დასახელება: 2 ერთეული თბომავალის რეალიზაცია
რეიტინგი: |
(0
ადამიანი)
|
---|---|
განაცხადის #: | 162GUC119 |
აუქციონის #: | 162 |
ლოტის #: | 1 |
საქმის ნომერი |
რეალიზება |
რაოდენობა |
2 |
დარჩენილი დრო |
|
დაწყება/დასრულება |
26/08/2019 14:00 - 16/09/2019 14:00 |
ლოტის სტატუსი |
გაყიდული |
ნახვა: |
1067 ჯერ |
მიმდინარე ფასი: | 0 e |
თქვენი ფასი: | e |
ბიჯი: |
დადება
|
ფასის ისტორია: | 0 ბიჯი ბიჯების ოდენობა |
---|---|
საწყისი ფასი: | 1405392 e |
ვაჭრობის ბიჯი: | 29279 e |
საგარანტიო თანხა: | 140540 e |
ტელეფონი: | 5 77098811 |
თვისებები | ||||||||||||||||||||
განმკარგავი: საქართველოს რკინიგზა | ||||||||||||||||||||
|
აღწერილობა | ||||||
|
ელექტრონული გადახდა
ინფორმაცია გადახდების პროცესის შესახებ
გთხოვთ, გადახდის ნებისმიერი მეთოდის გამოყენების/არჩევის შემთხვევაში გაითვალისწინოთ საბანკო პროცედურების განხორციელების ის გონივრული ვადა/დრო, რაც შესაძლებელია დაჭირდეს კონკრეტული ოპერაციის შესრულებას და ელეტრონული აუქციონების სისტემაში ასახვას, რამდენადაც მხოლოდ ამის შემდგომ მოგეცემათ საშუალება მიიღოთ მონაწილეობა ელექტრონულ აუქციონში.
სსიპ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო’’ არ არის პასუხისმგებელი ქონების შეძენით დაინტერესეული ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან, საბანკო პროცედურების არაგონივრულ ვადაში განხორციელებისას დამდგარ შედეგებზე.
ელექტრონული აუქციონების სისტემა ,,www.eauction.ge“-ზე ამ ეტაპისთვის შესაძლებელია ქონების სხვადასხვა ანგარიშსწორების მეთოდების გამოყენებით შეძენა, კერძოდ:
1) ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)
2) საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
3) eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი
4) ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი (ინტერნეტ ბანკინგით)
5) ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი
1. ნაღდი ანგარიშსწორების სისტემით გადახდის მეთოდი (ბილინგი)
ნაღდი ანგარიშსწორება - მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების სს ,,ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილილაში ნაღდი ფულით გადახდა, რომელიც ავტომატურად აისახება ელექტრონული აუქციონის სისტემაში.
გადახდის განსახორციელებლად მომხმარებელმა ბანკში უნდა წარადგინოს ვებ-გვერდზე www.eauction.ge რეგისტრაციის დროს მითითებული მონაცემები (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი) და ლოტის განაცხადის ნომერი (რომელზეც სურს, რომ მოახდინოს გადახდა)).
საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში თანხა დროებით ირიცხება მომსახურების სააგენტოს სატრანზიტო* ანგარიშზე, რომლის დანიშნულებაა ელექტრონულ აუქციონზე შეტანილი თანხების შესაბამისად ასახვა საიტზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს ლიბერთი ბანკს იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც ლიბერთის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
· აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხება ,,შემსყიდევლის“ ანგარიშზე.
· აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხები
პროფილში მითითებულ საბანკო ანგარიშზე უკან უბრუნდებათ. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ (მხოლოდ ფ/პ) პირს პირად პროფილში დამატებული არ აქვს საკუთარი ანგარიშის ნომერი, ამ შემთხვევაში შესაძლებელია „ლიბერთი ბანკიდან“ თანხის ხელზე გატანა.
აღნიშნული გადახდის ფორმით სარგებლობის საფასურს განსაზღვრავს ლიბერთი ბანკი.
