>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: მიწის ნაკვეთი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 28458BQO35395216   
აუქციონის #: 28458
ლოტის #: 353952
რაოდენობა
1 ცალი
დაწყება/დასრულება
06/10/2016 16:30 - 01/11/2016 12:00
ნახვა:
664 ჯერ
საწყისი ფასი: 625000 USD
ვაჭრობის ბიჯი: 5000 USD
საგარანტიო თანხა: 62500USD ( )
თვისებები
განმკარგავი: სსიპ "საქართველოს ეროვნული ბანკი"
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სანდრო ეულის ქ. N7ბრძანების ნომერი80
ქვეყანასაქართველოქალაქითბილისი
რაოდენობა1მიწის ფართობი(მ²)2724
საკადასტრო კოდი01.14.05.007.071Rs რუკის მხარდაჭერა
წყალი და კანალიზაციაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზიზომის ერთეულიცალი
აღწერილობა
აღწერილობა
იყიდება 2,724 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისი,  სანდრო ეულის ქ. N7
მოკლე აღწერილობა
  
პირობა

საქართველოს ეროვნული ბანკის

სააუქციონო კომისიის განცხადება

საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია აცხადებს, რომ თანახმად საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 2 სექტემბრის N70/04 ბრძანებით დამტკიცებული დებულებისა და სებ-ის პრეზიდენტის 2016 წლის 8 სექტემბრის N80 განკარგულებისა, 2016 წლის 1 ნოემბერს, დღის 12 საათზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში (სანაპიროს ქ. 2, ოთახი N416) ჩატარდება საჯარო აუქციონი, საქართველოს ეროვნული ბანკის საკუთრებაში არსებულ 2,724 კვ.მ. ფართობის არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 01.14.05.007.071), მდებარე: ქ. თბილისი,  სანდრო ეულის ქ. N7.

           მიწის ნაკვეთის საწყისი სააუქციონო ფასი განისაზღვრა  625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) აშშ დოლარის (აუქციონის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით ეროვნულ ვალუტაში) ოდენობით.

           აუქციონში მონაწილეობისათვის შესატანი „ბე-ს“ მოცულობა შეადგენს ქონების საწყისი სააუქციონო ფასის 10%-ს, რომელიც ჩარიცხული უნდა იქნეს საქართველოს ეროვნული ბანკის N GE88NB0450100117904101 ანგარიშზე, ბე-ს შეტანის დღეს არსებული კურსით ეროვნულ ვალუტაში (ს/კ 203824148, ბანკის ,,SWIFT’’ ი: BNLNGE22). აუქციონის დასრულების შემდეგ მოხდება შეძენილი მიწის ნაკვეთის ღირებულების დაფიქსირება ეროვნულ ვალუტაში, რომლის გადახდაც სავალდებულოა დადგენილ ვადებში. მყიდველს გადახდილი ბე-ს თანხა ჩაეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას, ბე-ს შემოტანის დღეს არსებული კურსით. განაცხადი (რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილის და  ობიექტის შესახებ), „ბე“-ს შეტანის ქვითარი, აუქციონში მონაწილე ფიზიკური პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, იურიდიული პირების მონაწილეობის შემთხვევაში, დამატებით, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან,  წარედგინება სააუქციონო კომისიის მდივანს რეგისტრაციისათვის, რის შემდეგაც გაიცემა  „მონაწილის ბილეთი“. უმცირესი ,,ბიჯი’’ შეადგენს 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს. აუქციონის დასრულების შემდეგ დგება ოქმი, რომლის ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღეში მყიდველმა ოქმში მითითებულ ანგარიშზე უნდა ჩარიცხოს  ობიექტის მთლიანი თანხა ან ნახევარი მაინც, რომელიც შეესაბამება მის მიერ აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს. იმ შემთხვევაში თუ ზემოაღნიშნულ ვადაში მყიდველმა გადაიხადა ობიექტის ღირებულების მხოლოდ ნახევარი, გადახდის ვადა გახანგრძლივდება ოქმის ხელმოწერიდან კიდევ 30 კალენდარული დღით. თუ მყიდველი უარს იტყვის ნაყიდ ქონებაზე ან დროულად არ შეიტანს საჭირო თანხას, მას ჩამოერთმევა უფლება ქონების შეძენაზე და გადახდილი თანხა და ,,ბე’’ არ დაუბრუნდება. საჯარო აუქციონის ფორმით სახელმწიფო ქონების რეალიზაციის მიზანია საკუთრების უფლება მიენიჭოს საჯარო აუქციონში მონაწილე იმ პირს რომელიც ვაჭრობის პროცესში სახელმწიფო ქონების განმკარგავ სუბიექტს ყველაზე მაღალ ფასს  შესთავაზებს. ასევე აუქციონში გამარჯვებულის დადგენის და მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული თანხის სრულად დაფარვის შემდეგ მიწის ნაკვეთის მყიდველის სახელზე გადაფორმება მოხდება 20 დღის განმავლობაში.

      პირს უფლება აქვს ბეს დაუკავებლად უარი განაცხადოს წერილობითი ფორმით საჯარო აუქციონში მონაწილეობაზე, განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე  48 საათით ადრე. შემოტანილი ბეს საფასურის უკან დაბრუნდება მოხდება  შემოტანილი ბეს ლარების შესაბამისად.

      აუქციონში მონაწილეობაზე განცხადების მიღებას კომისია იწყებს აუქციონის გამოცხადების დღიდან და ამთავრებს აუქციონის დაწყებამდე 24 საათით ადრე. დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ განცხადებები არ მიიღება. დაინტერესების შემთხვევაში, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და მიწის ნაკვეთის სანახავად შეგიძლიათ მიმართოთ ბექა ბარბაქაძეს (ტელ: 2 40-63-97, მობ: 577 98-40-34).

საქართველოს ეროვნული ბანკის სააუქციონო კომისია