>
პარტნიორები
კატეგორია: იჯარა > იჯარა (მიწა)
გაყიდვის ტიპი: საჯარო აუქციონი
  ინფორმაცია გამყიდველზე

დასახელება: ქ. სიღნაღში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 20 კვ.მ. მიწის ნაკვეთი

რეიტინგი:
  (0 ადამიანი)
განაცხადის #: 82406KGV61650919   
აუქციონის #: 82406
ლოტის #: 616509
დაწყება/დასრულება
31/07/2019 12:00 - 29/08/2019 12:00
ნახვა:
459 ჯერ
საწყისი ფასი: 540 e
ვაჭრობის ბიჯი: 30 e
საგარანტიო თანხა: 100 e
ტელეფონი: 0355232311
თვისებები
განმკარგავი: სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ბუნებრივი გაზიქვეყანასაქართველო
ქალაქისიღნაღიწყალი და კანალიზაცია
ელექტრო მომარაგებაქუჩა(დასახელება/ნომერი)სიღნაღი, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია
საკადასტრო კოდი56.14.41.340Rs რუკის მხარდაჭერა
სარგებლობაში გადაცემის ვადა5 წელიტელეფონის ნომერი0355232311
აღწერილობა
აღწერილობა

ქალაქი სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი №2, მუნიციპალიტეტის შენობა, პირველი სართული, მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახური.

      განცხადებების მიღება დაიწყება 31 ივლისს 12:00-ზე და შეწყდება 29 აგვისტოს 12:00-ზე. აუქციონი ჩატარდება იმავე დღეს 13 საათზე.

       საბანკო რეკვიზიტები: ბე- და ბილეთის ღირებულებისათვის (ბილეთის საფასური-50 ლარი), სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი−300528800. აუქციონში გამარჯვებულისთვის: სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია,  საიდენტიფიკაციო კოდი 240417223, საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი:  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარიდან შემოსულ თანხებზე − 300523047.

                                         აუქციონშიმონაწილეობა: 

          აუქციონში მონაწილეობა შეუძლიათ ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ან პირთა გაერთიანებებს რომელთა ქონებაშიც საქართველოს სახელმწიფოს, ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მონაწილეობის წილი 25%-ზე ნაკლებია.

          აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:

)  ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (განაცხადის ფორმას გასცემს მუნიციპალიტეტის მერია).

)         ბე- და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები.

)         პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი.

)        განაცხადის შევსების მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იურიდიული პირებისათვის).

)         ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა, თუ მონაწილეობის მსურველი მოქმედებს სხვა პირის სახელით.

          საუკეთესო წინადადებების გამოვლენის კრიტერიუმია: გამოცხადებულ საწყის ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის შეთავაზება. ქონება ითვლება გაყიდულად/სარგებლობაში გადაცემულად  აუქციონის იმ მონაწილეზე, ვინც აუქციონატორს ყველაზე მაღალი ფასი შესთავაზა.

              აუქციონში გამარჯვებული პირი ვალდებულია აუქციონში გამარჯვების ოქმის გაფორმებიდან 15 კალენდარული დღეში ქონების მმართველთან გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გადაიხადოს ქირის წლიური საფასურის 1/12 ნაწილი ყოველთვიურად ხელშეკრულებით განსაზღვრული რიცხვისათვის. თუ პირი დადგენილ ვადებში არ გააფორმებს იჯარის ხელშეკრულებას,  მას არ გადაეცემა სარგებლობის უფლება და შეტანილი ,,ბე არ დაუბრუნდება.  აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

        ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურში.  ტ. 0(355) 23 23 11.

 

       

სიღ             სიღნაღისმუნიციპალიტეტისმერია

მოკლე აღწერილობა
ქ. სიღნაღში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2063 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ს/კ N56.14.41.340, არსებული 20 კვ.მ. ფართი.
პირობა
სუვენირების სარეალიზაციო ჯიხურის განთავსება.