სხვა ბანკების მეშვეობით სატრანზიტო ანგარიშზე გადახდილი საგარანტიო ან/და დარჩენილი ღირებულება ან პირდაპირ ,,შემსყიდევლის“ ანგარიშზე გადახდილი თანხები არ აისახება ავტომატურად ელექტრონული აუქციონების სისტემაში, ამიტომ მომხმარებელი ვალდებულია გადახდის ქვითარი წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, ხოლო უკან თანხის დასაბრუნებლად განცხადებით უნდა მიმართოს - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო
2. საკრედიტო ბარათით გადახდის მეთოდი
საკრედიტო ბარათი - მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი თანხის ელექტრონული გადახდის ფორმა. მომხმარებელს ელექტრონული გადახდების შესაძლებლობის მქონე ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით აქვს საშუალება განახორციელოს გადახდა.
პლასტიკური ბარათით გადახდის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის პლასტიკური ბარათის საგადახდო სისტემაში, სადაც ავსებს პლასტიკური ბარათის მონაცემებს და ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი ავტომატურად მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის ანგარიშზე.
მას შემდეგ, რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აუქციონის შედეგებს აცნობებს ბანკს, რომლის საგადახდო სისტემითაც განახორციელა მომხმარებელმა თანხის გადახდა:
· გამარჯვებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად ჩამოეჭრება.
· დამარცხებულ მომხმარებელს საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.
ელექტრონულად თანხის გადახდის შემთხვევაში, მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო/დარჩენილ თანახას დამატებული ბანკის საკომისიო, რომელიც მითითებულია გადახდის პროცედურის დროს.
აღნიშნული საკომისიო მომხმარებელს ანგარიშიდან ჩამოეჭრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს აუქციონში, სხვა შემთხვევაში ჩამოეჭრება მხოლოდ შესაბამისი ბანკის მიერ დადგენილი საკომისიო.
აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხება ,,შემსყიდველი“ ორგანიზაციის ანგარიშზე.
3. eMoney ელექტრონული საფულით გადახდის მეთოდი
მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა eMoney-ის ელექტრონული საფულის მეშვეობით.
eauction.ge ავტომატურად უზრუნველყოფს eMoney - ანგარიშის გახსნას უკვე არსებული და ყოველი ახლად დარეგისტრირებული მომხმარებლისათვის.
eMoney გადახის სისტემის არჩევის შემთხვევაში მომხმარებელი გადადის eMoney საგადახდო სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.
ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, მომხმარებელი მოიპოვებს ლოტზე აუქციონში მონაწილეობის უფლებას, ხოლო საგარანტიო თანხა აუქციონის დასრულებამდე დაბლოკილი იქნება მის eMoney ანგარიშზე.
მას შემდეგ რაც eauction.ge-ის სისტემა სერვისის მეშვეობით აცნობებს eMoney-ის იმ აუქციონის შედეგებს, რომლებზეც eMoney-ის საგადახდო სისტემით იყო გადახდა განხორციელებული:
· აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარნტიო/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხება ,,შემსყიდევლი“ ორგანიზაციის ანგარიშზე.
· მომხმარებელს აუქციონში დამარცხების შემთხვევაში გადახდილი საგარანტიო თანხა ავტომატურად განებლოკება.
აღსანიშნავია, რომ ელექტრონულად საგარანტიო თანხის გადახდის შემთხვევაში, მოხმარებლის საბარათე ანგარიშზე უნდა იყოს საგარანტიო თანხას დამატებული საკომისიო eMoney-ის მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად.
4. ელექტრონული საბანკო გადარიცხვით გადახდის მეთოდი (ინტერნეტ ბანკინგით)
მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების გადახდა ელექტრონული საბანკო გადარიცხვის სისტემის (ინტერნეტ ბანკინგის) გამოყენებით. აღნიშნული მეთოდით თანხის გადარიცხვის შემთხვევაში, რეკომენდირებულია თანხის გადარიცხვა განხორციელდეს აუქციონის დასრულებამდე/ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 28 საათისა. გადარიცხვის განხორციელების შემდეგ მომხმარებელმა სასურველია დარეკოს მომსახურების სააგენტოს ცხელ-ხაზზე (სამუშაო საათები 10:00-19:00, შაბათ-კვირის გარდა, რათა გადამოწმდეს თანხის ჩარიცხვა).
