>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურავის მიმდებარე ტერიტორია, სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვება.

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 116DQB315   
აუქციონის #: 116
ლოტის #: 3
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
30/11/2015 12:00 - 30/11/2015 18:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
501 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 161000 e
ვაჭრობის ბიჯი: 16100 e
საგარანტიო თანხა: 80700 e
თვისებები
განმკარგავი: გარემოს ეროვნული სააგენტო
ქვეყანასაქართველოქუჩა(დასახელება/ნომერი)ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ურავის მიმდებარე ტერიტორია
Rs რუკის მხარდაჭერა
აღწერილობა
აღწერილობა
გთხოვთ, ისარგებლოთ eauction.ge-ის  ანგარიშსწორების ახალი სისტემით:საგარანტიო თანხის ღირებულების  გადახდა შესაძლებელია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით და სს „ლიბერთი  ბანკში“ ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით. ორივე მეთოდით გადახდილი თანხა ავტომატურად  აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში გადახდის განსახორციელებლად  მომხმარებელი ბანკში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს (რომელზეც სურს რომ  მოახდინოს გადახდა) და აუქციონზე რეგისტრირებული მომხმარებლის მონაცემს(ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საინდიფიკაციო კოდი).დამატებითი  ინფორმაციისთვის  დაგვიკავშირდით სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (032)  2 601-601 ან (032) 243-95-57
პირობა

საგარანტიო  თანხა მოიცავს 200 ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს.

სარგებლობის  ლიცენზიის ვადა 20 წელი.

სასარგებლოწიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის მფლობელი ვალდე­ბულია:

ა) სასარგებლო წია­ღისეულისრესურ­სის შესწავლა განახორციელოს არა უმეტეს 5 წლის ვადაში.  არაუგვიანეს შესწავლის ვადის ამო­წურვისა, კანონმდებლობითდადგენილი წესით,სასარგებლო წია­ღი­სეულის მარაგები დასამტკიცებლად შესაბამის ორგანოში წარადგინოსშესწავლის მასალები.

ბ) ლიცენზიის მფლობელმამარაგების დამტკიცებისა და ლიცენზიაში შესაბამისი ცვლილების შეტანის შემდგომ, შესაბამისი ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ლიცენზიისგამცემს დასამტკიცებლად წარუდგინოს სასარგებლო წიაღისეულის ათვი­სების გეგმა(ყოველწლიურად ასათვისებელი მოცულობის მი­თითებით);

გ) მარაგე­ბისდამტკიცების შემდეგ ლიცენ­ზიატივალდებულია, გადაიხადოს „სარ­გებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონისგამართვის, სარგებ­ლობის ლიცენ­ზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა დაანგარიშ­სწო­რების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკო­ნომიკურიგანვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძა­ნებით დამტკიცებულიდებუ­ლე­ბის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათ­ვალისწინებული ლიცენზიის საწყისიფასის დადგენის ფორმულით დაან­გარი­შებული თანხისა და ამ თანხის 10%-ის ჯამიაუქციონზე მის მიერ და­ფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასის გამოკ­ლებით, თუაუქციონზე მის მიერ დაფიქსირებული, ბოლო შეთავაზებული ფასი ნაკლებია მარაგებისდამტკიცების შემდეგ მის მიერ გადასახდელ თანხაზე; ზემოაღნიშნული თანხისგადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და ლიცენზიაში შესაბამისიცვლილების განხორციელების შემდეგ ლიცენზიანტი უფლებამოსილია, განახორციელოს სასარგებლოწიაღისეულის მოპოვება;

დ) თუ სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებულიმარაგების მიხედვით გამოთვლილი ფასი ნაკლებია აუქციონზე დაფიქსირებულ საბოლოოფასზე, ამ შემთხვევაში მეტობით გადახდილი თანხა არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას;

) ძებნა-ძიებითი სამუშაოების სრულყოფილად ჩატარების მიზნით, 5 წლის ვადაში დახარჯოს არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი.

