>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის, აღსრულების დაწესებულებებში არსებული მაღაზიების აუქციონი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 58145FPQ24172815   
აუქციონის #: 58145
ლოტის #: 241728
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
14/07/2015 17:00 - 21/07/2015 15:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
314 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 644000 e
ვაჭრობის ბიჯი: 10000 e
საგარანტიო თანხა: 50000 e
თვისებები
განმკარგავი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
გათბობააივანი
ლოჯიTV
ცხელი წყალიწყალი და კანალიზაცია+
ტელეფონიინტერნეტი+
პარკირებალიფტი
ბუხარიქვეყანასაქართველო
ქუჩა(დასახელება/ნომერი)საქართველოRs რუკის მხარდაჭერა
ელექტრო მომარაგება+ბუნებრივი გაზი
სათავსო+სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
აღწერილობა
აღწერილობა
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის, აღსრულების  დაწესებულებებში არსებული მაღაზიების აუქციონი
მოკლე აღწერილობა
მაღაზიების აუქციონი
პირობა

ელ. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ იმ საცალო-საბითუმო სავაჭრო ობიექტებს, რომლებსაც გააჩნიათ სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება,  საცალო/საბითუმო ვაჭრობის საერთაშორისო ან ადგილობრივი გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა და რომლებიც ან აერთიანებენ მინიმუმ 10 სავაჭრო ობიექტს საქართველოს მაშტაბით ან სავაჭრო ობიექტის საერთო ჯამური ფართი შეადგენს არანაკლებ 1000 კვ.მ.

აუქციონში მონაწილე პრეტენდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ უნდა გააჩნდეს დავალიანება.

აუქციონში მონაწილეობას ვერ მიიღებს ისეთი პრეტენდენტი, რომელსაც აღნიშნული აუქციონის გამოცხადების მომენტისთის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს დაქვემდებარებულ უწყებებთან სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ერიცხება ვადადამდგარი და გადაუხდელი დავალიანება. აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინიტროს დაქვემდებარებული უწყებებიდან.

ძირითადი ასორტიმენტი: საკვები პროდუქტები, თამბაქოს ნაწარმი, ჰიგიენური საშუალებები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ა.შ. კონკრეტული სახეობის პროდუქცია წინასწარ უნდა შეთანმხდეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან. 

მოსარგებლემ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის, აღსრულების  დაწესებულებებში არსებული მაღაზია უნდა მოაწყოს ყველა საჭირო ინვენტარით და უზრუნველყოს მათი გამართული ფუნქციონირება, უნდა დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური  ნორმები.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმების და მოთხოვნის შესაბამისად მოსარგებლემ უნდა უზრუნველყოს ნებისმიერი სახის პროდუქციის შეტანა მაღაზიაში. მაღაზიაში არ უნდა იყოს გასაყიდად ვადაგასული/უვარგისი პროდუქტი. მაღაზიაში არსებული პროდუქტის გასაყიდი ფასები არ უნდა აღემატებოდეს მოსარგებლის საკუთრებაში არსებული გარე ქსელის ფასებს. იმ შემთხვევაში თუ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მოთხოვნადი პროდუქტი მოსარგებლეს არ გააჩნია საბაზო ასორტიმენტში, მაშინ შეუძლია შეისყიდოს სხვა წყაროდან და შეიტანოს მაღაზიაში არაუმეტეს 10 % მოგებისა. ამ შემთხვევაში მოგების კალკულაცია: პროდუქტის თვითღირებულება დღგ-ს ჩათვლით +  ტრანსპორტირება + სხვა გაუთვალისწიებელი ხარჯი დასაბუთებით. ამასთან ნებისმიერ შემთხვევაში მაღაზიებში არსებული პროდუქციის სარეალიზაციო საცალო ფასები უნდა იყოს ქვეყნის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურ მონაცემებში დაფიქსირებული ფასების არაუმეტეს 8%-ისა. 

მაღაზიაში შეტანილი პროდუქცია, ღირებულებები, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა და ინვენტარის ფუნქციონირება შეიძლება შემოწმდეს ნებისმიერ დროს მოიჯარის ხელმძღვანელობის მიერ უფლებამოსილი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ.