გადმორიცხვის წესი: ლოტზე წარმოდგენილი ჩანართიდან "დანიშნულება" დააკოპიროს სრული სიზუსტით წარმოდგენილი ჩანაწერი და იგივე სიზუსტით ჩააკოპიროს უნაღდო გადარიცხვის დანიშნულებაში.
მას შემდეგ რაც დასრულება აუქციონი:
· აუქციონში გამარჯვებული მონაწილეების საგარანტიო/დარჩენილი ღირებულების თანხები ავტომატურად გადაირიცხება ,,შემსყიდევლის“ ანგარიშზე.
· აუქციონში დამარცხებულ ფიზიკურ/იურიდიულ პირებს საგარანტიო თანხა უკან უბრუნდება შესაბამისი გადახდის განხორციელების და თანხის დაბრუნების მომენტისათვის ვებგვერდზე პირად მონაცემებში მითითებულ საბანკო ანგარიშზე (თუ განმკარგავი ორგანიზაციის წესები და პირობები ითვალისწინებს თანხების დაბრუნებას).
5. ელექტრონული საბანკო გარანტით გადახდის მეთოდი
ელექტრონული საბანკო გარანტიის გააქტიურება შესაძლებელია იმ ლოტებზე, რომლებზეც დაწესებულია ელ. საბანკო გარანტიის ვადები. რეგისტრირებული მომხმარებელი, კონკრეტულ საბანკო გარანტიის მიღების მიზნით, მიდის შესაბამის დაწესებულებაში. საბანკო გარანტიის მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი შედის სასურველ ლოტში, ირჩევს საგარანტიო თანხის გადახდას, გადადის აჭერს ღილაკს – "აქტივაცია", ავსებს საბანკო გარანტიის ველებს, კერძოდ შეყავს ბანკში გაცემული ელექტრონული საბანკო გარანტიის რეგირტაციის ნომერი და PIN კოდი. რის შემდეგაც მომხმარებელი ავტომატურად შეძლებს ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას.
მას შემდეგ რაც დასრულება აუქციონი:
· გამარჯვებული მომხმარებლის მიერ ვალდებულების (სრული ღირებულების) დაფარვის შემდეგ ელექტორული საბანკო გარანტია განიბლოკება. წინააღმდეგ შემთხვევაში ,,შემსყიდევლი“ უფლებამოსილია გამოითხოვოს თანხა საბანკო გარანტიის გამცემი ორგანიზაციიდან.
· დამარცხებულ მომხმარებელს გაუუქმდება ელექტორული საბანკო გარანტია .
საჯარო ხელშეკრულება (ელექტრონული)
ხელშეკრულება
ზოგადი ნაწილი
-
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეებს წარმოადგენენ სს „საქართველოს
რკინიგზა“ (შემდგომში - საწარმო) და ნებისმიერი პირი (შემდგომში- მონაწილე),
რომელიც დაეთანხმება ვებ-გვერდ www.eauction.ge-ზე (შემდგომში -
ვებ-გვერდი) , საწარმოს მიერ გამოქვეყნებულ ხელშეკრულებას.
-
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიზნით ვებ-გვერდზე განთავსებულ რეგისტრაციის ღილაკზე ხელის
დაჭერით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და დაეთანხმეთ წინამდებარე ხელშეკრულებას.
-
ნებისმიერი პირი, რომელსაც სურს ელექტრონულ
აუქციონში (ინტერნეტ-აუქციონში) მონაწილეობის გზით საკუთრების,
სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს
მიერ ვებ-გვერდზე გამოცხადებული ქონება, უნდა გაეცნოს და დაეთანხმოს
ხელშეკრულების პირობებს.
-
ვებ-გვერდის გამოყენებამდე და ინტერნეტაუქციონში
მონაწილეობის მიღებამდე, გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ აღნიშნულ პირობებს.
რეგისტრაციის განხორციელების შემდეგ, თქვენ ავტომატურად მოექცევით ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ განაცხადეთ თანხმობა ხელშეკრულების მოქმედების თქვენზე გავრცელებაზე.
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულება, ვებ-გვერდზე შესაბამისი
ინფორმაციის განთავსების (შესაბამისი ველების შევსების) შედეგად, აძლევს ინტერნეტ-აუქციონში
მონაწილეს შესაძლებლობას:
-
საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლებით მიიღოს საწარმოს მიერ
ინტერნეტ-აუქციონზე გამოცხადებული ქონება.
