>
პარტნიორები
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ბალანსზე რიცხული 1 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის მიზნით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 37225CYB37854116   
აუქციონის #: 37225
ლოტის #: 378541
დაწყება/დასრულება
06/12/2016 13:00 - 13/12/2016 15:00
ნახვა:
1547 ჯერ
საწყისი ფასი: 0 e
ვაჭრობის ბიჯი: 0 e
საგარანტიო თანხა: 0 e
თვისებები
განმკარგავი: სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა
ქვეყანასაქართველოგანბაჟებული
ტყავის სალონინავიგაცია
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ქ. თბილისი, ნაკადულის ქ.#2მარჯვენა საჭე
ტურბოABS
ელექტრო შუშებიკლიმატკონტროლი
კონდიციონერისავარძლების გათბობა
მწარმოებელისხვა მწარმოებელიდისკები
ლუქიბორტკომპიუტერი
სიგნალიზაციაპარკინგკონტროლი
ცენტრალური საკეტიჰიდრავლიკა
აღწერილობა
აღწერილობა
 

აუქციონში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს;

ინფორმაცია გასაყიდი ქონების შესახებ:

ავტომანქანა ვაზ 2121, სახელმწიფო #MWM-488, საინვენტარო #008366

მესაკუთრე: ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;

ქონების ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნაკადულის ქ#2;

საწყისი სააუქციონო ფასი: 1 800 (ათას რვაასი) ლარი;

აუქციონის „ბე“-ს ოდენობა: 200 (ორასი) ლარი;

აუქციონის "ბიჯი"-ს ოდენობა: 50 (ორმოცდაათი) ლარი;

აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი:50 (ორმოცდაათი)ლარი;

თანხის გადახდის ვადები: მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გასაყიდი ფასი. 

აუქციონში მონაწილეობის მისაღებად სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) შევსებული განაცხადი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას აუქციონში მონაწილეზე, განსაკარგი ქონების დასახელებას და საწყის საფასურს;

ბ) „ბე“ს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის გადახდა უნდა მოხდეს ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ საანგარიშსწორებო ანგარიშზე (ს.ს ,,ლიბერთი ბანკი“-ს ცენტრალური ფილიალი ბანკის კოდი:LBRTGE22 ანგარიშის #GE86LB0114144485353000 საიდენტიფიკაციო კოდი 204995176) ან საბანკო გარანტია; 



გ)  მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტი) მონაცემები (ქსეროასლები) (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

ე)ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა(რწმუნებულება) თუ იგი მოქმედებს სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელით. იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს (წესდება, სასამართლოს დადგენილება დაფუძნების შესახებ, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, პარტნიორთა (აქციონერთა) კრების ოქმი ან სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმი (წესდების შესაბამისად) აუქციონში მონაწილეობის შესახებ).



ინფორმაცია განაცხადების მიღების შესახებ:

აუქციონი ჩატარდება 2016 წლის 13 დეკემბერს 15.00 საათზე, აუქციონის ჩატარების მისამართი: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, IV სართული, სააქტო დარბაზი.

აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება იწარმოებს 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, 12.00 სთ-დან 15.00 სთ-მდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ბარათაშვილის ქ. #2, III სართული, ოთახი #307, სადაც შეგიძლიათ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.


მოკლე აღწერილობა


პირობა

დამატებითი ინფორმაცია:

სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ დავთარში (ჟურნალში) განაცხადის რეგისტრაციისა და მონაწილის ბილეთის შეძენის მომენტიდან, განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. მონაწილის ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს, რომელიც ასევე უნდა იქნეს გადახდილი ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ზემოაღნიშნულ ანგარიშზე.



აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) მიერ გადახდილი „ბეს“ თანხა ჩაითვლება ქონების საბოლოო გასაყიდი ფასის გადახდისას. სხვა მონაწილეებს, აუქციონში მონაწილეობის, აუქციონზე ვერ გამარჯვების შემთხვევაში გადახდილი „ბეს“ თანხა უბრუნდებათ უკან.

 



მონაწილეს უფლება აქვს „ბე“-ს/საბანკო გარანტიის დაუკავებლად წერილობით უარი განაცხადოს აუქციონში მონაწილეობაზე, მხოლოდ განაცხადების მიღების პერიოდში – 2016 წლის 6 დეკემბრიდან 2016 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, 15.00 სთ-მდე, სხვა შემთხვევაში – აუქციონზე გამოუცხადებლობა, ან აუქციონში მონაწილეობის არ მიღება – გადახდილი „ბეს“ თანხა უკან არ უბრუნდება.

 

აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია ობიექტის მაქსიმალური გასაყიდი ფასის (არანაკლებ საწყისი სააუქციონო ღირებულებას დამატებული ერთი ბიჯის ოდენობა) გადახდა.



აუქციონში გამარჯვებული ვალდებულიაუზრუნველყოს შეძენილი ქონების მის სახელზე რეგისტრაციასთან (გადაფორმებასთან) დაკავშირებულიყველა ხარჯის გაწევა ს.ს.ი.პ. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტო“-ში.



აუქციონის ორგანიზება ხორციელდება ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” 07.11.2011წ #291 ბრძანებით დამტკიცებული „ს.ს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების გაყიდვის, აგრეთვე დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის, წესის“  შესაბამისად.



აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ ასევე იხილოთ, ს.ს.„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინტერნეტ გვერდზე:www.gse.com.ge



ს.ს. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“

საკონტაქტო პირი: გიორგი ოდიშვილი

ტელეფონი: ქალაქის–2–510–281 მობილურის 577 240–233