მოსარგებლე ვალდებულია აანაზღაუროს მაღაზიის ფუნქციონირებისათვის  საჭირო  მიმდინარე ხარჯები, საჭიროების შემთხვევაში ქონებას ჩაუტაროს მიმდინარე რემონტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თანხმობით, აგრეთვე იზრუნოს ქონების ნორმალური სამეურნეო მოვლისათვის, დაიცვას უსაფრთხოების ნორმები. 

სარგებლობაში ფართი  გადაეცემა  იჯარით  3  წლის ვადით.

სარგებლობაში ფართის  გადაცემის სავარაუდო თარიღი:  2015 წლის 1 აგვისტო.

საწყის ღირებულებად მოიაზრება იჯარის გადაცემის ყოველწლიური გადასახადი.

აუქციონის საგარანტიო თანხა: 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

ვაჭრობის ბიჯი: 10 000 (ათი ათასი) ლარი.

აუქციონში მონაწილის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა დაბრუნებას არ ექვემდებარება იმ შემთხვევაში თუ მონაწილე დაარღვევს ზემოთ აღნიშნულ აუქციონში მონაწილეობის პირობებს ან აუქციონში ვაჭრობის შედეგად გამოვლინდება გამარჯვებულად და უარს განაცხადებს ხელშეკრულების გაფორმებაზე. ხელშეკრულების პროექტის გაცნობა შესაძლებელია აუქციონის დასრულებამდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში.

აუქციონში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს წლიური საიჯარო ქირა. ყოველი მომდევნო წლის საიჯარო ქირის გადახდა სავალდებულოა საანგარიშგებო პერიოდის (მომსახურების გაწევის დაწყებიდან 1 კალენდარული წელი) დასრულებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ იჯარის ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს„ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში.

სარგებლობაში გადასაცემი ფართები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:

1)  N2 დაწესებულება - ქ. ქუთაისი, ხარებავას ქუჩა ბოლო მონაკვეთი- ფართი 143,15 კვ.მ.;
2)  N3 დაწესებულება - დაბა ხელვაჩაური, ურეხის დასახლება- ფართი-40,22;
3) N5 დაწესეწბულება -  გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი- ფართი – 85 კვ,მ. 
4) N6 დაწესებულება -  გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფ. მთისძირი- ფართი – 80,88 კვ,მ. 
5) N7 დაწესებულება -  თბილისი, გულუას ქ.N31- ფართი-6კვ.მ;
6) N8 დაწესებულება -  ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ- ფართი – 83,21 კვ/მ.;
7) N9 დაწესებულება -  ქ. თბილისი, აბუსერიძე-ტბელის N11- ფართი – 47,23 კვ/მ ;
8) N11 დაწესებულება -  ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №3- ფართი –  34,42 კვ/მ. ;
9) N12 დაწესებულება -  ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №77- ფართი – 28,82 კვ/მ;
10)  N14 დაწესებულება - ქ. წყალტუბო, სოფელი გეგუთი, ვარციხის დასახლება- ფართი – 65,07 კვ/მ.;
11) N15 დაწესებულება -  მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი- ფართი – 14,42 კვ/მ.;
12) N16 დაწესებულება -  ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. №60 - ფართი – 57 კვ/მ. ;
13) N17 დაწესებულება -  ქ. რუსთავი, მშენებელთა ქ. 64/ ფართი – 134,92 კვ/მ. ;
14) N19 დაწესებულება -  მცხეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ქსანი/ ფართი – 74,51 კვ/მ. .
15) სსიპ "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო", ქ.თბილისი, ხიზანიშვილის ქუჩა #260.  ფართი 33 კვ/მ .

აუქციონის შედეგად, გამარჯვებულ პრეტენდენტთან გაფორმდება 2 (ორი) ხელშეკრულება, თითოეული შემსყიდველთან ცალ-ცალკე (საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა სამინისტროსთან და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მყოფი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო).

კერძოდ, 1-14 პუნქტებში განთავსებული სარგებლობაში გადასაცემ ფართებთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ, ხოლო მე-15 პუნქტთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება სსიპ "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო"-ს მიერ.

საჯარო რეესტრის ხარჯებს ანაზღაურებს მოსარგებლე.

საკონტაქტო ინფორმაცია: 577572552; 577449904



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.