მუხლი 2. რეგისტრაციის პირობები
1. ვებ-გვერდზე რეგისტრაცია
და ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. საწარმოს ქონებაზე საკუთრების, სარგებლობის
ან მართვის უფლების მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის ნებისმიერი
მოქალაქე ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან პირთა გაერთიანება, სახელმწიფო ორგანო,
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ფიზიკური პირი, რომელსაც შეუსრულდა 18 წელი და საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის შესაბამისად არის ქმედუნარიანი, სარეგისტრაციო ფორმაში
ავსებს: „პირადი ნომრის“ (პირადობის მოწმობის 11 ნიშნა პირადი ნომერი), „გვარის“ და „სახელის“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის
მიერ, ავტომატურად ხდება სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზასთან ინფორმაციის გადამოწმება და მონაცემების
უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც ფიზიკური პირის
მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: მონაწილეს „სახელი,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი.“
3. იურიდიული პირი სარეგისტრაციო
ფორმაში ავსებს: „საიდენტიფიკაციო ნომრის,“ „ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის“ და „დასახელების“ ველებს, რის შემდეგაც სისტემის
მიერ ავტომატურად ხდება სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემთა ბაზასთან (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრთან) ინფორმაციის გადამოწმება
და მონაცემების უტყუარობის შემთხვევაში რეგისტრაციის შემდგომ ეტაპზე დაშვება, სადაც იურიდიული პირის
მიერ ივსება სარეგისტრაციო ფორმის დარჩენილი ველები: „მომხმარებლის დასახელება,“ „პაროლი,“ „ელექტრონული ფოსტის მისამართი“ და „მობილური ტელეფონის ნომერი“. აღნიშნულის შემდგომ მონაწილე „დადასტურების ელემენტის“ მეშვეობით ეთანხმება წინამდებარე
ხელშეკრულებას.
4. რეგისტრაციის დასკვნით
ეტაპზე სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სისტემა აგზავნის
აქტივაციის კოდს, ხოლო ელექტრონული ფოსტის მისამართზე ვებგვერდის
ბმულს. აღნიშნული ბმულის მონაწილეს მიერ ბროუზერში გახსნის
და აქტივაციის კოდის შეყვანით სრულდება რეგისტრაციის პროცესი.
მუხლი 3. ავტორიზაცია
ვებ-გვერდზე დარეგისტრირებული მომხმარებლებისათვის
ავტორიზაცია შესაძლებელია შესაბამის ფორმაში „მომხმარებლის სახელის“ ("დასახელების”) და „პაროლის“ შეყვანის გზით.
მუხლი 4. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის
პირობები
1. ავტორიზაციის შემდგომ, მონაწილეს შესაძლებლობა
აქვს ინტერნეტ-აუქციონის გზით შეიძინოს, სარგებლობის ან მართვის
უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება, კონკრეტული ლოტის შესაბამისად.
2. საწარმოს მიერ დადგენილი საგარანტიო
თანხის გადახდა სავალდებულოა, რომლის წარმოდგენაც შესაძლებელია განხორციელდეს
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენის (ელექტრონულად გააქტიურების)
ან/და ბეს გადახდის გზით.
3. მომხმარებელმა, რომელსაც სურს მონაწილეობა
მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში, უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია უნდა
წარმოადგინოს/გაააქტიუროს ან/და ბე უნდა გადაიხადოს თითოეულ ლოტზე ცალცალკე.
4. ბეს გადახდა შესაძლებელია
როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის საშუალებით, ისე საბანკო დაწესებულების
მეშვეობით, ხოლო უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია
შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს, როგორც მატერიალური სახით, ასევე ვეგ-გვერდზე გააქტიურების გზით.
5. ავტორიზებული მომხმარებელი
ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს „კალათაში,“ საიდანაც შესაძლებლობა
აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობა. ინტერნეტ-აუქციონის მსვლელობის
პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია
დანარჩენ მონაწილეთა ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს
მონაწილეთათვის რიგითი ნომრების მინიჭებას).
