1.აუქციონზე გამოტანილია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი – ბაკურციხისმიმართულებით კახეთის გზატკეცილის 50 –ე კმ. P 730 მდებარე ორმხრივი სარეკლამო ხიდის, საერთო სარეკლამო ფართით 27 კვ.მეტრი, გარერეკლამის განთავსების ნებართვა. 2.აუქციონში გამარჯვებული (ნებართვის მფლობელი) გამოვლინდება ყველაზე მაღალი ფასის დაფიქსირებისშედეგად. 3.გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ნებართვის მფლობელზე გაიცემა 1(ერთი) წლის ვადით.აღნიშნული ვადის დინება დაიწყება სანებართვო მოწმობის გადაცემის დღიდან. 4.გამოცხადებულ ლოტზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის საწყის სააუქციონოფასად განისაზღვროს ფიქსირებული ფასი – 1კვ.მეტრზე 30(ოცდაათი) ლარი. 5.აუქციონში მონაწილეთათვის განისაზღვროს: ა) საწყისი სააუქციონო ფასი 810(რვაასათი)ლარი; ბ) ბე 243(ორასორმოცდასამი) ლარი; გ) ბიჯის სიდიდე 81(ოთხმოცდაერთი) ლარი; დ)აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 20(ოცი) ლარის ოდენობით; 6.აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს აუქციონის ჩატარების დღისჩათვლით 12 საათამდე. 7.აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს: ა)განაცხადს, რომელიც შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს: ა.ა.ინფორმაციას მონაწილეზე (მისი ვინაობა, მისამართი); ა.ბ. აუქციონზე გამოტანილი ლოტისდასახელებას და მონაწილის თანხმობას ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების შესრულებაზე;ა.გ. განაცხადის წარდგენის თარიღს და განმცხადებლის ხელმოწერას. ბ)ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს. (ბილეთის საფასურისადა ბეს გადახდა უნდა მოხდეს ნებართვის გამცემის მიერ მითითებულ ანგარიშზე); გ)პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლს ფიზიკური პირის შემთხვევაში; დ)ნოტარიულად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ე) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადისშეტანის მომენტისათვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში); 8. ბეს და აუქციონის მონაწილის ბილეთის ფასის ჩასარიცხირეკვიზიტებია: მიმღები: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი ს/კ 238154849 ლიბერთიბანკის საგარეჯოს ფილიალი ანგარიში # GE50LB0610000933030066 ბანკის კოდი LBRTGE22. 9. აუქციონში მონაწლის ბილეთის საფასურის გადახდა უნდამოხდეს: ერთიანი ანგარიში (არასაგადასახადო); ანგარიში 200122900 სახელმწიფოხაზინა ბანკის კოდი TRESGE22 სახაზინო კოდი 300553282. 10. აუქციონშიმონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში; ქ.საგარეჯო,აღმაშენებლის ქ. # 9. 11.საჯარო აუქციონი გაიმართება ქ.საგარეჯო, დ.აღმაშენებლის ქ. №9–ში, საგარეჯოსმუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მე–4 სართულზე სხდომათადარბაზში საჯარო აუქციონის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მე–15 დღეს - 15 საათზე. 12.ნებართვის მფლობელი ნებართვის საფასურს გადაიხდის სამ თვეში ერთხელ, საანგარიშგებოპერიოდის მესამე თვის მომდევნო 10(ათი) სამუშაო დღის ვადაში, ნებართვის საბოლოო ფასისადა ვადის ფარდობის შესაბამისად, მითითებულ ანგარიშზე. საიდენტიფიკაციო კოდი 238154849; სახაზინო კოდი 300551146; ერთიანი საბიუჯეტოანგარიში ანგარიში 200122900; სახელმწიფო ხაზინა ბანკისკოდი TRESGE22. 13.კომისიაში გაყალბებული დოკუმენტის წარმოდგენა ან მონაწილის მხრიდან ჩადენილი არაკეთილსინდისიერიქმედება გახდება მონაწილის აუქციონიდან მოხსნის საფუძველი. 14.ნებართვის მაძიებელს უფლება აქვს მიიღოს აუქციონზე გამოტანილი ლოტის შესახებ ნებართვისგამცემის ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული ნებისმიერი ინფორმაცია. 15.ნებართვის მფლობელს ეკისრება ვალდებულება განახორციელოს გარე რეკლამის საშუალებებისმოვლა – პატრონობა და სწორი ექსპლუატაცია. 16. ნებართვისგამცემი უფლებამოსილია განახორციელოს გარე რეკლამის განთავსების საფასურის გადახედვა6(ექვსი) თვეში ერთხელ, საბაზრო ფასის ცვლილებების გათვალისწინებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით. 5 99 13 17 84 |