>
პარტნიორები
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო მაღაროში მდებარე 1103 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 82406KGV58592719   
აუქციონის #: 82406
ლოტის #: 585927
დაწყება/დასრულება
28/02/2019 12:00 - 29/03/2019 12:00
ნახვა:
817 ჯერ
საწყისი ფასი: 6700 e
ვაჭრობის ბიჯი: 200 e
საგარანტიო თანხა: 1500 e
ტელეფონი: 0-355-23-23-11
თვისებები
განმკარგავი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ქუჩა(დასახელება/ნომერი)სოფელი ქვემო მაღარომიწის ფართობი(მ²)1103
ქვეყანასაქართველოქალაქისიღნაღი
შენობის ფართობი(მ²)647საკადასტრო კოდი56.11.45.410
Rs რუკის მხარდაჭერაწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაბუნებრივი გაზი
გადახდის ბოლო ვადა30.04.2019ტელეფონის ნომერი0-355-23-23-11
აღწერილობა
აღწერილობა

განცხადებისმიღებისადგილი:

      ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.

      განცხადებების მიღება დაიწყება 28 თებერვალს 12 საათზე და შეწყდება 29 მარტს, 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.

                   საბანკო რეკვიზიტები ბე- და ბილეთის ღირებულებისათვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი−300528800, აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, .ს. ლიბერთი ბანკის სიღნაღის ფილიალი, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზებიდან შემოსულ თანხებზე − 300523313

აუქციონშიმონაწილეობა:

          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

          აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

)  ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია).

)         ბე- და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

)         პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

)        განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის).

)         ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით.

          საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება გაყიდულად  აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

                     აუქციონში გამარჯვებული მყიდველი ვალდებულია: აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში  დაფაროს საპრივატიზაციო ქონების სრული საფასური. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბე არ დაუბრუნდება.

                 ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში.  ტ. 0(355) 23 23 11.

მოკლე აღწერილობა

     1103 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 647 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაიწყო გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაგრამ არ დასრულებულა. ამჟამად წარმოადგენს დაუსრულებელი შენობის ნანგრევს.

   ბილეთის ფასი 50 ლარი.

პირობა

აუქციონში გამარჯვებულმა ერთი წლის განმავლობაში უნდა მოახდინოს შენობის დემონტაჟი.