 ) შესწავლის პერიოდში უზრუნველყოს ადგილობრივი მოსახლეობის (არანაკლებ 50 ადამიანის) დასაქმება;

) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან, შესწავლის პერიოდში, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ დადგენილი ვადებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე განახორციელოს გარემოსდაცვითი ღონისძიებები 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობისთანხის ფარგლებში;

) შესწავლის პერიოდის დასრულებიდან ერთ თვისვადაში სსიპ -გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს კარგი საერთაშორისორეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მოიცავს„ე“ პუნქტში მითითებული თანხისხარჯვის ანგარიშს;

) ხელი არ შეუშალოს სალიცენზიო ფართობზე მოქმედი სხვა ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებას;

) მოქალაქეებს არ შეუზღუდოს სალიცენზიო ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა;

) ხელი არ შეუშალოს  სახელმწიფო და  საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას;

მ) სასარგებლო წიაღისეულის მარაგების დამტკიცების  შემდგომ უზრუნველყოს საბადოს კომპლექსურიათვისება;

ნ) ლიცენზიის ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში ლიცენზიის გამცემსწარუდგინოს,,ე“ პუნქტით გათვალისწინებულ შესწავლის პერიოდში განსახორციელებელი 5 000000 ლარის ოდენობის თანხის ხარჯვის გეგმა-გრაფიკი, რომელიც უნდა მოიცავდეს დეტალურდა დასაბუთებულ ინფორმაციას შესწავლის პერიოდში ჩასატარებელი სამუშაოებისა(ღონისძიებების) და ამ სამუშაოებისათვის გასაწევი ხარჯების შესახებ, მათ შორის,კონკრეტული სამუშაოს შესრულებისათვის საჭირო ვადის ხანგრძლივობის თაობაზე.წარმოდგენილი ინფორმაცია გახდება ლიცენზიის ფარგლებში სავალდებულოდ შესასრულებელიპირობა და მისი შეუსრულებლობა გამოიწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულპასუხისმგებლობის ზომებს.

) სახელმწიფო უფლებამოსილია, წინამდებარე სალიცენზიო ფართობისგეოლოგიური შესწავლისათვის გამოყოფილ ტერიტორიაზე გასცეს სასარგებლო წიაღისეულისშესწავლა/მოპოვების ლიცენზიები, რომლებიც არ იქნება დაკავშირებული ამ ლიცენზიითგანსაზღვრული წიაღისეულით სარგებლობასთან;

პ) ასარგებლო წიაღისეულისშესწავლა-მოპოვების მიზ­ნით გაცემული ლიცენზიის ფარგლებში კერძო საკუთრებაშიარსებულ მიწაზე სალიცენზიო საქმიანობა უნდა განხორციელდეს მხოლოდმესაკუთრესთან შეთანხმებით.

ჟ) სალიცენზიო ობიექტზე სამუშაოების ჩატარება უნდაგანხორციელდეს ქვეყანაში მოქმედი სამთო საქმისათვის მიღებული წესებისა და ნორმებისდაცვით.

რ) ლიცენზიის მფლობელმა სამუშაოების ჩატარების დროსარ დაუშვას სამთო გამონამუშევრების ჩაყრა მდ. ლუხუნისწყლის ხეობის კალაპოტში.

ს)ლიცენზიის მფლობელმა შეასრულოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილიმოთხოვნები, მათ შორის გარემოს დაცვის შესახებ“, ,,ბუნებრივი რესურსებითსარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ” და „წიაღის შესახებ“  საქართველოს კანონებით და შესაბამისიკანონქვემდებარე აქტებით  დადგენილი სხვამოთხოვნები.  ამასთან, ,,წიაღის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,წიაღით სარგებლობისას იშვიათი მეცნიერული ან ესთეტიკური ფასეულობის ობიექტებისაღმოჩენის შემთხვევაში შეაჩეროს სამუშაოები და დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებშესაბამის სახელმწიფო ორგანოებს.

აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო თანხის გადახდა გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს

აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში.



ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარებისწესიდაპირობები

 

თავი IV

ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის ჩატარების წესი და პირობები

მუხლი 12. ზოგადი დებულებანი

1. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონს ატარებს ლიცენზიის გადამცემი მისი ვებგვერდის ან ინტერნეტგვერდის – www.eauction.ge- მეშვეობით.

2. ამ დებულებით გათვალისწინებული ელექტრონული (ინტერნეტ) აუქციონის მეშვეობით პირს ეძლევა შესაძლებლობა მოიპოვოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია.

3. ელექტრონულ (ინტერნეტ) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, ასევე ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი (შემდგომშიმომხმარებელი).

