განცხადების მიღების ადგილი: ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის,ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება ვებგვერზე www.eauction.ge-ზე აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებისთანავე და შეწყდება ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ოცდამეათე კალენდარულ დღეს, 12 საათზე, თუ ოცდამეათე კალენდარული დღე დაემთხვა არასამუშაო დღეს განცხადებების მიღება შეწყდება მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს დღის 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. - საბანკო რეკვიზიტები: (ბე-ს და ბილეთის ღირებულებისათვის)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური. საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, ს/ს ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი იჯარით გასაცემ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე - 300523047. 2) საბანკო რეკვიზიტები აუქციონში გამარჯვებული მოიჯარისთვის (საიჯარე ქირა) ხაზინის ერთიანი ანგარიში, GE241VB0330100200165022, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი საიჯარე ქონებაზე-300523047.
აუქციონში მონაწილეობა: აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქობებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი; ბ) ,,ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები; გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი; დ) იურიდიული პირები დამატებით წამოადგენენ ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლებს, ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან ბოლო მდგომარეობით. ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მოიჯარე მოქმედებს სხვა პირის სახელით. სააუქციონო კომისიის ზონაგაყრილ წიგნში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმებია: გამოცხადებულ საწყისს ფასზე ,,ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება იჯარით გაცემულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.
აუქციონში გამარჯვებული მოიჯარე ვალდებულია: ა) აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარულ დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველწლიურად დაფაროს ქონების საიჯარო ქირა. (თუ მოიჯარე დადგენილ ვადებში არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას მას შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება). (გარიგებათა გაფორმების წესი და მოიჯარის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილებით).
ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკის, ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურში. მის. ქ. სიღნაღი აღმაშენებლის მოედანი #2.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა |