>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლის ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28466BQV27443816   
აუქციონის #: 28466
ლოტის #: 274438
დარჩენილი დრო
დაწყება/დასრულება
05/02/2016 16:00 - 15/02/2016 16:00
ლოტის სტატუსი
გაყიდული
ნახვა:
539 ჯერ
ლოტის სტატუსი
Sold
მიმდინარე ფასი: 0 e
თქვენი ფასი: e
ბიჯი: დადება



ფასის ისტორია: 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა
საწყისი ფასი: 16800 e
ვაჭრობის ბიჯი: 50 e
საგარანტიო თანხა: 4200 e
თვისებები
განმკარგავი: სსიპ-გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის #51 საჯარო სკოლა
გათბობააივანი
ლოჯიTV
ცხელი წყალიკვადრატულობა(მ²)143.74
წყალი და კანალიზაციატელეფონი
ინტერნეტიპარკირება
ლიფტიბუხარი
ქვეყანასაქართველოRs რუკის მხარდაჭერა
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
შენობის პროექტიარასტანდარტულიშენობის მდგომარეობაძველი გარემონტებული
ქუჩა(დასახელება/ნომერი)მელიქიშვილის N2სათავსო
სარგებლობაში გადაცემის ვადა3 წელი
აღწერილობა
აღწერილობა
იჯარით გაიცემა პირველ სართულზე მდებარე   143.74 კვ.მ ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით. იჯარით გასაცემი ფართის საერთო კვადრატულობაა 143.74 კვ.მ. საწყისი თანხა შეადგენს ერთი წლის საიჯარო თანხას ჯამურად.

იჯარით გაიცემა 143.74 კვ.მ ფართი უძრავი ქონება ინვენტარის გარეშე.
მოკლე აღწერილობა
იჯარით გასაცემი ფართი მდებარეობს ქ.თბილისში, მელიქიშვილის №2.
საკონტაქტო ინფორმაცია 292 35 25.
პირობა

1. ფართი იჯარით გაიცემა სასკოლო კვების ბლოკის (ან სასადილოს) ფუნქციონირების მიზნით.

2. საწყისი თანხა ჯამურად შეადგენს იჯარის ფორმით ფართით სარგებლობის ერთიწლის საიჯარო გადასახადს.

3. ფართი იჯარით გაიცემა 3 (სამი) წლის ვადით;

4. მოიჯარემ სკოლასთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს  ფართის კეთილმოწყობა არაუგვიანეს 2016 წლის აგვისტომდე.

5. მოიჯარემ უნდა დაიცვას საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის N534 დადგენილებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

6. მოიჯარემ უნდა უზრუნველყოს ფართის მაღალი ხარისხის ინვენტარით (მაგიდები, სკამები, დახლმაცივრები, სავენტილაციო სისტემები) აღჭურვა.   მთელი საიჯარო პერიოდისათვის უნდა გააჩნდეს დაუზიანაბელი და საღი ინვენტარი.

7. მოიჯარემ საკუთარი ხარჯით უნდა მოახდინოს ელექტროენერგიის,  წყლისა და ბუნებრივი აირის განმხოლოება და აბონენტად რეგისტრაცია.

8. საიჯარო გადასახადში არ შედის ფართის გათბიბის კომუნალური გადასახადი;

9. მოიჯარე ვალდებულია: დაიცვას ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმები; დროულად  გადაიხადოს კომუნალური გადასახადები;  მისი საქმიანობით ხელი არ უნდა შეეშალოს სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვას;

10. სკოლის დირექციის მოთხოვნის შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს ან შეცვალოს სასკოლო სასადილოს არსებული მენიუ.

11. სასადილოში დადგენილი ფასები უნდა შეესაბამებოდეს სკოლის  მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საბაზრო ფასებს.

11. მოიჯარე ვალდებულია დაიცვას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრ მიერ შემუშავებული რეკომენდაცია, კერძოდ:

 სასკოლო კვების ორგანიზებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვთა კვებისთავისებურებასთან დაკავშირებული შემდეგი შეზღუდვები:  არ დაიშვება ძირითად საკვებად კონსერვების გამოყენება (მაგ.: კონსერვირებული სუპი, კონსერვირებული ხორციანი კერძები). ისინი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კერძის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილად (მაგ.: სალათების, ბუტერბროდების, სუპების მომზადებისას);  ბავშვებისთვის დასალევად გამოიყენება მხოლოდ პასტერიზებული რძე. ნედლი რძის გამოყენება შესაძლებელია თერმულად დამუშავებულ საკვებში;

 არ დაიშვება:

 სოკო,  კრემიანი ნამცხვრები და ტორტები,  მაკარონი ხორცის ფარშით;  კვერცხი ბავშვებს მიეწოდება მხოლოდ თერმულად დამუშავებული სახით;  საკვების მომზადებისას უპირატესობა ენიჭება მცენარეული ზეთების გამოყენებას;  დესერტად არ უნდა გაიცეს საღეჭი რეზინა, კანფეტი ან შოკოლადი;  მიზანშეწონილი არ არის ისეთი უალკოჰოლო სასმელების გამოყენება, რომლებიც შეიცავს შემდეგ საკვებ დანამატებს: E102, E110, E122, E123, E124, E129, E151, E155, E180;  საკვები რაციონიდან ამოღებულ უნდა იქნეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც გამდიდრებულია საკვები დანამატებით.

 

12. სსიპსახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსწერილობითი მოთხოვნიდან არა უმეტეს 2 (ორი) კვირის ვადაში გაუქმებულ იქნება მოიჯარესთან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება;

13. გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე 4200 (ოთხი ათას ორასი) ლარი ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობაში გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

14. ბაზარზე ფართით სარგებლობის ფასის ზრდის შემთხვევაში მეიჯარეს ეძლევა უფლება, ყოველწლიურად შეიტანოს ცვლილება საიჯარო ქირაში დამოუკიდებელი აუდიტის (ექსპერტის) დასკვნის საფუძველზე.

15. ქონების სარგებლობის უფლების მიმღებ პირს საჯარო რეესტრში რეგისტარციამდე  არ ააქვს უფლება განახორციელოს საქმიანობა მაგრამ მოცდენილ პერიოდისათვის მას არ გამოაკლდება ქირა და გადაიხდის სრულად.  საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს ქონების სარგებლობის უფლების მიმღები;

პროექტი

იჯარის ხელშეკრულება

 

              ქ. თბილისი                                                                               ---“ „--------------“  2016  წლი         

 

  ერთი მხრივ, სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა (შემდგომში - მეიჯარე), წარმოდგენილი დირექტორის მანანა თურქაძის სახით (პირადი N01011048234), და მეორე მხრივ ------ “--------“ (შემდგომში - მოიჯარე) წარმოდგენილი დირექტორის ------------ სახით (პირადი N--------------) - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლი№1-1/172 ბრძანების საფუძველზე და 2016 წლის ---- --------- საჯარო აუქციონის შედეგების (განაცხადის N------------- ა/ლ N----------------) გათვალისწინებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგი პირობებით:

 

  1. ხელშეკრულების საგანიდა მიზანი

 

1.1.      მეიჯარე გადასცემს, ხოლო მოიჯარე დროებით სარგებლობაში იღებს იჯარის ფორმით, მეიჯარის სარგებლობაში არსებულ ქ. თბილისში, მელიქიშვილის N2-ში მდებარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ:  პირველ სართულებზე არსებული ფართიდან (ს/კ 01.15.02.008.019) 143,74 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართს  ინვენტარის გარეშე (შემდგომში - იჯარის საგანი) - კვების ობიექტის ფუნქციონირების მიზნით;

1.2. იჯარის საგნის გადაცემა განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

2. ანგარიშსწორების წესი

 

2.1. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს -------- (---------) ლარს;

2.2. წლიური საიჯარო ქირა შეადგენს ---------- (--------) ლარს;

2.3. გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ქვემოთ მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

მიმღები - სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლა

მიმღების ბანკი - s.s ”ლიბერთი ბანკი

ბანკის კოდი - LBRTGE22

შემოსავლის სახაზინო კოდი - GE74LB0121128401106000

 

