>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საკუთრებაში არსებული დასასვენებელი სახლი ქ. ქობულეთში

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 55CYB25922315   
აუქციონის #: 55
ლოტის #: 1
დაწყება/დასრულება
23/10/2015 12:00 - 10/11/2015 15:00
ნახვა:
434 ჯერ
საწყისი ფასი: 880000 e
ვაჭრობის ბიჯი: 20000 e
საგარანტიო თანხა: 88000 e
თვისებები
განმკარგავი: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
ქუჩა(დასახელება/ნომერი)რუსთაველის ქ. # 172ქვეყანასაქართველო
ქალაქიქობულეთიმიწის ფართობი(მ²)2558
საკადასტრო კოდი20.42.03.077Rs რუკის მხარდაჭერა
წყალი და კანალიზაციაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზი
აღწერილობა
აღწერილობა

ს.სსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემააცხადებს

ს.სსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისსაკუთრებაში არსებული ქ.

ქობულეთის დასასვენებელი სახლის (უძრავ-მოძრავი ქონების) გაყიდვის მიზნით

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს.

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

მესაკუთრე: ს.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

ქონების ადგილმდებარეობა: ქ. ქობულეთი, რუსთაველის ქ.#172, საკადასტრო კოდი: 20.42.03.077);

მიწის ფართი: შეადგენს  2558 კვ.მ-ს. აღნიშნული მიწის საზღვრების კოორდინატებია:

  1.        232803.03      4637920.78
  2.        232855.93      4637910.54
  3.        232864.04      4637955.28
  4.        232807.98      4637967.17

შენიშვნა: 20.42.03.077 საკადასტრო კოდზე მდებარე მიწისნაკვეთის (ფართით: 2558 კვ.მ.) ღობის (რკინის კონსტუქციის) ერთი ნაწილი (სიგრძით დაახლოებით54მ.) მდებარეობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებს გარეთ;

საწყისი სააუქციონო ფასი: 880 000(რვაასოთხმოცი ათასი) ლარი (დღგ–ს ჩათვლით);

აუქციონში მონაწილეობის ბე88 000  (ოთხმოცდარვა ათასი)ლარი;

აუქციონის ბიჯის“ოდენობა: 20 000  (ოცი ათასი) ლარი;

მონაწილის ბილეთის ფასი:50 (ორმოცდაათი) ლარი.

უძრავ-მოძრავი ქონების ჩამონათვალი თან ერთვის წინამდებარე სააუქციონო პირობებს.

თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი

პირობა

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

)         შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს;

)      ბე“-ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი: LBRTGE22 ანგარიშის#GE86LB114144485353000 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია;  

)        მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

)       პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

)       ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, (რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).

              

ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2015 წლის10 ნოემბერს 15:00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: .თბილისი, ბარათაშვილის . #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2015 წლის 23 ოქომბრიდან 2015 წლის 10 ნოემბრის 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: .თბილისი, ბარათაშვილის . #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი ბეს თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი ბეს თანხა უბრუნდებათ უკან.

მონაწილეს უფლება აქვს ბე- დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2015 წლის 23 ოქტომბრიდან    2015 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, 15.00 სთ-მდე. სხვა შემთხვევაშიაუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება გადახდილი ბესთანხა უკან არ უბრუნდება.

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.

აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.სსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული ს.სსაქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისკაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“  შესაბამისად.

აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ, ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე: www.gse.com.ge

ს.ს. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233