია).
დოკუმენტაცია
აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირები ბე-ს თანხის გადახდის შემდეგ ავსებენ ბე-ს გადახდის დოკუმენტაციის ფორმას.
აუქციონში გამარჯვების შემდეგ სათანადო დოკუმენტაციას წარმოადგენენ იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე.
თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის
მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორთან წარდგენილ უნდა იქნეს:
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (რწმუნებულება), თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
სადამფუძნებლო დოკუმენტის (წესდების) დამოწმებული ასლი;
იურიდიული პირის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ქონების შეძენაზე) დამოწმებული ასლი; წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.
თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის
შედეგები არ ექვემდებარება ავტომატურად გაუქმებას.
საბანკო გარანტია
საბანკო გარანტია უნდა იყოს "ბე"-ს სახით გადასახდელი თანხის ოდენობის და ძალაში უნდა იყოს აუქციონის ჩატარების დღიდან 2 თვის განმავლობაში, პირობითი აუქციონის შემთხვევაში - სრული თანხის გადახდისთვის განკუთვნილ ვადას დამატებული 2 თვე.
აუქციონის შემდგომი პროცედურები
აუქციონის დასრულების შემდეგ სააგენტოს ვებ გვერდის - პრივატიზებული ლოტების ბმულზე - განთავსდება აუქციონზე გაყიდული ქონების ნუსხა და აიტვირთება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმები (ადმინისტრაციული დაპირება);
შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი „გამარჯვებულის ოქმი“-ს ველში და ჩამოტვირთეთ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი;
დადგენილ ვადაში გადაიხადეთ შეძენილი ქონების საპრივატიზებო თანხა, მომსახურების საფასური და განვადების ვადის გამოყენების შემთხვევაში - განვადების საფასური ოქმში მითითებულ ანგარიშებზე და წარმოადგინეთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დაწერეთ განცხადება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის სასურველ დროში მიღების შესახებ;
განსაზღვრული ვადის შემდეგ ჩამოტვირთეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ვებ გვერდის ბმულიდან - პრივატიზებული ლოტები.