6. აუქციონში მონაწილეს შესაძლებლობა
აქვს კონკრეტული ლოტის გვერდზე გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტ-აუქციონის მიმდინარეობის (ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეთა
რაოდენობის, მათ მიერ გაცხადებული ფასების, დროის და სხვა) შესახებ და განახორციელოს
საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის გათვალისწინებით.
7. მონაწილეს მიერ ფასის
დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა აღნიშნული ლოტის მოცემულ
ფასად საკუთრების, სარგელობის
ან მართვის უფლებით მიღების თაობაზე. ფასის დადება შესაძლებელია
შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობით მომატების გზით. ყოველი შემდგომი „ფასის დადება“ ზრდის ლოტის ფასს.
8. ინტერნეტ-აუქციონში იმარჯვებს
ის მონაწილე, რომელიც ინტერნეტ-აუქციონის დასრულებამდე
ყველაზე ბოლო განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი ფასის დადებას, ხოლო თუ ინტერნეტ-აუქციონი
გამოცხადდა პირობებით, რომელიც დააკმაყოფილებს გამოცხადებულ პირობებს
და ამასთანავე ყველაზე მაღალ ფასს დააფიქსირებს.
9. ინტერნეტ-აუქციონი ცხადდება
დასრულებულად ვადის ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის
მიერ „ფასის დადება“ მოხდა ინტერნეტ-აუქციონის ვადის ამოწურვამდე
დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში, ინტერნეტ-აუქციონის ვადა ხანგრძლივდება
ორი წუთით და ასე გაგრძელდება ვაჭრობის დასრულებამდე.
10. ინტერნეტ-აუქციონის დასრულების
შემდგომ სისტემა გამარჯვებული მონაწილეს ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის
ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.
11. ინტერნეტ-აუქციონში
გამარჯვებულს, მის მიერ გადახდილი ბე ჩაეთვლება ანგარიშსწორებისას.
12.
ინტერნეტ-აუქციონში დამარცხებულს უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე,
დაუბრუნდება ინტერნეტ-აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღის ვადაში.
13.
თუ ინტერნეტ-აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ აუქციონში რეგისტრირებული პირი არ
მიიღებს მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, მის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება
საწარმოს ანგარიშზე.
14.
ინტერნეტ-აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებული მონაწილეს მიერ წარმოდგენილი
უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება საწარმოს
ანგარიშზე, თუ:
ა)
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი
განაცხადა;
ბ) ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე გამარჯვებულმა
საწარმოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხადა საფასური;
გ)
დაარღვია ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული
პირობები.
მუხლი 5. ინტერნეტ აუქციონში
გამარჯვებულთან გარიგების გაფორმების წესი და პირობები
1. საწარმოს ქონების სარგებლობის
ან მართვის უფლებით გადაცემა:
ა) ინტერენტ-აუქციონში გამარჯვებულის
გამოვლენის დღიდან, ერთი თვის ვადაში, საწარმოსა
და ინტერნეტ-აუქციონში
გამარჯვებულს შორის ფორმდება ხელშეკრულება საწარმოს ქონების სარგებლობის/მართვის უფლებით
გადაცემის თაობაზე, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის
შინაარსიც გამოქვეყნებულია ვებ-გვერდზე
განთავსებული შესაბამისი ლოტის საინფორმაციო ველში.
ბ) საწარმოს ქონების სარგებლობის
ან მართვის უფლებით გადაცემის დროს, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ
პირს ქონება გადაეცემა განსაზღვრული ვადით, საზღაურის სანაცვლოდ.
2. საწარმოს ქონებაზე საკუთრების
უფლების გადაცემა
ა) ინტერენტ-აუქციონის
დასრულებიდან ერთი თვის ვადაში საწარმოსა და გამარჯვებულს შორის იდება ნასყიდობის
ხელშეკრულება, იმ პირობების გათვალისწინებით რომლის შინაარსიც გამოქვეყნებულა
ვებ-გვერდზე განთავსებული შესაბამისი ლოტის საინფორმაციო ველში.
ბ) ქონების ნასყიდობის
ხელშეკრულება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების
რეგისტრაციისა და შესაბამისი ვალდებულებების (მათ შორის საფასურის გადახდის)
წარმოშობის საფუძველია რეგისტრაციას დაქვემდებარებული ქონების შემთხვევაში.
