განცხადებისმიღებისადგილი: ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური. განცხადებების მიღება დაიწყება 30 მაისს 12 საათზე და შეწყდება 28 ივნისს, 12 საათზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე. საბანკო რეკვიზიტები: ბე-ს და აუქციონის მონაწილის ბილეთის ღირებულებისათვის (ბილეთის ღირებულება-50 ლარი), სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი−300528800. აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია, საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი კრამიტის პრივატიზებიდან შემოსულ თანხებზე − 300523376. აუქციონშიმონაწილეობა: აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია). ბ) „ბე“-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები. გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი. დ) განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის). ე) ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით. საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე „ბიჯის“ დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება გაყიდულად აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა. აუქციონში გამარჯვებული მყიდველი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში დაფაროს საპრივატიზაციო ქონების სრული საფასური. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს არ გადაიხდის ქონების სრულ საფასურს, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება და შეტანილი ,,ბე“ არ დაუბრუნდება. ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში. ტ. 0(355) 23 23 11. სიღნაღისმუნიციპალიტეტის მერია |