აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს; ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ: თვითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალება აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იქნება ცალ-ცალკე ლოტად; მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“; ქონების ადგილმდებაროება: ავტოსატრანსპორტო საშუალებები განთავსებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; საწყისი სააუქციონო ფასი:
თვითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ლოტისთვის) წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში (იხ.დანართი); აუქციონში მონაწილეობის „ბე“: თვითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ლოტისთვის)წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში (იხ. დანართი); აუქციონის „ბიჯი“-ს ოდენობა: თვითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის (ლოტისთვის)წარმოდგენილია ცხრილის სახით არსებულ მონაცემებში (იხ. დანართი); აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი:მონაწილის ბილეთი შეძენილ უნდა იქნეს თვითოეულ ლოტზეცალ-ცალკე, ბილეთის ფასი - 50 (ორმოცდაათი)ლარი; თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს; ბ) „ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი:LBRTGE22 ანგარიშის #GE86LB114144485353000 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია; გ) მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში); ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ). ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ: აუქციონი ჩატარდება 2015 წლის 12 მარტს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 4 მარტიდან 2015 წლის 12 მარტის ჩათვლით 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, ოთახი #416, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.
|