          2.4. საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, იჯარით სარგებლობის მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა;

          2.5. საიჯარო ქირის გადახდასთან დაკავშირებით, მეიჯარეს მხრიდან, კონტროლს ახორციელებს სკოლის ბუღალტერი არსენი ხვინგია;

          2.6. მოიჯარეს, უპირობო და გამოუხმობელი საბანკო გარანტიის/ბეს გადახდილი თანხა ეთვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის საფასურის ოდენობაში;

         2.7. უპირობო და გამოუხმობელი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა ითვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული იჯარით გადაცემის საფასურის ოდენობაში საბოლოო ანგარიშსწორებისას.

         2.8. უპირობო და გამოუხმობელი საბანკო გარანტიის/ბეს თანხის მოქმედების ვადა 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას.

         2.9. წინამდებარე ხელშეკრულების დადებიდან ნებისმიერ დროს შესაძლებელია საიჯარო ქირა  მომატებულ იქნას მეიჯარის მოთხოვნით. საიჯარო ქირის მომატების მოთხოვნის საფუძველი უნდა იყოს  დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნა.

 

3. მხარეთა უფლება-მოვალეობები

 

3.1. მეიჯარე ვალდებულია:  

            3.1.1. მოიჯარის მიერ იჯარის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ მოიჯარის მიერ მოთხოვნილ ვადაში მეიჯარე ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით გადასცეს მოიჯარეს იჯარის საგანი სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში;

            3.1.2. მეიჯარეს მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლება და მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სკოლის დირექტორი მანანა თუქაძე;

            3.1.3. წერილობით აცნობოს მოიჯარეს საიჯარო ქირის მატების შესახებ;

            3.1.4. დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;

 

3.2. მეიჯარე უფლებამოსილია:

3.2.1. ვადაზე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და წესით;

3.2.2. მოითხოვოს მოიჯარის ბრალით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

3.2.3. გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებეული უფლებები.

 

3.3.  მოიჯარე ვალდებულია:

   

3.3.1. უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კვების ობიექტის ფუნქციონირება, სკოლასთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს  ფართის კეთილმოწყობა არაუგვიანეს 2016 წლის აგვისტომდე, უზრუნველყოს ფართის მაღალი ხარისხის ინვენტარით (მაგიდები, სკამები, დახლმაცივრები, სავენტილაციო სისტემები) აღჭურვა.   მთელი საიჯარო პერიოდისათვის უნდა გააჩნდეს დაუზიანაბელი და საღი ინვენტარი.

3.3.2. იჯარის საგანი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებით. დაიცვას ტექნიკური უსაფრთხოებისა და ექსპლუატაციის წესები და უზრუნველყოს სანიტარულ/ჰიგიენური ნორმების დაცვა;

3.3.3. მოიჯარე პასუხისმგებელია შემოტანილი პროდუქტის ხარისხზე;

3.3.4. უზრუნველყოს მზა და მრავალფეროვანი პროდუქტით კვების ობიექტის მომარაგება.  ამასთან, მენიუში სამარხვო დღეებში გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ სამი სამარხვო კერძი;

3.3.5. ხელშეკრულების შეწყვეტისას დაუბრუნოს მეიჯარეს იჯარის საგანი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთისა და ამორტიზაციის გათვალისწინებით;

3.3.6. სარგებლობაში გადაცეული მოძრავი ქონების ან/და სარგებლობაში გადაუცემელი მოძრავი ქონების მოიჯარის ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში მოიჯარე ვალდებულია 5 სამუშაო დღეში მოახდინოს  დაზიანებული ნივთის შეკეთება, შეკეთების ხარჯებს ანაზღაურებს მოიჯარე;

            3.3.7. სარგებლობაში გადაცემული მოძრავი ქონების  ან/და სარგებლობაში გადაუცემელი მოძრავი ქონების მოიჯარის ბრალეულობით განადგურების ან იმგვარად დაზიანების შემთხვევაში, როდესაც ნივთი არ ექვემდებარება შეკეთებას მოიჯარე ვალდებულია აანაზღაუროს დაზიანებული ნივთის ღირებულება ან/და ჩაანაცვლოს იგი ახალი მსგავსი ან უკეთესი მახასიათებლების მქონე ნივთით 10 სამუშაო დღის განმავლობაში;

