1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა. შევსებული განაცხადი; ბ. „ბე“–ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; „ბე“–ს გადახდაუნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: ს.ს. ლიბერთი ბანკი, ბანკის კოდი LBRTGE22, ანგარიშის ნომერი GE 97 LB0120166049432008, მიმღების დასახელება: მარნეულის მუნიციპალიტეტი; გ. მონაწილის ბილეთის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდაც უნდა მოხდეს შემდეგ რეკვიზიტებზე: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის შემთხვევაში: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, შემოსავლების სახაზინო კოდი 300103394 არასასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვის შემთხვევაში: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, შემოსავლების სახაზინო კოდი 300103390 - აუქციონში მონაწილეობის დამადასტურებელი ბილეთის საფასური შეადგენს ას ( ასი) ლარს. დ. პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით; ვ. იურდიული პირის შემთხვევაში სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში). 2. აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლია კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ან ასეთ პირთა გაერთიანებას, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25 პროცენტზე ნაკლებია. 3. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია მის მიერ აუქციონზე შეძენილი ქონების სრული ღირებულება გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება, მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და „ბე“-ს შენატანი არ დაუბრუნდება. 4. აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ქონების შესაძენად მაქსიმალური ფასის (არანაკლებ საწყის ფასზე „ბიჯი“-ს დანამატით მიღებული თანხის) გადახდა და აუქციონის პირობების დაკმაყოფილება. 5. აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება წარმოებს აუქციონის გამოცხადების დღიდან, 2016 წლის 21 ივნისიდან 2016 წლის 20 ივლისამდე, ყოველ სამუშაო დღეს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 09:00 საათიდან 11:00 საათამდე. აუქციონი ჩატარდება 2016 წლის 20 ივლისს დღის 12:00 საათზე მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მის: ქალაქი მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73). 6. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩა N 73-ში მდებარე მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის III სართულზე, ტელ: 0357 – 22-23-23.
|