>
პარტნიორები
კატეგორია: მიწა > სასოფლო მიწა
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქ.ყვარელი, ილიას ტბის ტერიტორია

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 75114IUJ47175017   
აუქციონის #: 75114
ლოტის #: 471750
დაწყება/დასრულება
04/10/2017 10:00 - 02/11/2017 12:00
ნახვა:
916 ჯერ
საწყისი ფასი: 150000 e
ვაჭრობის ბიჯი: 7500 e
საგარანტიო თანხა: 30000 e
თვისებები
განმკარგავი: ყვარლის მუნიციპალიტეტი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)ილიას ტბის ტერიტორიამიწის ფართობი(მ²)6583.00
ქვეყანასაქართველოქალაქიყვარელი
საკადასტრო კოდი57.06.51.243Rs რუკის მხარდაჭერა
წყალი და კანალიზაციაელექტრო მომარაგება
ბუნებრივი გაზი
აღწერილობა
აღწერილობა

    აუქციონში გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია:        

მაქსიმალური ფასის შემოთავაზება, რომელიც უნდა აღემატებოდეს გამოცხადებულ საწყის ფასს     ბიჯის გათვალისწინებით.

1.მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას ქონების შემძენი შეიძლება იყოს

საქართველოს  ფიზიკური პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან ასეთ პირთა

გაერთიანება, რომლის ქონებაშიც მუნიციპალიტეტის ან საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს მონაწილეობის წილი 25%–ზე ნაკლებია.

2. აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველი (შემდგომში მონაწილე) აუქციონის რეგისტრატორს წარუდგენს:

) განაცხადს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მონაწილეზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის  ქონების დასახელებას, ყვარლის მუნიციპალიტეტის  იმ ქონების საწყის ფასს, რომლის შეძენაც სურს მონაწილეს;

) „ბე“–  გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს; „ბე“– გადახდა უნდა მოხდეს ყვარლის  მუნიციპალიტეტის შემდეგ საბანკო ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ხაზინის ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300568800 (პრივატიზებისათვის);

) აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასი 50 ლარი, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში:  200122900; მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, კოდი: 220101222; სახაზინო კოდი: 300563394; 300563390

) პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლს (ფიზიკური პირის შემთხვევაში);

) ნოტარიალურად დამოწმებულ მინდობილობას, თუ მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;

) ნოტარიულად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლებს და განაცხადის შეტანის მომენტისთვის მოქმედ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში).

3. მონაწილეს უფლება აქვსბე“ - დაუკავებლად აუქციონში მონაწილეობაზე უარი განაცხადოს, მხოლოდ განაცხადის მიღების პერიოდში.

 4. აუქციონის დამთავრების შემდეგ დგება ოქმი, რომელიც წარმოადგენს წერილობით ხელშეკრულებასოქმს  ხელს აწერს მყიდველი და ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე, როგორც გამყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი.

5. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი ვალდებულია, მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების შემდგომი გამოყენებისას დაიცვას ოქმითა და ხელშეკრულებით  ნაკისრი ვალდებულებები(საჯარო აუქციონის პირობები), მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებული მოთხოვნები და მოთხოვნისთანავე, მათი შესრულების თაობაზე წარუდგინოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ქონების მმართველს.

6. ოქმითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მუნიციპალიტეტის ქონების შემძენი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება  დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ:

) მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის ქონების სრული ღირებულების გადაუხდელი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსახორციელებელი ინვესტიციის დარჩენილი ნაწილის 0.1%, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

) მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის მიერ სხვა სააუქციონო და ოქმის/ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა წარმოადგენს ყოველ დარღვევაზე ელექტრონულ აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო ფასის 0.05%-.

7. ოქმისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა მუნიციპალიტეტის ქონების მმართველის მიერ განიხილება საჯარო აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.

8. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით, უფლებამოსილია გადაწყვიტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი, აგრეთვე პრივატიზებული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფლების საკითხი, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა.

9.  აუქციონში გამარჯვებული პირი პირობებიანი საჯარო აუქციონის შემთხვევაში საჯარო აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში, იხდის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრულ ღირებულებას. მუნიციპალიტეტის ქონების შემძენმა, ოქმსა და ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უნდა შეიტანოს თანხა, რომელიც შეესატყვისება მის მიერ საჯარო აუქციონზე დასახელებულ საბოლოო ფასს ან/ და საგარანტიო თანხას/ბეს და სრული ღირებულების ოდენობას შორის სხვაობას.

10. გარიგებათა გაფორმების წესი და მყიდველის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის #669 დადგენილების შესაბამისად.

11. აუქციონი ტარდება 2017 წლის  2 ნოემბერს 16  საათზე. აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს 2017 წლის 4 ოქტომბრიდან  2 ნოემბრის ჩათვლით  12 საათამდე, სამუშაო დღეებში.  მისამართი: ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. #1

12. დამატებითი ინფორმაცია საპრივატიზებო ობიექტის და აუქციონი ჩატარების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ქ.  ყვარელი, კუდიგორის ქ. #1- ში მდებარე ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის მე-2 სართულზე; ტელეფონი    # 599 855 993 ; #599 855 966;  ყვარლის მუნიციპალიტეტი.

მოკლე აღწერილობა
ქ.ყვარელი, ილიას ტბა(ს/კ57.06.51.243)
პირობა

  მყიდველი ვალდებულია 1  წლის განმავლობაში ხიდის განახლებითვის,  კუნძულის და  არსებული  თავისუფალი მიწის ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის გაიღოს  1 350 000 ლარის ინვესტიცია, მუნიციპალიტეტის  შემდგომში პოპულარიზაცის მიზნით..