 

მუხლი 13. ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო, ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას, ინფორმაციას აქვეყნებს ლიცენზიის გამცემი ორგანოს ვებგვერდზე ან/და ვებგვერდზე www.eauction.ge, რაც ინფორმაციის ოფიციალურ გამოქვეყნებად ითვლება.

2. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

) ლიცენზიის გამცემის დასახელებას;

) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს;

) ლიცენზიის მაძიებლის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე რეგისტრაციის დაწყების და დასრულების თარიღს და დროს;

) აუქციონის დაწყებისა და დასრულების თარიღს და დროს;

) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს;

) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის;

) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს;

) აუქციონის საწყის ფასს;

) ბეს თანხის ოდენობას;

) ბიჯის ოდენობას;

) სხვა მონაცემებსლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

 

მუხლი 14. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის პირობები

1. ელექტრონული აუქციონი ტარდება ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომლის განმავლობაშიც დაინტერესებული პირები, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ელექტრონულად, საშუალება ეძლევათ გააკეთონ სასურველი ფასის შეთავაზება, საწყის საფასურზე ბიჯის დამატებით.

2. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. რეგისტრაციის საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი. ელექტრონულ აუქციონში რეგისტრაცია უთანაბრდება განცხადების მიღებას.

3. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირება;

4. გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა:    

) პირი რეგისტრირებული იყოს შესაბამის ვებგვერდზე;

) რეგისტრაციის დროს ელექტრონული აუქციონის წესების გაცნობა და მასზე თანხმობის გაცხადება;

) „ინტერნეტ ბანკინგისსაშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდა.

) საბანკო დაწესებულების, მათ შორისინტერნეტ ბანკინგისმეშეობით სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდა;

5. მონაწილემ, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სარგებლობის ლიცენზიის გაცემისათვის მოწყობილ ელექტრონულ აუქციონში, ბე და სალიცენზიო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოს თითოეული ლიცენზიისათვის ცალ-ცალკე.

6. მონაწილეს შეიძლება უარი ეთქვას ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობაზე, თუ:

) მონაწილე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლება მონაწილეობდეს დანიშნულ აუქცონში;

) დარღვეულია ამ მუხლის მოთხოვნები;

) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

მუხლი 15. ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი

1.         ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მსურველი პირი ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობისთვის რეგისტრირდება შესაბამის ვებგვერდზე, ამ წესის მე-14 მუხლის შესაბამისად, რის შემდეგაც მას ენიჭება აუქციონში მონაწილის სტატუსი.

2. ელექტრონული აუქციონი ტარდება ონლაინ რეჟიმში.

3. ელექტრონულ აუქციონზე ვაჭრობის დროს ფასის მატება ჩანს ონლაინ რეჟიმში.

4. ელექტრონული აუქციონი იწყება (ტარდება) ლიცენზიის გამცემის მიერ განსაზღვრულ თარიღსა და დროს.

5. აუქციონში მონაწილე, რომელსაც სურს საწყისი ფასიდან დაიწყოს ვაჭრობა, ონლაინ რეჟიმში ამატებს ფასს (რაც ნიშნავს საწყის ფასზე ბიჯის დამატებას), რომელიც ასევე ფიქსირდება ონლაინ რეჟიმში. ვაჭრობა გრძელდება, სანამ რომელიმე მონაწილე არ დააფიქსირებს ყველაზე მაღალ ფასს. გამარჯვებულად ითვლება ის აუქციონში მონაწილე, რომლის მიერაც ონლაინ რეჟიმში ვაჭრობის დასრულების მომენტისთვის შემოთავაზეული იქნება ყველაზე მაღალი ფასი.

6. თუ აუქციონის დასრულებამდე (მითითებული უნდა იყოს აუქციონის დასრულების ზუსტი დრო) ბოლო 2 წუთის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, მაშინ ფასის შემოთავაზების დრო გაგრძელდება დასრულების მითითებული მომენტიდან 2 წუთით. თუ ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებული იქნება ახალი ფასი, დრო კიდევ გაგრძელდება 2 წუთით მანამ, სანამ არ დაფიქსირდება საბოლოო თანხა. მაგრამ, თუ დამატებული 2 წუთის განმავლობაში ახალი ფასი არ იქნება შემოთავაზებული, აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდება საბოლოო თანხის შემთავაზებელი პირი.

