>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: შპს "ქ. თბილისის #3 კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის" წილის 100% . თბილისი, გლდანი–ნაძალადევი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 44386   
აუქციონის #: 52
ლოტის #: 11
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
21/09/2011 11:00 - 07/10/2011 12:00
ლოტის სტატუსი
ჩაშლილი
ნახვა:
53 ჯერ
ლოტის სტატუსი
Closed
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 170000.00 e
ვაჭრობის ბიჯი: e
საგარანტიო თანხა: e
თვისებები
განმკარგავი: ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
შენობის ფართობი(მ²)297.30გადახდის ბოლო ვადა17.10.2011
ქუჩა(დასახელება/ნომერი)თბილისი, გლდანი–ნაძალადევი. იურ. მის.: ც.დადიანის #20
აღწერილობა
აღწერილობა
ბე-ს გადახდის ანგარიში:
მიმღები: ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო
ს/კ 205296375
მიმღების ბანკი: სს „ბანკი ქართუ“.
 ბანკის კოდი: CRTUGE22
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE44CR0000000000553408


ყურადღება!
1.თუ პირობითი აუქციონის გზით შეძენილი ლოტის სრული/საბოლოო ღირებულების გადასახდელად მყიდველს დასჭირდა 30 კალენდარულ დღეზე მეტი ვადა, მყიდველს შეუძლია ისარგებლოს განვადებით. განვადების საფასური შეადგენს ლოტის საწყისი ღირებულების 0,5% ყოველ დამატებით 30 კალენდარულ დღეზე. ქონების შემძენი არ იხდის განვადების პირველი 30 კალენდარული დღის საფასურს.
2.სააგენტოს მიერ აუქციონის ჩატარების მომსახურების საფასური უძრავი ქონების აუქციონში გამარჯვებული პირისთვის შეადგენს 250 ლარს, აღნიშნული თანხა გადაიხდება საპრივატიზებო თანხასთან ერთად.  თუ ლოტში შედის რამდენიმე უძრავი ნივთი, გამარჯვებული 250 ლართან ერთად იხდის 100 ლარს ყოველ დამატებით უძრავ ნივთზე.
3.აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონების რეგისტრაციას ახორციელებს ქონების მართვის სააგენტო. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის საფასურს - 50 ლარს ქონების მართვის სააგენტო იხდის მომსახურების საფასურიდან. დაჩქარებული წესით ქონების რეგისტრაციის სურვილის შემთხვევაში დაჩქარების საფასურს დამატებით იხდის აუქციონში გამარჯვებული პირი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.
4."ბე"-ს ნაცვლად საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საბანკო გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი. წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა უნდა აღემატებოდეს თანხის გადახდის ვადას არანაკლებ 2 თვით.
5. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
6. თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორთან წარდგენილ უნდა იქნეს:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (რწმუნებულება), თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;
გ) სადამფუძნებლო დოკუმენტის (წესდების) დამოწმებული ასლი;
დ) იურიდიული პირის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ქონების შეძენაზე) დამოწმებული ასლი;
ე) წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი. 
7.თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება ავტომატურად გაუქმებას.
8.აუქციონში მონაწილეობის მისაღებად განაცხადები მიიღება 2011 წლის 13 სექტემბრის 11:00 საათიდან 2011 წლის 6 ოქტომბრის 18:00 საათამდე. აუქციონი გაიმართება ელექტრონული ფორმით 2011 წლის 7 ოქტომბერს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე.
დაწვრილებითი ცნობებისათვის მიმართეთ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ.N7, ტელ: (+995 32) 2 37–82-99. იხ. ვებ–გვერდი – www.iauction.ge; auction.tbilisi.gov.ge

მოკლე აღწერილობა
შპს "ქ. თბილისის #3 კანისა და ვენსნეულებათა დისპანსერის" (ს/კ 200013216) კაპიტალში წილის 100% (იურ. მის.: ც.დადიანის #20)
ქ. თბილისში, ც. დადიანის ქ. #20-ში მდებარე უძრავი ქონება. კერძოდ, (საკადასტრო კოდი 01.12.12.034.003.01.503) არასაცხოვრებელი ფართი I სართულზე 57,04 კვმ და შესაბამისი წილობრივი მიწის ნაკვეთი;
(საკადასტრო კოდი 01.12.12.034.003.01.504) არასაცხოვრებელი ფართი II სართულზე 184,35 კვმ და შესაბამისი წილობრივი მიწის ნაკვეთი;
(საკადასტრო კოდი 01.12.12.034.003.01.502) სარდაფი 55,91 კვ.მ. ფართობით და შესაბამისი წილობრივი მიწის ნაკვეთი.