გ) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულზე
საკუთრების უფლება გადადის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისა და საკუთრების
უფლების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან. იმ მოძრავ
ნივთზე, რომელიც რეგისტრაციას არ ექვემდებარება საკუთრების უფლება გადადის
საფასურის სრულად გადახდის შემდეგ.
3. საწარმოს მიერ ქონების გადაცემის
ვალდებულება ითვლება შესრულებულად ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ მონაწილეზე ქონების
განკარგულებაში გადაცემისა და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმების მომენტიდან.
4. ინტერნეტ-აუქციონში
გამარჯვებულს უფლება აქვს ქონების მიღებამდე მოითხოვოს მისი შემოწმება, რისთვისაც ის თავისი ხარჯით
მოიწვევს უფლებამოსილ ექსპერტს. თუ მონაწილე არ გამოიყენებს
აღნიშნულ უფლებას, ითვლება, რომ ქონება უნაკლოა და
შეესაბამება გამოცხადებულ პარამეტრებს, რაოდენობას და ხარისხს.
მუხლი 6. მხარეთა უფლებამოსილება
1. საწარმო
უფლებამოსილია:
ა) შეცვალოს
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის წესი ან პირობები ნებისმიერ დროს და განათავსოს
ვებ-გვერდზე.
ბ) შეწყვიტოს ინტერნეტ-აუქციონი
ტექნიკური პრობლემის, რაიმე შეცდომის, უზუსტობის, მომხმარებლის მხრიდან
უკანონო მოქმედებების განხორციელების ან სხვა მიზეზების გამო, რომელმაც შეიძლება ზიანი
მიაყენოს ვებ-გვერდს ან თვითონ საწარმოს;
გ) გააკონტროლოს ყველა მოქმედება
მომხმარებლის მხრიდან და რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი
ზომები.
დ) საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი
წესით, მოითხოვოს აუქციონში გამარჯვებულის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის
გამო მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
2. „საწარმო“
ვალდებულია:
ა) ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულ ქონების საკუთრების/სარგებლობის/მართვის
უფლებით შემძენს, შესაბამისი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად,
საკუთრებაში/სარგებლობაში/მართვაში გადასცეს ქონება;
ბ) საწარმოს მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლის
პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების
შემთხვევაში, მონაწილეს მისი განცხადების საფუძველზე დაუბრუნოს ბე/უპირობო და
გამოუხმობი საბანკო გარანტია, თუ შეცვლილი წესით ან/და პირობებით აღარ სურს
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღება.
გ) დაიცვას ხელშეკრულების პირობები.
3. ინტერნეტ-აუქციონში
მონაწილე უფლებამოსილია:
ა) გააკეთოს არჩევანი და
ინტერნეტ-აუქციონში მონაწილეობის მიღების გზით საკუთრების, სარგებლობის ან მართვის
უფლებით მიიღოს საწარმოს ქონება;
ბ) ნებისმიერ დროს განაახლოს
თავისი პირადი მონაცემები;
გ) მიიღოს ინტერნეტ-აუქციონზე
გამოტანილი ქონების შესახებ საწარმოს ხელთ არსებული, კანონმდებლობით დაშვებული,
ნებისმიერი ინფორმაცია.
4. მომხმარებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ხელშეკრულების
პირობები;
ბ) საწარმოს მიერ დადგენილ
ვადაში აანაზღაუროს შეძენილი/სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემული ქონების ღირებულება;
გ) საწარმოს მიერ დადგენილ
ვადაში უზრუნველყოს შეძენილი მოძრავი ქონების გატანა, მისი განთავსების ადგილიდან (იმ შემთხვევაში, თუ
ინტერნეტაუქციონში გამარჯვებული დადგენილ ვადაში არ გაიტანს ქონებას, მას
დაეკისრება ქონების შენახვის ხარჯი);
დ) ინტერნეტ-აუქციონის
დასრულებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი ხელშეკრულების
გაფორმება და მისი პირობების დაცვა;
5.
მონაწილეს
არ აქვს უფლება ფასების ხელოვნურად გაზრდის მიზნით მონაწილეობა მიიღოს ინტერნეტ-აუქციონში.