7. ვაჭრობის დასრულებისას გამარჯვებულსა და აუქციონის სხვა მონაწილეებს ელექტრონული გზით გაეგზავნებათ ინფორმაცია აუქციონის შედეგების შესახებ, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

8. აუქციონში გამარჯვებულს ელექტრონული გზით ეცნობება თანხის სრულად გადახდის თარიღი და ლიცენზიის გაცემის პირობები, რაც ჩაითვლება ოფიციალურ შეტყობინებად.

 

მუხლი 16. მხარეთა უფლებები და მოვალეობები

1. ლიცენზიის გამცემი ორგანო უფლებამოსილია:

) შეცვალოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის წესი ან სხვა პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს ვებგვერდზე;

) შეწყვიტოს ნებისმიერი მომსახურება ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ვებგვერდს ან ლიცენზიის გამცემ ორგანოს;

) შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის რეგისტრაცია და შესვლა ვებგვერდზე, თუ ჩათვლის, რომ მომხმარებელი მოქმედებს ამ ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით;

) გააკონტროლოს ყველა მოქმედება მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები.

2. მომხმარებელი უფლებამოსილია:

) გააკეთოს არჩევანი და შეიძინოს შესაბამისი ლიცენზია;

) ნებისმიერ დროს განაახლოს თავისი პირადი მონაცემები.

3. მომხმარებელი ვალდებულია:

) დაიცვას აუქციოში მონაწილეობის წესები და პირობები;

 ) ლიცენზიის გამცემი ორგანოს მიერ დადგენილ დროში გადაიხადოს ის ფულადი თანხა რომელიც შეესატყვისება მის მიერ აუქციონზე შემოთავაზებულ ფასს.

 

მუხლი 17. ელექტრონული აუქციონის ჩაშლა

ელექტრონული აუქციონი ავტომატურად ითვლება ჩაშლილად, თუ:

) ელექტრონულ აუქციონზე ვერ განხორციელდა სარგებლობის ლიცენზიის რეალიზაცია;

) ამ ბრძანებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას;

) დაირღვა კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.

 

მუხლი 18. ანგარიშსწორება ელექტრონული აქუციონის შემთხვევაში

1. მომხმარებლის მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა, ასევე ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულის მიერ შესაბამის ლოტზე საბოლოო თანხის გადახდა შესაძლებელია როგორც საბანკო დაწესებულებაში, ასვე საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.

2. აუქციონის გვერდზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების ნომრების მითითებით. მომხმარებელი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს, ბეჭდავს ლოტის ფასის გადახდის ფორმას და აღნიშნული ფორმის საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში (საკუთარი საბანკო ანგარიშიდან) იხდის შესაბამის თანხას.

3. საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ლოტის საბოლოო თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

4. ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

5. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია გადაიხადოს ლიცენზიის ღირებულება აუქციონის პირობებში მითითებულ ვადაში, რის შემდგეგაც ის მიიღებს სათანადო შეტყობინებას.

6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული დაარღვევს ამ მუხლით ან აუქციონის გამოცხადებისას დადგენილ ანგარიშსწორების წესს, იგი ვალდებულია დარღვევის დღიდან ყოველ გადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაიხადოს პირგასამტეხლო იმ პერიოდისათვის გადასახდელი თანხის 1%–ის ოდენობით, ძირითადი თანხის გადახდის გადაცილებულ დღეთა რაოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს, ამავე ვადაში დაფარული უნდა იქნეს პირგასამტეხლოც, რომლის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის შედეგების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ლიცენზიის გამცემი.

7. ელექტრონულ აუქციონში დამარცხებულს ბე დაუბრუნდება აუქციონის ჩატარების დღიდან არა უგვიანეს 7 საბანკო დღის ვადაში. ბე დაუბრუნდება იმ ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა.

8. ბე უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება, თუ:

) მონაწილე არ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობაში;

) გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გადაიხდის ელექტრონულ აუქციონზე თავის მიერ დასახელებულ თანხას.

9. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულზე შესაბამისი ლიცენზია გაიცემა მის მიერ აუქციონზე დაფიქსირებული საბოლოო/შემოთავაზებული თანხის გადახდის დადასტურებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

 

მუხლი 19. დავების გადაწყვეტის წესი

ელექტრონული აუქციონის შედეგებთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.