3.3.8. საიჯარო ქირის მატების შესახებ წერილის გაცნობიდან მოახდინოს საიჯარო ქირის გადახდა შეცვლილი პირობებით;

3.3.11. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვას ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

3.3.12. მოახდინოს იჯარის უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, აანაზღაუროს რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები;

3.3.13. საჯარო რეესტრში იჯარის უფლების რეგისტრაციისათვის გახარჯულ დღეებზეც გადაიხადოს საიჯარო ქირა;

3.3.14. იჯარით გადაცემულ ფართში განხორციელებულ სამეწარმეო საქმიანობისას დაიცვას საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული პირობები.

3.3.15.  დაიცვას სახანძრო უსაფრთხოების ნორმები;

3.3.16. იჯარით მიღებულ ქონებაზე წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულის გარდა ნებისმიერი მოქმედება შეათანხმოს მეიჯარესთან. 

 

3.4. მოიჯარე უფლებამოსილია:

3.4.1. ქონებით სარგებლობა განახორციელოს იჯარის უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდგომ;

3.4.2. იჯარის საგანი გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისათვის;

3.4.3. გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მასზე მინიჭებული უფლებები;

 

4. ხელშეკრულების შეწყვეტა

 

         4.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:

            4.1.1. ვადის გასვლით;

            4.1.2. მხარეთა წერილობითი თანხმობის შეთხვევაში;

            4.1.3. მეიჯარის ინიციატივით, მოიჯარის მიერ ზედიზედ სამი თვის განმავლობაში საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში;

            4.1.4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში;

            4.1.5. წინამდებარე ხელშეკრულების 3.3.6 და 3.3.7 პუნქტებში მითითებული ვადას მოიჯარე გადააცილებს 30 კალენდარული დღით მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;

            4.1.6 ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევისას ან/და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობისას მეიჯარე უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. ასეთ შემთხვევაში მოიჯარეს არ აუნაზღაურდება გადახდილი თანხები და გაწეული დანახარჯები;

            4.1.7. თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტამდე მისი ინიციატივით ქონებას უკან აბრუნებს, იგი საიჯარო ქირის გადახდისაგან მხოლოდ მაშინ თავისუფლდება, თუ თავის სანაცვლოდ მეიჯარეს შესთავაზებს ახალ გადახდისუნარიან და მეიჯარისათვის მისაღებ სხვა მოიჯარეს და ამასთან, ახალი მოიჯარე თანახმა უნდა იყოს იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით.

            4.1.8. თუ მოიჯარე მეიჯარეს ვერ შესთავაზებს წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.7 პუნქტით გათვალისწინებულ ახალ მეიჯარისათვის მისაღებ მოიჯარეს, მან საიჯარო ქირა უნდა იხადოს წინამდებარე ხელშეკრულების 7.1 პუნქტში მითითებული ვადის დასრულებამდე;

            4.1.9. მოიჯარის ინიციატივით ხელშეკრულების მოშლის შეთხვევაში, მოიჯარე ვალდებულია საჯარო რეესტრშიხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მოახდინოს იჯარის უფლების რეგისტრაციის გაუქმება;

            4.1.10. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

5. მოიჯარის პასუხისმგებლობა

 

          5.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოიჯარე პასუხს აგებს წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;

          5.2. საიჯარო ქირის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით;

           5.3.  წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.7. პუნქტში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით;

          5.4 წინამდებარე ხელშეკრულების 3.3.6 და 3.3.7 პუნქტებში მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაცილებულ დღეზე ნივთის საბალანსე ღირებულების 0.5 % ოდენობით;

          5.5. დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხის გადახდა არ ათავისუფლებს  მოიჯარეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან;

          5.6. მოიჯარე ვალდებულია მოახდინოს დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა ცნობებიდან ერთი თვის ვადაში.