მუხლი 7. ანგარიშსწორება
1) მონაწილეს მიერ სასურველ ლოტზე ბეს გადახდა შესაძლებელია
როგორც საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით, ისე საბანკო დაწესებულებაში. ქონების მთლიანი ღირებულების გადახდა, ასევე უპირობო
და გამოუხმობი საბანკო გარანტიის (მათ შორის ელექტრონულის) წარდგენა შესაძლებელია შესაბამისი
ვებგვერდის ერთიანი ანგარიშსწორების სისტემის
მეშვეობით.
2) მომხმარებელი, საბანკო დაწესებულების მეშვეობით (ვებ-გვერდის ერთიანი ანგარიშსწორების
სერვისით სარგებლობისას) თანხის
გადახდის შემთხვევაში, საბანკო
დაწესებულებაში წარადგენს ლოტის განაცხადის ნომერს და ინტერნეტ-აუქციონზე რეგისტრირებული
მომხმარებლის მონაცემებს (ფიზიკური/იურიდიული პირის დასახელება; პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი).
3) საბანკო პლასტიკური ბარათით თანხის გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელისთვის ხელმისაწვდომია ლოტის თანხის, ასევე ბეს ელექტრონული გადახდის ფორმები. აღნიშნული ფორმები შეიცავს ინფორმაციას გადამხდელზე, ინფორმაციას ლოტის შესახებ (ლოტის საბოლოო ფასის მითითებით) და ინფორმაციას მიმღების შესახებ, დასახელების და ანგარიშის/ანგარიშების (მომხმარებლი ირჩევს ერთ-ერთ ანგარიშს) ნომრების მითითებით. მონაცემების სისწორის შემთხვევაში მომხმარებელი
აჭერს გადახდის ღილაკს და შესაბამისად გადადის საბანკო პლასტიკური ბარათის საგადახდო
სისტემაში, სადაც ახორციელებს გადახდას.
4) ოპერაციის წარმატებით
განხორციელების შემთხვევაში, გადახდის გვერდზე ჩნდება
შესაბამისი შეტყობინება.
5) თანხების ნებისმიერ ტრანზაქციასთან დაკავშირებით წარმოშობილ
საკითხებზე პასუხისმგებელია ბანკი.
მუხლი 8. კონფიდენციალურობა
1. ინტერნეტ-აუქციონში მონაწილე პასუხს
აგებს მისი სახელით და არჩეული პაროლით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე.
2. აკრძალულია ხელშეკრულების
მე-2 მუხლში მოცემული პარამეტრების გაყალბება, რაც ექვემდებარება პასუხისმგებლობას
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მომხმარებელი ვალდებულია
არ გაამჟღავნოს ინფორმაცია თავისი პაროლის შესახებ. თუ სხვადასხვა მიზეზის
გამო პაროლი ცნობილი გახდება სხვა პირისთვის, მომხმარებელმა ის უნდა
შეცვალოს.
მუხლი 9. მოქმედი კანონმდებლობა
1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
ურთიერთობებზე მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობა.
2. ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას
მხარეთა შორის, უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, წინააღმდეგ შემთხვევაში
მხარეები მიმართავენ სასამართლოს.
მუხლი 10. დამატებითი პირობები
1.
ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ათვლა ხორციელდება საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად.
2. ისეთი სახეობის ქონებაზე
საკუთრების, სარგებლობის ან მართვის უფლების შეძენის შემთხვევაში, რომლის რეგისტრაციაც, საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად სავალდებულოა შესაბამის მარეგისტრირებელ სამსახურში, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებული
ვალდებულია გონივრულ ვადაში,
საკუთარი ხარჯით (მათ შორის გადასახადები, მოსაკრებლები, სანოტარო ხარჯი და სხვა) უზრუნველყოს ქონების რეგისტრაცია
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ინტერნეტ-აუქციონზე შეძენილი ქონების
გატანა ხდება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ინტერნეტ-აუქციონში გამარჯვებულს
ეკისრება პასუხისმგებლობა შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე.
4. ინტერნეტ-აუქციონში
მონაწილესათვის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება ხორციელდება წერილობით ან მის ელექტრონულ
მისამართზე და/ან მობილური ტელეფონის ნომერზე შეტყობინების
გაგზავნის სახით, რაც ჩაითვლება ინფორმაციის ოფიციალურ შეტყობინებად.