მესაკუთრე : ქ. თბილისის  თვითმმართველი ერთეული

მინიმალური ბიჯის ოდენობა (ლარი): 10000
წინასწარი გადახდა (ბე): 17000

საკადასტრო კოდი:01121203400301503

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 06.10.2011 18:00
აუქციონის ჩატარების თარიღი:  07.10.2011  12:00-დან 17:00-მდე

ლოტის დეტალური აღწერის სანახავად დააჭირეთ აქ:

რუკის სანახავად დააჭირეთ აქ:

პირობა
ვალდებულება: საპრივატიზებო თანხის გადახდა 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ლოტში მითითებულ მისამართზე მოემსახუროს ბენეფიციარებს სამედიცინო პროფილის შენარჩუნებით აუქციონის ჩატარებიდან ხუთი წლის განმავლობაში.


აუქციონში მონაწილეობის მიღება

აუქციონის გამოცხადების შემდეგ სააგენტოს ვებ გვერდზე გაიარეთ რეგისტრაცია და მონიშნეთ თქვენთვის საინტერესო ლოტი (იხილეთ ელექტრონული აუქციონის ვიდეო ინსტრუქცია);

გადაიხადეთ ბე-ს თანხა და შეავსეთ საიტზე განთავსებული ბე-ს გადახდის ფორმა წინასწარ დადგენილი ვადის გათვალისწინებით;

დანიშნულ დროს მიიღეთ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობა განსაზღვრული წესით. (იხილეთ ვიდეო ინსტრუქცია).

დოკუმენტაცია

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ფიზიკური და იურიდიული პირები ბე-ს თანხის გადახდის შემდეგ ავსებენ ბე-ს გადახდის დოკუმენტაციის ფორმას.
აუქციონში გამარჯვების შემდეგ სათანადო დოკუმენტაციას წარმოადგენენ იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის მოქალაქე.
თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა, იგი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორს წარუდგინოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი, საჭიროების შემთხვევაში – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი, სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაცია.
თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული იურიდიული პირია, აუქციონის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში აუქციონატორთან წარდგენილ უნდა იქნეს:

ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა (რწმუნებულება), თუ პირი მოქმედებს სხვა პირის სახელით;

სადამფუძნებლო დოკუმენტის (წესდების) დამოწმებული ასლი;

იურიდიული პირის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების (გადაწყვეტილება ქონების შეძენაზე) დამოწმებული ასლი; წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.


თუ გამარჯვებული აუქციონის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით არ შეატყობინებს აუქციონატორს, ჩაითვლება, რომ იგი ეთანხმება ოქმს და აუქციონის შედეგები არ ექვემდებარება ავტომატურად გაუქმებას.

საბანკო გარანტია

საბანკო გარანტია უნდა იყოს "ბე"-ს სახით გადასახდელი თანხის ოდენობის და ძალაში უნდა იყოს აუქციონის ჩატარების დღიდან 2 თვის განმავლობაში, პირობითი აუქციონის შემთხვევაში - სრული თანხის გადახდისთვის განკუთვნილ ვადას დამატებული 2 თვე.

აუქციონის შემდგომი პროცედურები

აუქციონის დასრულების შემდეგ სააგენტოს ვებ გვერდის - პრივატიზებული ლოტების ბმულზე - განთავსდება აუქციონზე გაყიდული ქონების ნუსხა და აიტვირთება გამარჯვების დამადასტურებელი ოქმები (ადმინისტრაციული დაპირება);

შეიყვანეთ თქვენი პირადი ნომერი „გამარჯვებულის ოქმი“-ს ველში და ჩამოტვირთეთ გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი;

დადგენილ ვადაში გადაიხადეთ შეძენილი ქონების საპრივატიზებო თანხა, მომსახურების საფასური და განვადების ვადის გამოყენების შემთხვევაში - განვადების საფასური ოქმში მითითებულ ანგარიშებზე და წარმოადგინეთ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

დაწერეთ განცხადება საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის სასურველ დროში მიღების შესახებ;

განსაზღვრული ვადის შემდეგ ჩამოტვირთეთ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ვებ გვერდის ბმულიდან - პრივატიზებული ლოტები.