 

6. ფორს-მაჟორი

 

6.1. ფორსმაჟორის მოქმედების განმავლობაში არც ერთი მხარე არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად, ნაწილობრივ ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;

6.2. მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორი, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა აცნობოს მეორე მხარეს არსებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს;

6.3. თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის დადგომის თაობაზე მეორე მხარისათვის ცნობის გაგზავნის თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში განიხილება წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ან შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების საკითხი;

6.4. ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე წარმოშობილ დავას მხარეები განიხილავენ სასამართლო წესით.

 

7. ხელშეკრულების მოქმედების ვადა

 

7.1. წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული ქონების სარგებლობაში გადაცემის პირობა ძალაშია მხარეთა მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 3 წლის ვადით;

7.2. ხელშეკრულების სხვა პირობები ძალაშია მხარეთა ვალდებულებების სრულ ამოწურვამდე.

 

8. მხარეებს შორის კომუნიკაცია

 

8.1. მხარეებს შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. მხარისათვის გათვალისწინებული შეტყობინება, მხარეს მიეწოდება წერილობით ქართულ ენაზე და შესაძლებელია გადაეცეს, როგორც  პირადად, შეკვეთილი წერილის, ასევე კურიერის მეშვეობით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მისამართებზე;

8.2. მხარე ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების შეცვლის შემთხვევაში ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ძველ მისამართზე გაგზავნილი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება;

8.3.  შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ადრესატისთვის მისი გადაცემის ან გაცნობის მომენტიდან.

 

9. დავების გადაწყვეტა

 

ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას განიხილავს სასამართლო.

 

10. სხვა პირობები

 

10.1. (გარდა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილებისა ან დამატების განხორციელება დასაშვებია მხარეთა და ხელშეკრულების საგნის მესაკუთრის (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო/სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება წინამდებარე ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი;

10.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამ) ეგზემპლარად. თითო ეგზემპლარი ინახება ხელშეკრულების მხარეებთან, ხოლო ერთი წარედგინება იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სამსახურს;

10.3. იჯარასთან დაკავშირებული ის ურთიერთობები, რომლებიც არ რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

 

მხარეთა რეკვიზიტები:

 



ელექტრონული გადახდა

ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ

 

გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია  დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და  ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ  მოგეცემათ  საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.

სსიპ  ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში  განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.

 

ელექტრონული აუქციონების სისტემა,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:

 

1)      ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

2)      საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

3)      eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

4)      ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

5)      ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი



 1.  ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)

ნაღდი ანგარიშსწორება - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით  გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.

გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/ საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა).

საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•         აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესებში და პირობებში ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა,  შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.

სხვა ბანკებში ან პირდაპირ განკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე გადახდილი თანები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს ან განმკარგავ ორგანიზაციაში ან სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად უნდა მიმართოს განცხადებით განმკარგან ორგანიზაციას.

 

 2.    საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი

საკრედიტო ბარათი - ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. ამ ეტაპზე პარტნიორი ბანკებია: თიბისი, ლიბერთი, საქართველო და ქართუ, თუმცა მომხმარებელს სხვანებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათითაც აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.

საკრედიტო ბარათით გადახის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის საკრედიტო ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს საკრედიტო ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:

•      გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.

•      დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.(თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად  თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის  საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც დადგენილია ყველა პარტნიორი ბანკის მიერ და მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.

აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში,  სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება ბანკის მიერ დადგენილი თანხის განბლოკვის საკომისიო.

 

3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა  eMoney-ის  ელექტრონული საფულის მეშვეობით.

eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.

eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.

ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.

მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:

•         მომხმარებელს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება გადაირიცხება აუქციონის განმკარგავი ორგანიზაციის ანგარიშზე.

•        მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება. (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში , მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანახას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.

 

4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი

ლოტის გვერდზე, რომელზეც დაწესებულია საგარანტიო თანხა, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის გამოყენებით, აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 09:00-18:00,  შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).

გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრულისი ზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო თანხები ავტომატურად გადაირიცხება  განმკარგავი ორგანიზაცის ანგარიშზე.

•        აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება  შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).

 

 5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი

ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის  დაწესებულებაში.  საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ  ლოტში, ირჩევს  საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი.  რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.

მას შემდეგ რაც  დასრულება აუქციონი:

•         გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში განმკარგავი ორგანიზაცია უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.

•         დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია . (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას)

წესები და პირობები

(მოქმედი ფიზიკური/იურიდიული პირების ქონების შეძენისას)

 ვებ–გვერდზე რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრონული აუქციონის გზით შეიძინოს/სარგებლობის უფლებით მიიღოს და ინტერნეტმაღაზიის მეშევობით შეიძინოს, ვებ-გვერდზე განთავსებული, ფიზიკური/იურიდიული პირების ქონება (უძრავი/მოძრავი).

ასეთ შემთხვევებში, სააგენტოს მხრიდან ხორციელდება ქონების   განკარგვის    ხელშეწყობა  ვებ–გვერდის ,,www.eauction.ge“ გამოყენებით.

ურთიერთობა გამყიდველსა და მყიდველს შორის რეგულირდება დამოუკიდებლად, სააგენტო იხსნის პასუხისმგებლობას მხარეებს შორის წარმოქმნილი ნებისმიერი უთანხმოების  შემთხვევაში.


1. ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება

1. ფიზიკური/იურიდიული პირი, ქონების ვებგვერდზე განთავსებამდე, უფლებამოსილია  გადაწყვიტოს, თუ რომელი ლოტისთვის იქნება სავალდებულო საგარანტიო თანხის/ბეს გადახდა ან უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენა  და განსაზღვროს მისი ოდენობა.

2. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში, საგარანტიო თანხა/ბე უნდა გადაიხადოს და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარადგინოს  თითოეული ქონებისთვის ცალცალკე.

3. ქონების შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა/ბე ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას.

4. ელექტრონული აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).

5. კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ელექტრონული აუქციონის მიმდინარეობის (აუქციონში მონაწილე მომხმარებლების რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.

6. მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.

7. ელექტრონულ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის დასრულებამდე ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის დადებას.“ 

8. ელექტრონული აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება“ მოხდა აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.

9. ელექტრონული აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას (შეძენილ ლოტზე გადასახდელი თანხის (ვაჭრობის დასასრულს დაფიქსირებული ფასის), დროის და ა.შ. მითითებით).

2. ინტერნეტმაღაზია

1. მომხმარებელს ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით შეუძლია მხოლოდ იმ ქონების შეძენა, რომლებსაც მითითებული აქვს სიმბოლო  .

2. სასურველი ქონების და სასურველი რაოდენობის ამორჩევის შემდეგ მომხმარებელის მიერ გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში, სისტემა გადაიყვანს მას გადახდის გვერდზე.

3. ინტერნეტმაღაზიის მეშვეობით ქონების შეძენის შემთხვევაში, ანგარიშსწორება ხორციელდება მხოლოდ საკრედიტო ბარათით ვებ-გვერდიდან.

4. გადახდის ღილაკზე ხელის დაჭერის შემდეგ, მომხმარებლის მიერ არჩეული ქონება იჯავშნება 30 წუთით, რომლის განმავლობაშიც მომხმარებელი ვალდებულია მოახდინოს ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა. თუ გადახდა არ განხორციელდა 30 წუთის განმავლობაში, ჯავშანი იხსნება და ქონება ბრუნდება ინტერნეტმაღაზიაში შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

5. ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ქონების შემძენი ხდება ის პირი, ვინც ყველაზე ადრე გადაიხდის ქონების ღირებულებას.

მომხმარებლისთვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება მის ელექტრონულ მისამართზე ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.

სხვა ნებისმიერ პირობებზე, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების ან ქონების ინტერნეტმაღაზიის საშუალებით შეძენის შემდეგ,  მხარეები თანხმდებიან დამოუკიდებლად.